გადასახლება სოფლებიდან - რა ხდება ჭიათურაში?
გადასახლება სოფლებიდან - რა ხდება ჭიათურაში?
🎬 სრული ვიდეო ჩვენს იუთუბ არხზე: https://shorturl.at/jlkXF
ბრძოლა საცხოვრებლისთვის გრძელდება !
საცხოვრებლის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა ბუკნარში მიტოვებული შენობა დაიკავეს.
მოქალაქეები წლებია ითხოვენ ხელისუფლებისგან ხელმისაწვდომ საცხოვრებელს.
სოფელ შუქრუთის პროტესტი ივანიშვილის ბიზნესცენტრთან
სოფელ შუქრუთის პროტესტი ივანიშვილის ბიზნესცენტრთან
მსვლელობა ივანიშვილის სახლთან მივიდა
სოლიდარობა შუქრუთს
სოლიდარობა შუქრუთს!
გაძლიერებული საპოლიციო კონტროლი შუქრუთელების წინააღმდეგ
პარლამენტის წინ, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა განსაკუთრებული საპოლიციო ზედამხედველობისა და კონტოლის პირობებშია.
მოქალაქეებს არ ეძლევათ ღამის თევისთვის აუცილებელი ნივთების გამოყენების საშუალება.
პოლიცია პერმანენტულად ჩხრეკს ტერიტორიაზე შემსვლელებს და აფერხებს მათ გადაადგილებას.
დღეს დილით, პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს ყავა დროებით ჩამოართვა, თუმცა საბოლოოდ მისი დაბრუნება მოუწიათ.
ბალდის კანიონის მცველის, თაზო რუხაიას, სიტყვა შუქრუთელების სოლიდარობის აქციაზე
Live with Restream
შუქრუთელები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ
შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი საქართველოს პარლამენტთან
სოფელი, სადაც ტრანსპორტი არ დადის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზიანში ტრანსპორტის არარსებობა ოჯახებს მძიმე ტვირთად აწევთ.
მოსახლეობა წლებია სახელმწიფოს პრობლემის მოგვარებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. მუნიციპალურ და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან და გადაუდებელ საკითხებთან, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, სამსახურში სიარული.
რა პრობლემებს ქმნის ტრანსპორტის არარსებობა სოფლებში, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.
ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში კაცობრიობის წინაშე დანაშაულია
ხავიერ ბარდემი: ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში კაცობრიობის წინაშე დანაშაულია
პოლიცია შუქრუთელებს კვლავ არ აძლევს საშუალებას, გაშალონ კარავი
ძლიერი წვიმის მიუხედავად, პოლიცია შუქრუთელებს კვლავ არ აძლევს საშუალებას, გაშალონ კარავი.
მოსახლეობა უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს “ჯორჯიან მანგანეზის” დამანგრეველ საქმიანობას სოფელში. 23 დღეა ადამიანები შიმშილობენ და პირი აქვთ ამოკერილი.
ისინი სახელმწიფოს ჩართულობას და კომპანიისგან მიღებული ზარალის რეალური კომპენსაციას მოითხოვენ. ამ დრომდე, არც კომპანია და არც სახელმწიფო მათ ყურადღებას არ აქცევს.
Cinexpress-ის კინოსახელოსნო ბოლნისში
ბოლნისში Cinexpress-ის ჯგუფის ორგანიზებით, მოზარდებისთვის კინოს ხელოვნებაზე ლექცია-დისკუსიები დაიწყო. კინოსახელოსნო 21 სექტემბერს გაიხსნა და ყოველ შაბათ-კვირას ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართება.
Cinexpress-ის კოლექტივი მიიჩნევს, რომ კინოს მიმართ მზარდი ინტერესის მიუხედავად, კონოსივრცეები ყოველდღიურად ქრება ჩვენი საჯარო სივრციდან, არ არსებობს სივრცე კინოკრიტიკისთვის, რომელიც არ ემორჩილება კომერციულ ინტერესს, სწორედ ამის მცდელობაა კინოსახელოსნო. სწორედ ამიტომ კოლექტივი მუდმივად საუბრობს მუნიციპალური კინოს აუცილებლობაზე.
ბოლნისში, სადაც უკვე რამდენიმე წელია არსებობს მუნიციპალური კინოთეატრი, ბაზისური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის გამო, აქ სტაბილურად ვერ ხერხდება ფილმების ჩვენება.