მოზაიკა/Mozaika

  • Home
  • Gori
  • მოზაიკა/Mozaika

მოზაიკა/Mozaika "მოზაიკა" - შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო

"მოზაიკა" არის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო შიდა ქართლში, რომელიც მიმდინარე მოვლენებისა და არსებული გარემოს ობიექტური გაშუქებით, ხელს უწყობს რეგიონის დემოკრატიულ განვითარებას.

🔻 როგორც ადგილობრივებმა “მოზაიკას” უთხრეს, ერთმანეთს მონასტრის აწ უკვე ყოფილი წინამძღოლი მამა ზოსიმე და ეპისკოპოსი სვიმე...
21/02/2025

🔻 როგორც ადგილობრივებმა “მოზაიკას” უთხრეს, ერთმანეთს მონასტრის აწ უკვე ყოფილი წინამძღოლი მამა ზოსიმე და ეპისკოპოსი სვიმეონი დაუპირისპირდნენ.

🔊 “პოლიცია გამოიძახეს და მამა ზოსიმეს მონასტერი დაატოვებინეს“, – უთხრეს “მოზაიკას”.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის და....

👉 ხაშურის მერიამ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი სპორტსმენისთვის მიწის გადაცემის პროცედურები დაიწყო. 👉 საუბარია ხაშურში ტა...
20/02/2025

👉 ხაშურის მერიამ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი სპორტსმენისთვის მიწის გადაცემის პროცედურები დაიწყო.

👉 საუბარია ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 1 572 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე, სადაც ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენება სურს.

👉 დეპუტატებმა საკითხს კენჭი ბოლო სესიაზე უყარეს და მერიას ტერიტორიის განკარგვის უფლება მისცეს.

ხაშურის მერიამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სპორტსმენისთვის მიწის გადაცემის პროცედურები დაიწყო. საუბარია ხაშ...

👉 შეხვედრა მეუფის რეზიდენციაში შედგა.
20/02/2025

👉 შეხვედრა მეუფის რეზიდენციაში შედგა.

გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა ნიდერლანდების ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდა. „მეუფე ანდრიამ და ქ-ნ მ....

🔊 TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი მოსამართლემ 2500 ლარით დააჯარიმა. პროცესი თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. თავდაპირვე...
20/02/2025

🔊 TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი მოსამართლემ 2500 ლარით დააჯარიმა.

პროცესი თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. თავდაპირველად ჯიოშვილი სასამართლოში ისე მიიყვანეს, რომ მის უფლებადამცველებს არ შეატყობინეს.

ჯიოშვლმა მოსამართლეს პროცესის გადადება სთხოვა და ადვოკატი მოითხოვა.

🔊 “მეკითხება პოლიციელი, ვინც წინ იჯდა, რა ეწერა პლაკატზეო, - გავუმეორე, თუმცა აზრს ვერ მიხვდა. გადაულაპარაკა მეორეს, ალბ...
20/02/2025

🔊 “მეკითხება პოლიციელი, ვინც წინ იჯდა, რა ეწერა პლაკატზეო, - გავუმეორე, თუმცა აზრს ვერ მიხვდა. გადაულაპარაკა მეორეს, ალბათ რამე ფილოსოფიური დევს ამაშიო."

👉 თბილისის საქალაქო სასამართლოში ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის პროცესი მიმდიანარეობს. ჯიოშვილმა მოსამართლეს მისი დაკავების შესახებ დეტალურად მოუყვა და აღნიშნა, რომ დაკავების მომენტში მისთვის არც ერთ ნიღბიან პირს ღიად არ განუმარტავს, რომ პოლიციელები იყვნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის პროცესი მიმდიანარეობს. ჯიოშვილმა მოსამ.....

📸 მე-17 დღეა გორელების ნაწილი ქალაქის ცენტრში იკრიბება.  ისინი სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებ...
20/02/2025

📸 მე-17 დღეა გორელების ნაწილი ქალაქის ცენტრში იკრიბება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს.

👉 აქციები გორში 4 თებერვლიდან განახლდა. მოთხოვნები უცვლელია- დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

20/02/2025

🔉 ტვ პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ მის უფლებადამცველებს არ აცნობეს, თავად ჯიოშვილს კი უთხრეს, რომ ადვოკატები საქმის კურსში იყვნენ.

