07/06/2024
🇪🇺 ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ
💬 "წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ - მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია", - განაცხადა მან
🇺🇦 🇲🇩 უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პირობები იყო ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირების კუთვნილი აქტივების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა