Geo Orthopaedic Surgeons' Forum

Geo Orthopaedic Surgeons' Forum საქართველოს ორთოპედ ტრავმატოლოგთა ფ?

ქართველ ორთოპედ ქირურგთა ფორუმი არის ვებგვერდი სადაც შეგიძლით გაეცნოთ სხვადასხვა კლინიკებში მომუშავე ორთოპედი ქირურგების მიერ ატვირთულ კლინიკურ შემთხვევებს. შეიტყოთ მომავალი კონფერენციებისა თუ სიმპოზიუმების გამართვის დრო, ადგილი და თემატიკა. ეზიაროთ სიახლეებს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დარგში. დაუსვათ კითხვები ქირურგებს, შეხვიდეთ დისკუსიაში, ატვირთოთ საკუთარი კლინიკური შემთხვევები. გაეცნოთ თანამედრო

ვე გაიდლაინებსა და კონკრეტული ნოზოლოგიის მართვის პროტოკოლებს. აღნიშნული ვებ-გვერდი ემსახურებოდა ჩვენს მიზანს შეგვექმნა „ელექტრონული ჟურნალი“, რათა შეგვევსო ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც გაჩნდა ქართულ ორთოპედიული ქირურგიის სივრცეში სპეციალიზირებული ბეჭვდითი პერიოდიკის არ არსებობის გამო, ხოლო მეორესმხრივ შეგვძლებოდა ოპერატიულად გვეწარმოებინა კორელაცია სხვადასხვა კლინიკების ორთოპედია-ტრავმატოლოგიურ განყოფილებებს შორის რათა შეგვძლებოდა გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის დაგროვილი გამოცდილება და სიახლეები „ელექტრონული ჟურნალის“ საშუალებით, ასევე ახალგაზრდა დამწყებ ორთოპედ-ტრავმატოლოგებს ჰქონოდათ საშუალება გასცნობოდნენ ფოტო და ვიდეო ვიზუალურად მდიდარ მასალას სპეციალიზაციის ასამაღლებლად. ჩვენი აზრით ზემოთაღნიშნული ხელს შეუწყობს იმ ტრადიციის აღდგენას, რომელიც მრავალი ათწლეულების განმავლობაში არსებობდა საქართველოში თბილისის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრში და გასვლითი კონფერენეციების ჩატარებისას, რასაც სათავე დაუდო მე-20 საუკუნის ცნობილმა ქართველმა ორთოპედ ტრავმატოლოგმა აკადემიკოსმა ბ-ნმა ოთარ ღუდუშაურმა. სასიამოვნო იქნება და მივესალმებით ყველა რჩევას და წინადადებას, რომელიც მოწოდებული იქნება თქვენს მიერ „ელექტრონული ჟურნალის“ დასახვეწად. გათვალისწინებული იქნება თქვენი სურვილები და შემოთავაზებები. რამეთუ ზემოთ აღნიშნული ყველა ეს ღონისძიება მიმართული იქნეს საქართველოს მოსახლების ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული დახმარების სერვისის დონის ასამაღლებლად მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტებამდე.

07/12/2024

მიმართვა

ჩვენ, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების აქტიური წევრები, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ვგმობთ ძალადობას და ვაცხადებთ მტკიცე პროტესტს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც დღეს სუფევს მთელ საქართველოში. განსაკუთრებით მიუღებელია ექიმების, ჟურნალისტების და მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა.
ქვეყანა არის კრიზისული მდგომარეობაში და ერთადერთ გამოსავლად მიგვაჩნია საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება!
საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე და შემდგომში ყველა შესაძლო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება დღეისთვის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და უპირველესად მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
ასევე მივმართავთ აშშ-ს და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყნის მთავრობებს კატეგორიული მოთხოვნით, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

As active members of the Georgian Society of Orthopaedics and Traumatology, we hereby express our stance, strongly condemn violence, and firmly protest the current situation in Georgia. The use of physical violence against doctors, journalists, and individuals exercising their right to peaceful protest is utterly unacceptable.
The country is facing a severe crisis, and we believe that the only solution lies in holding new parliamentary elections.
The responsibility for the polarization in society and all possible confrontations in the future will lie with the decision-makers today, and primarily with their leader, Bidzina Ivanishvili.
Additionally, we appeal to the governments of the United States and all EU member states to take decisive action and utilize all available means to help resolve the ongoing crisis.