👉 სასამართლო პროცესი სანქცირებულმა მოსამართლე, ლელა ცაგარეიშვილმა ისე დაიწყო, რომ მას ადვოკატები არ ესწრებოდნენ. ჯიოშვილის მოთხოვნის შემდეგ, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

🔊 TV პირველი

🔉 ტვ პირველის ოპერატორის პროცესი საქალაქო სასამართლოში დაიწყო, - მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ამის შესახებ მას არ აცნ...
20/02/2025

🔉 ტვ პირველის ოპერატორის პროცესი საქალაქო სასამართლოში დაიწყო, - მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ამის შესახებ მას არ აცნობეს.

👉საქმეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი განიხილავს.

👉 შსს მთელი დღე მალავდა, როდის გადააგზავნიდა "ტვ პირველის" ოპერატორის საქმეს სასამართლოში.

🔉 "ზაჰესის იზოლატორში მოვინახულე ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. დღეს ღამის საათებში იწურება დაკავების 48 საათიან...
20/02/2025

🔉 "ზაჰესის იზოლატორში მოვინახულე ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. დღეს ღამის საათებში იწურება დაკავების 48 საათიანი ვადა.

ჯერჯერობით არ გვაძლევენ არც მტკიცებულებებს, არც სასამართლოში სავარაუდოდ წარდგენის დროს გვეუბნებიან. ველოდებით ზარს.

პროცესზე წარვადგენთ მოწმეებს, ვინც შეესწრო ლაშას უკანონო დაკავებას და ასევე მტკიცებულებებს, სადაც ასახულია ნიღბიანი პირების მიერ დაკავების კადრები. ლაშა პროცესზე მოყვება დაკავების ყველა დეტალს", - თორნიკე მიგინეიშვილი.

🔉 სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას და დაუყოვნებლივ ითხოვს მის ...
19/02/2025

🔉 სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას და დაუყოვნებლივ ითხოვს მის გათავისუფლებას.

👉 ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლონ ჯიოშვილის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მოახდინოს მასზე ოპერატიული რეაგირება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას და დაუყოვნებლივ ითხ...

19/02/2025

👉 აქციის მონაწილეები პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურებიან.

🔊 "ბინძურ კამპანიაზე, რომელსაც ბინძური სისტემა სუს-ის კადრებით აგორებს!გიყვებით ადამიანურ ამბავს, რომელიც არაადამიანების...
19/02/2025

🔊 "ბინძურ კამპანიაზე, რომელსაც ბინძური სისტემა სუს-ის კადრებით აგორებს!

გიყვებით ადამიანურ ამბავს, რომელიც არაადამიანების ხელში აღმოჩნდა! რეალურად ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა.

17 თებერვალს იყო არაჩვეულებრივი ადამიანის, ჩვენი მემატიანის დაბადებისდღე! ვაპირებდით სიმბოლურად მხოლოდ ტორტით მიგველოცა (საქართველოს და ევროკავშირის დროშებით) თუმცა ვინაიდან საჩუქრის თანხა ტორტის და სანთლების ღირებულებას გასცდა, გადავწყვიტეთ კონვერტში ჩაგვედო და გვეჩუქებინა! ვინაიდან ბანკომატმა წვირილი კუპიურები მოგვცა, მომერიდა საჩუქრად ამ ფორმით გადაცემა და ვიკითხე იქვე ხომ არ ჰქონდათ ვინმეს მსხვილი კუპიურები! საბედნიეროდ აღმოაჩნდათ და გადავცვალეთ", - წერს თეო ბზიშვილი, რომელიც პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

🔻 მის მიერ აღწერილი ფაქტის ამსახველი ფაქტები პროპაგანდისტულმა მედიამ დღეს ისე გაავრცელა, თითქოს თანხა გორის საკრებულოს შენობის წინ, კიბეებზე აქციებში მონაწილეობისთვის დაარიგეს.

🔊 "დღეს , 19 თებერვალს, დამირეკა პოსტ ტვ ის ჟურნალისტმა, რომელმაც მითხრა, რომ ჰქონდათ კადრები (გქონდეთ ძვირფასებო, ჩვენ არაფერს არ ვმალავთ) და მკითხა რისი თანხა იყო! ჯერ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ მაინც ვუპასუხე, რომ იყო საჩუქრის ფული და წვრილი კუპიურა გადავცვალე მსხილში! ამ "მიუკერძოებელმა" მედიამ კი წაიღო და მტკიცებით ფორმაში დააწერა, რომ აქციის ორგანიზატორი არიგებს ფულს", - წერს ბზიშვილი.

