12/10/2022
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი…”- ზურაბ ჟვანია
ჩვენს ქვეყანაში ხშირად გავიგებთ ისეთ ფრაზას ევროპის მიმართულებით, როგორიცაა “ქართველობას გვართმევენ”. მოსახლეობის დიდი ნაწილის აღქმაში, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება ქართული ტრადიციების, ისტორიისა და პატრიოტიზმის დაკარგვას ნიშნავს.
თუმცა,ბევრმა არც იცის, რომ საქართველოს ელიტა, ის ხალხი რომლებითაც დღეს ყველა ვამაყობთ, ძველი დროიდან სტუმრობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს, ამყარებდნენ ურთიერთობებს უცხო შორეულ ქვეყნებში და აცნობდნენ მსოფლიოს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს.
ანუ, ქართველები ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები. პროექტის შექმნის მიზეზიც სწორედ ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას ვაჩვენოთ ის საამაყო ქართველი ხელოვანები, მხატვრები, მსახიობები, მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობით წარუშლელ კვალს ტოვებდნენ როგორც საქართველოზე, ისე ევროპაზე.
პროექტის მუსიკად, ბეთჰოვენის კომპოზიცია სპეციალურად შეირჩა, რომელიც დღეს ევროკავშირის ჰიმნია. ეს ყველასთვის ნაცნობი მელოდია ქართული სიმღერით დაიტვირთა. ერთი მეორესთან ძალიან ჰარმონიულად გაერთიანდა და მთავრი იდეა კიდევ უფრო გაამყარა.
კრეტიდები:
პროექტის ავტორი: ნუცა ციციშვილი, ანა ჯოჯიშვილი
დიზაინი, ანიმაცია: ნუცა ციციშვილი, ანა ჯოჯიშვილი
კრეატიული სააგენტო: POSTRED Creative Studio
კრეატივ ლიდი: ზვიად მღებრი
გენერალური მენეჯერი: ნინო ბებუა
არტ დირექტორი: ლიზა რატიშვილი
მუსიკის გადამუშავება: ზვიად მღებრი
ვოკალი: ზვიად მღებრი, გვანცა კიკნაძე, აჩი ჩუბინიძე
ხმის დიზაინი: POSTRED