წერილს ეთანხმება ქართველი ქირურგი ორთოპედ-ტრავმატოლოგები:

1. ლევან ნაჭყებია

2. ჭუმბურიძე ჯემალი

3. გია ჯალალიშვილი

4. ბადურ ზიმლიცკი

5. გიორგი ზიმლიცკი

6. გიორგი ლორია

7. ტრისტან ნიშნიანიძე

8. გიორგი ობგაიძე

9. ვაჟა გაფრინდაშვილი

10. ლევან ჩიკვატია

11. ზურაბ ხაბეიშვილი

12. ირაკლი ხაბეიშვილი

13. ირაკლი გოგუა

14. ნიკოლოზ ჯიქია

15. გელა ბაჯელიძე

16. ლევან ქაჯაია

17. გიორგი კაპანაძე

18. პავლე ბუჩუკური

19. რაულ პაქსაძე

20. დავით ზაქრაძე

21. რომეო ვარდიაშვილი

22. სოფო წილოსანი

23. კობა დანგაძე

24. ვატო გვაზავა

25. გიორგი გვაზავა

26. მურად გაბრიაძე

27. თამარ მჭედლიშვილი

28. კახაბერ არონია

29. მალხაზ ხუციშვილი

30. ლაშა ამილახვარი

31. აპოლონ გულიაშვილი

32. ზურაბ ამისულაშვილი

33. ნოდარ ბუჩუკური

34…

სია განახლებადია თანხმობის შემთხვევაში თქვენი სახელი და გვარი დაწერეთ კომენტარში.

ძვირფასო კოლეგებო 2024 წლის 6-7 ივნისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე”1st International Pediatric Foot and Unkle Con...
03/06/2024

ძვირფასო კოლეგებო 2024 წლის 6-7 ივნისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე”1st International Pediatric Foot and Unkle Conference”.

6 ივნისი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) რეგისტრაციის დაწყება 08.30 სთ

7 ივნისი ტერფმრუდობის სასწავლო კურსი ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი. რეგისტრაციის დაწყება 08.00სთ

ძვირფასო კოლეგებო 2024 წლის 6-7 ივნისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე”1st International Pediatric Foot and Unkle Conference”. 6 ივნისი საქართველ.....

18/04/2024

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამა წლის 21 აპრილს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატე....

პატივცემულო კოლეგებო,მოგესალმებით AO Trauma საქართველოს დასის სახელით და გიბრუნდებით სასიამოვნო ინფორმაციით.01.06.2024 წ...
14/04/2024

პატივცემულო კოლეგებო,
მოგესალმებით AO Trauma საქართველოს დასის სახელით და გიბრუნდებით სასიამოვნო ინფორმაციით.
01.06.2024 წელს სასტუმრო “ბომონდში” ტარდება AO-ს ყოველწლიური სემინარი თემაზე - კოჭ-წვივის სახსრის და ტერფის მოტეხილობების მკურნალობა
სემინარზე მოწვეული მასწავლებლები იქნებიან: შტეფან რამელტი გერმანიიდან(მსოფლიო დონის ექსპერტი), ალექსას მაკულავიჩიუსი ლიტვიდან და ალექსანდერ სიტნიკი ბელარუსიდან.
მონაწილეები მიიღებენ ევროპულ უწყვეტი განათლების 6 კრედიტ-ქულას(CME).
გთხოვთ დროულად გაიაროთ რეგისტრაცია, რადგან ადგილები შეზღუდულია.
სარეგისტრაციო ბმულია:
https://aofnd.my.site.com/evt/s/evt-event/a1o68000000TvDp/e20003856-ao-trauma-seminarfoot-and-ankle?fbclid=IwAR0oDYjM8ofSu2eNTtEco49Bu1o3dIgpQsd55o6TDpfye02om2hBYRD2Xqw_aem_AZFo8YPd1eXmFv45-peoDjR_nYZdNOJ6Rr_Ead6_a9BSftVjlOH_-ArtLX3bamp6XDCI8w7xbdVXNuhn-a8S2isj

Event: E20003856 - AO Trauma Seminar—Foot and Ankle (site.com)
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
AO Trauma საქართველოს დასის სახელით
პაატა ღუდუშაური, თავმჯდომარე 599775397
მალხაზ ფირფილაშვილი, თანა-თავმჯდომარე 599578302
ნინო რამიშვილი, თანა-თავმჯდომარე 577988627
ზურა ბერუაშვილი, თანა-თავმჯდომარე 577442210

The seminar will focus on a biomechanical and biological approach to apply in fracture treatment in rare conditions as well as common conditions, pitfalls, clinical tricks, and means to avoid complications.

31/03/2024

2024  წლის 1 ივნისს თბილისში სასტუმრო „ბომონდ გარდენში“(შეიძლება შეიცვალოს) ჩატარდება AO-ს ყოველწლიური ღონისძიება. ...

