16/01/2025
მოგეხსენებათ გუდაურში სასრიალოდ ყოველ წელს უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის. ჩემდაუნებურად მათ საუბარს ყურს რომ მოვკრავ ინტერესი მიჩნდება ვკითხო საიდან იმყოფებიან და რატომ ჩამოვიდნენ გუდაურში. საბაგიროზე ყოფნისას, პატარა შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება რომ მათგან ეს ინფორმაცია მივიღო.
დღეს ნიდერლანდერ ტურისტებს შევხვდი რომლებიც პირველად იყვნენ გუდაურში და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ: “ნიდერლანდებში სასრიალო კურორტები საერთოდ არ გვაქვს, რადგან არ გვაქვს მთები და მთლიანი ტერიტორია “ბლინივით” ბრტყელია. უახლოესი კურორტი მხოლოდ გერმანიაშია… მაგრამ ქართველებს გუდაური გაქვთ, შენ ალბათ შეგიძლია დილით გაიღვიძო და სახლიდან პირდაპირ აქ მოხვიდე როცა მოგინდება…”
ვუპასუხე, რომ დღეს ნამდვილად სახლიდან ვიყავი წამოსული სასრიალოდ, და საღამოს აქედანვე ისევ სახლში დაბრუნებას ვაპირებდი. გაოცდნენ და თავისებურად ჩაიცინეს. ასე რომ დავაფასოთ ეს ფუფუნება.
ფოტო: კუდების უმაღლეს წერტილზე აღმართული ჯვარი