🔻 პროპაგანდისტული მედია ინფორმაციის გავრცელებისას ცდილობს TV პირველის ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დისკრედიტაციას და წერს, რომ მას საკრებულოს შენობის წინ თანხა იმ ბანერის დაჭერისთვის გადაუხადეს, რომელიც მას გუშინ თბილისში გამართულ აქციაზე ეკავა.

🔊 "18 თებერვალს, ბიძინას დაბადებისდღეზე გაიტაცეს ლაშა ჯიოშვილი, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა ტორტისთვის ფულის შეგროვებაში ვაზუსტებ კიდევ ერთხელ თანხა გასცდა ტორტის ფულს და აქედან გამომდინარე გადაიქცა საჩუქრად", - აღნიშნავს ბზიშვილი.

👉 ჯიოშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯიოშვილს მანქანაში ნიღბიანი პირები ეპყრობოდნენ ცინიკურად და ემუქრებოდნენ, არ მისც...
19/02/2025

👉 ჯიოშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯიოშვილს მანქანაში ნიღბიანი პირები ეპყრობოდნენ ცინიკურად და ემუქრებოდნენ, არ მისცეს საშუალება დაერეკა ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან.

"განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა", - ამბობს ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა .....

👉 ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
19/02/2025

👉 ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კასპთან, - არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბორდიურზე შევ...

🔉"გამოხატვის თავისუფლება დასჯადია!", - დღეს, გორში მორიგი აქცია დაიგეგმა. 👉 უწყვეტი აქციების მე-16 დღე ლაშასთვის!👉 შეგახ...
19/02/2025

🔉"გამოხატვის თავისუფლება დასჯადია!", - დღეს, გორში მორიგი აქცია დაიგეგმა.

👉 უწყვეტი აქციების მე-16 დღე ლაშასთვის!

👉 შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი გვიან ღამით, თბილისში იმ დროს დააკავეს, როცა აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მისი დაკავება მოხდა ძალის გამოყენებით, შავებში ჩაცმულმა და ნიღბიანმა პირებმა ის ელბაქიძის ქუჩიდან გაიტაცეს.

👉 წაღებულია ტკბილეული და ალკოჰოლური სასმელები
19/02/2025

👉 წაღებულია ტკბილეული და ალკოჰოლური სასმელები

გორში, კომბინატის დასახლებაში მაღაზია გაქურდეს. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარედ მდება....

👉 ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანებმა ჩასაფრება მოუწყეს და კედელთან მიიმწყვდიეს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ეს ფაქტი გააპროტესტე...
19/02/2025

👉 ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანებმა ჩასაფრება მოუწყეს და კედელთან მიიმწყვდიეს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ლაშა ჯიოშვილის გამოხსნა სცადეს ნიღბიანი პირებისგან, მათ უპასუხეს რომ ისინი პოლიციელები იყვნენ.

👉 მისი გატაცებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი და მდგომარეობა. შსს-ს ცნობით, ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

⭕️ ტვ პირველის განცხადება ლაშა ჯიოშვილის დაკავებასთან დაკავშირებით:"ტელეკომპანია პირველი მოითხოვს, ახალი ამბების სამსახუ...
18/02/2025

⭕️ ტვ პირველის განცხადება ლაშა ჯიოშვილის დაკავებასთან დაკავშირებით:

"ტელეკომპანია პირველი მოითხოვს, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ლაშა ჯიოშვილის გატაცებიდან, საათნახვერის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლაშა დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. ამ დრომდე მალავენ იზოლატორს, სად არის გადაყვანილი ლაშა. იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს რომ ის არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, ტვ პირველი მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლეს ტვ პირველის ოპერატორი უკანონო პატიმრობიდან.

🔻 დაკავება მოხდა ათობით თვითმხილველის და ვიდეოკამერის წინ, არც ერთი ვიდეომასალა არ ასახავს რაიმე უკანონო ქმედებას რომელიც ლაშამ ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება არის დამოუკიდებელი მედიის დაშნების მცდელობა, რათა ჟურნალისტებმა და ტელეოპერატორებმა ვეღარ შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება".

Address

სტალინის ქუჩა #13, ბინა #89
Gori
1400

Undefined variable: isMonitored
    Return to your account

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოზაიკა/Mozaika posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მოზაიკა/Mozaika:

Videos

Share

“მოზაიკას” შესახებ

“მოზაიკა” არის პირველი სათემო რადიო გორში, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

ორგანიზაციამ მედიასაქმიანობა 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო - ჩვენი მოსმენა შესაძლებელია ტალღაზე FM 97.8.

“მოზაიკას’ მიზანია თემში დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.