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახ...
01/12/2023

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ბატონი ვაჟა გაბუნია. მის სახელს უკავშირდება დასავლეთ საქართველოში ძვალ-სახსართა ქირურგიის, ზოგადი ქირურგიისაგან დარგის გამოყოფის შემდეგ, მიმართულების დანერგვა და აღორძინება. ბატონი ვაჟა ათწლეულების მანძილზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქუთაისის ავტოქარხნის მედსანნაწილის ტრავმატოლოგიური განყოფილების წამყვან სპეციალისტად. მის სახელს უკავშირდება საქართველოში მოღვაწე არაერთი ორთოპედ-ტრავმატოლოგთა თაობის აღზრდა და დახელოვნება. პრაქტიკულ საქმიანობას იგი უთავსებდა პედაგოგიურ შრომას. მისი გამორჩეულად განსაკუთრებული ადამიანური სითბო და იუმორი ყოველთვის იმედით აღავსებდა მადლიერ პაციენტებს. მის სახელზეა წარმატებით ჩატარებული ათასობით ოპერაციული ჩარევა, რომელიც ყოველთვის კორელაციაში იყო მედიცინის თანამედროვე მიღწევებთან. მიუხედავად მუდმივი დაკავებულობისა, ის ორგანულად უთავსებდა ექიმის საქმიანობას იმერულ სტუმართმოყვარეობას. წლების განმავლობაში იყო იმერეთში ტრავმა-ორთოპედიის განხრით ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციების დიდებული ორგანიზატორი და სუფრის თამადა, ერთ რამედ ღირდა ქართულ სუფრაზე მასთან ერთად მოლხენა. გულით ვუსამძიმრებთ მის არაჩვეულებრივ ოჯახს, მეუღლეს – ქალბატონ მადონას, ქალიშვილს – იას და ვაჟიშვილს – ქუთაისის ცნობილ ტრავმატოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორ ბატონ გია გაბუნიას. დარწმუნებული ვართ უკვალოდ არ ჩაივლის ბატონი ვაჟას ღვაწლი სამშობლოსადმი, ნათელი მის ხსოვნას. – საქართველოა ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმი.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართვე...

03/06/2023

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების რესპუბლიკური კონფერენცია ქ. ქუთაისი 2023

31/05/2023

დღის წესრიგი agenda-gsot-2023Download

28/05/2023
კოლეგებო გიზიარებთ წინასწარ პროგრამას.სურვილის შემთხვევაში კიდევ გვაქს 3 მოხსენების თავისუფალი დრო 15 წუთიანი რეგლამენტი...
22/05/2023

კოლეგებო გიზიარებთ წინასწარ პროგრამას.
სურვილის შემთხვევაში კიდევ გვაქს 3 მოხსენების თავისუფალი დრო 15 წუთიანი რეგლამენტით.
3 დღეში დედლაინი იწურება.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების რესპუბლიკური კონფერენცია
სიახლეები ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, გართულებათა
პროფილაქტიკის და მართვის საკითხები;
ქ. ქუთაისი, 3 ივნისი, 2023 წ.
წინასწარი პროგრამა !!!

