გაზეთი „ბოლნისი" გამოდის 1935 წლიდან,ის ბოლნისში მცხოვრებმა გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს და მას შემდეგ სახელმწიფოს მუდმივი ხელშეწყობით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას. გაზეთის ბეჭდური ვერსია წლების განმავლობაში იყო ყოველკვირეული, შემდეგ თვეში ორჯერ იბეჭდებოდა, ამჟამად კი გამოდის თვეში ერთხელ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, ტირაჟით 400, მასში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორ
იაზე მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ასევე რუბრიკები, ამბები წარმატებულ, ხელოვან, სპორტსმენ, უცნობ და ცნობილ ბოლნისელებზე. თავისი ისტორიიდან გამომდინარე გაზეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. გაზეთის არქივი ინახება ეროვნული მუზეუმის საცავში.
,,გაზეთი ბოლნისი“ არ ჩამორჩა თანამედროვე გამოწვევებს და 2014 წლიდან თანამშრომელთა სრული ჩართულობით, ფუნქციორება დაიწყო ინტერნეტ პორტალმა – gazetibolnisi.ge, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, საიტზე შუქდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომხდარი ახალი ამბები და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. მუშაობს გაზეთის youtube არხი, სადაც თავსდება ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო მასალები.