აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა/
Ajara Chamber of Commerce and Industry

Ajara Chamber of Commerce and Industry (ACCI) is one of the largest influential business organizations in Georgia, ACCI is the primary connection between business and the public authorities. It continually demonstrates impact on public policy and decision-making to the benefit of businesses in Ajara Region.

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ტრაპიზონის, ოფის, ორდუს, გირესუნის, რიზეს, ართვინის და ხო...
09/12/2024

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ტრაპიზონის, ოფის, ორდუს, გირესუნის, რიზეს, ართვინის და ხოფის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებს შეხვდა.
🔷სავაჭრო პალატების ხელმძღვანელები და თანმხლები დელეგაცია თურქეთის სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-13 საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით ეწვია ბათუმს.
🔷შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობებსა და აჭარაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.
🔷შეხვედრას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე ესწრებოდნენ.

🔷2024 წლის 26-29 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, თუიაფის საგამოფენო ცენტრში, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ა...
04/12/2024

🔷2024 წლის 26-29 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, თუიაფის საგამოფენო ცენტრში, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია MÜSİAD-ის ორგანიზებით რიგით მეოცე სავაჭრო გამოფენა MÜSİAD EXPO 2024 გაიმართა.
🔷გამოფენას, მუსიად ბათუმის თავმჯდომრის ჰამზა ქოსეს და ასოციაციის წევრების ორგანიზებით, ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომრის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და ადგილობრივი ბიზნესმენები ესწრებოდნენ. გამოფენის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ქართველი და თურქი ბიზნესმენების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
🔷MÜSİAD EXPO, რომელიც მოიცავს ინოვაციებს და მიჰყვება გლობალურ ტენდენციებს, მხარდაჭერილი და მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში. MÜSİAD EXPO ბაზრობაზე გამართული პანელები და B2B შეხვედრები, რომელიც მასპინძლობს მონაწილეებს სხვადასხვა სექტორიდან, ხელს უწყობს კომერციული კავშირების განვითარებას და ეფექტურობას გლობალურ ბაზრებზე.
🔷MÜSİAD EXPO 2024 -ს 94 ქვეყნიდან ათასობით ვიზიტორი ესწრებოდა.

🔷თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული გენერალური კონსული ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ...
02/12/2024

🔷თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული გენერალური კონსული ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს გიორგი რომანაძეს შეხვდა.
🔷პალატის თავმჯდომარემ გენერალურ კონსულს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
🔷მხარეებმა იმედი გამოხატეს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
🔷შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიზნით.

23/11/2024
17/10/2024

სოფლის განვითარების სააგენტო

18/09/2024
🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო  პალატაში კვლევითი და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია  Start – Business Solutions-თან   თანამშრო...
17/09/2024

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში კვლევითი და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-თან თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
🔷შეხვედრას, რომლის თემა იყო „როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება ბიზნესის ზრდისთვის“, პალატის წევრი კომპანიები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
🔷შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ იმის შესახებ თუ სად, როგორ და რანაირად შეიძლება მოიპოვონ დაფინანსება სექტორის, ბიზნესის ტიპის და საჭიროების გათვალისწინებით; რა შესაძლებლობები არსებობს სასესხო, კერძო თუ საგრანტო კაპიტალის მიმართულებით საქართველოში და კონკრეტულად რომელი პროგრამის გამოყენება რა მიმართულებით არის შესაძლებელი. მეწარმეები გაეცნენ მიმდინარე პროგრამებს და ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ შესაძლებლობებს სექტორების ჭრილში.
🔷კომპანია Start - Business Solutions 11 წელია ბაზარზეა და ბიზნეს ინტელექტუალური სერვისების შეთავაზების გზით ეხმარება ორგანიზაციებს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

🔷აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე თურქეთის ქალაქ რიზეს მერს რაჰმი მეთინს და მერის მოად...
13/09/2024

🔷აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე თურქეთის ქალაქ რიზეს მერს რაჰმი მეთინს და მერის მოადგილეს მუჰითთინ აიდინ ბილსელს შეხვდა.
🔷შეხვედრას დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მუსიად ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე ჰამზა ქოსე, თავმჯდომარის მოადგილე ჰუსეინ ჩაქირი
და სავაჭრო პალატის თავმჯდომრის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე ესწრებოდნენ.
🔷შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა-ხელშეწყობის საკითხებს .
🔷შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

18/08/2024

თარიღი: 24-25 აგვისტო, 2024 წელი მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #11 (ბათუმის ბულვარის კოლონადებთან) საკონტაქტო: 0995 557 72 29 36 ....

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე დონეცკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს მაქსიმ ანუფ...
15/08/2024

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე დონეცკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს მაქსიმ ანუფრიევს შეხვდა.
საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს აჭარისა და დონეცკის სავაჭრო პალატები, ისაუბრეს პალატების ძირითად საქმიანობასა და სერვისებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას არსებული რთული ვითარების კონტექსტში.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ტუღუში.

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე სლოვენიის პრიმორსკას სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტო...
31/07/2024

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე სლოვენიის პრიმორსკას სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს რობერტ რაკარს შეხვდა.
🔷გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვას და მომავალი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.
🔷შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტი ეკატერინე თარგამაძე.

📌🔷მიმდინარე წლის 24 მაისს, სასტუმრო შერატონ ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და მასთან არსებული ქალ  ბიზნესმენთ...
30/05/2024

📌🔷მიმდინარე წლის 24 მაისს, სასტუმრო შერატონ ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და მასთან არსებული ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით მეწარმე ქალთა მე-4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. მასში საქართველოს მასშტაბით 200-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის: მეწარმე ქალები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენი ქვეყნის პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, რომელთა პროექტები ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე.
🔷ფორუმის მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება.
🔷ფორუმის პირველი სესია დაეთმო ქალ მეწარმეთა გასული წლის წარმატებულ ისტორიებს. მეორე სესია მოიცავდა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას ბიზნესისთვის. დასკვნით სესიაზე კი გაიმართა ბიზნეს ქოუჩინგი და წარმატებულ მეწარმეთა დაჯილდოების ცერემონიალი.

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ კუბერნატს...
29/05/2024

🔷აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ კუბერნატს უმასპინძლა.
🔷შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ჩეხეთის მჭიდრო ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
🔷შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის კოორდინატორი თეონა რობაქიძე, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანიძე, პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ თურმანიძე.

Address

26 A. Melashvili Str
Batumi
6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა Ajara Chamber of Commerce and Industry:

Videos

Share