· 25 წელი საქართველოს ჰემოფილიკებთან. მომხსენებლები. მ. ფირფილაშვილი; ნიუ-ვიჟენი
· პირველი თითის გრძელი გამშლელი მყესის დაზიანება, სხივის ძვლის დისტალური ბოლოს ცდომის გარეშე მოტეხილობების შემდგომ - ს. წილოსანი; ლ. ჩიკვატია; ამერიკული ჰოსპიტალი
· მოხსენება მიკრო და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში (დასაზუსტებელია) თ. გურჯიძე. ავერსის კლინიკა.
· ჭრილობების დახურვის მეთოდები, საკუთარი გამოცდილება. მ. სულამანიძე. კომპანია APTOS;
· კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი, ტრავმის შემდგომი გართულება. დ. ზაქრაძე; გ. ობგაიძე; ლ. ჩიკვატია; ამერიკული ჰოსპიტალი
· მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული მკურნალობის თავისებურებები
მომხსენები:მიხეილ ჯანჯღავა ავტორები: მიხეილ ჯანჯღავა, ჯემალ ჭუმბურიძე, გიორგი ჭუმბურიძე; ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტი.
· მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროპლასტიკა მენჯის ძვლების მოტეხილობათა პოსტტრავმული ოსტეოართროზის- ი. გოგინავა. ევექსი;
· ტერფის სრული კორექცია კომბინაციაში: კოჭქვედა სტაბილიზაცია, ოს ტიბია ექსტერნას
მოცილება და წვივის უკანა კუნთის მყესის პლიკაცია მომხსენებელი: გიორგი ჭუმბურიძე
ავტორები : გიორგი ჭუმბურიძე, ჯემალ ჭუმბურიძე, მიხეილ ჯანჯღავა, საბა მოსიძე ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტი.
· ბარძაყის ძვლის დისტალური C2.3 ტიპის დახურული მოტეხილობების მართვა - ღერო vs ფირფიტა. ზ.ხაბეიშვილი. კ. დანგაძე. ნ. ჯიქია. გ. ხარაიშვილი. მომხს.: შ. ბუაძე. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
· ხშირად დაშვებული შეცდომები მტევნის ქირურგიაში და მათი მართვის პრინციპები -კლინიკური შემთხვევების განხილვა. ა. თიღილაური; თანაავტორი: ლ. ბახტაძე; კლინიკა ჯერარსი;
· ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის -Hallux valgus - ეტიოლოგია,
დიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები; გ. ჯალალიშვილი;
მ. გუგეშაშვილი “დავით ტატიშვილის” სამედიცინო ცენტრი;
· შეცდომები და გართულებები, მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირების შემდეგ. კვინიკაძე; ელგუჯა. კვინიკაძე გურამი. კლინიკა ნიუჰოსპიტალსი.
· კლინიკური შემთხვევების განხილვა- ნუგზარ ელიზბარაშვილი. თსსუ-ის სახ. ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა საუნივერსიტეტო კლინიკა
· ბარძაყის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობების ოსტეოსინთეზის შემდგომ
გადავადებული კონსოლიდაცია და შეუხორცებლობა (ყალბი სახსარი) -კლინიკური
შემთხვევების განხილვა ; რაულ პაქსაძე, კლინიკა BMC.
· DRG სისტემის დანერგვის 6 თვიანი გამოცდილება. მისი შედეგები და სამომავლო საკორექციო ნიუვანსები. სამომავლოდ საკორექციო სარეკომენდაციო წერილის შემუშავება.
· მაღალი ტიბიალური ოსტეოტომიის გართულება და მისი პრევენციის გზების ძიება
კონცეპტუალური ფირფიტით. ი. ხაბეიშვილი; გ. კაპანაძე; ნ. ჯიქია; ნ. აფრიდონიძე;
,,კლინიკა ელ-ჯი“;

პატივცემულო კოლეგებო!!!ქალაქ ქუთაისში, ამა წლის 3 ივნისს ჩატარდება საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის ყოველწლი...
29/04/2023

პატივცემულო კოლეგებო!!!
ქალაქ ქუთაისში, ამა წლის 3 ივნისს ჩატარდება საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის ყოველწლიური, ტრადიციული რესპუბლიკური კონფერენცია.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს სამეცნიერო მოხსენებებს თემატიკით გართულებები ტრავმა-ორთოპედიაში, მათი პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის გზები. განხორციელდება ასევე DRG სისტემის დანერგვის შემდეგ პირველი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გაანალიზება და აღმოფხვრისა და პროფილაქტიკის გზების შემუშავება. ამასთანავე დაგეგმილია უახლეს ისტორიაში პირველად დაანონსებულ სრულად საქართველოს ექიმთა ყრილობაზე დელეგატების არჩევა.

კონფერენციაში მონაწილე ექიმებს გთხოვთ დროულად გადმოგვიგზავნოთ პრეზენტაციები ან მისი სათაურები ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] , რათა დროულად მოხდეს საკონფერენციო პროგრამის საბოლოო ვერსიის დამუშავება და გავრცელება;

პატივისცემით, საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ ხაბეიშვილი.

tel,: 599182051

პატივცემულო კოლეგებო!!! ქალაქ ქუთაისში, ამა წლის 3 ივნისს ჩატარდება საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციი....

ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის კონფერენცია ერევანში29-30 აპრილი 2023წ.FOOT & ANKLE CONFERENCE IN YEREVANApril 29-30, 2023...
23/02/2023

ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის კონფერენცია ერევანში

29-30 აპრილი 2023წ.

FOOT & ANKLE CONFERENCE IN YEREVAN
April 29-30, 2023
Best Western Plus Congress Hotel Yerevan
REGISTRATION

Мероприятие для хирургов-ортопедов

09/02/2023

Address

Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Geo Orthopaedic Surgeons' Forum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Geo Orthopaedic Surgeons' Forum:

Videos

Share