ადგილობრივი რადიო ბათუმი FM 93.7
აჭარაში 2017 წლიდან მაუწყებლობა დაიწყო ადგილობრივმა რადიომ “ბათუმი” FM 93.7.
პრიორიტეტები: მედიცინა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
„რადიოს მთავარი სტრატეგია გახლავთ მეტი ახალგაზრდის გაერთიანება და ჩაბმა რადიოს საქმიანობაში. ამიტომაც რადიო „ბათუმმა“ სტუდია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოაწყო. რადიო თანამშრომლობისთვის იწვევს ყველა დაინტერესე
ბულ სტუდენტს და ახალგაზრდას. ჩვენ უამრავი რესურსი გვაქვს, რათა ვითანამშრომლოთ სტუდენტ-ახალგაზრდებთან, მივცეთ მათ გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა“
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია რადიო „ბათუმის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. რადიო აქტიურად თანამშრომლობს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან, სპორტულ ცენტრთან და აჭარის სპორტული ფედერაციების კალენდარული ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერას გეგმავს. რადიოსთვის პრიორიტეტულია სპორტული ტურიზმის მიმართულების განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
რადიო „ბათუმი“-ს მიზანია ითანამშრომლოს საზოგადოების სახვადასხვა ფენებთან ისეთ საკითხბზე როგორიცაა: მედიცინა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, ახალგაზრდული და სტუდენტური საკითხები, სამართალი და ა.შ. რადიო ბათუმი მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან ვისთვისაც საინტერესოა ზემო აღნიშნული საკითხები.
რადიო მაუწყებლობს შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ( სენაკი)
აღსანიშნავია რომ დაფარვის არეალში ცხოვრობს 500.000 ზე მეტი საქართველოს მოქალაქე
რადიო ბათუმმა ჩაატარა კვლევა. კვლევის თემატიკა ეხებოდა რადიოსადგურის რეიტინგებს. კვლევის დროს გამოიკითხა 1200 რესპოდენტი აჭარის მასშტაბით. რადიოსადგურების კვლევის შედეგები: გამოკითხულ რესპოდენტთა 56% უსმენს რადიოს, აქედან 72% რადიოს უსმენს ტრანსპოტრში, დილის და საღამოს საათებში რადიოს მსმენელთა პროცენტული მაჩვენებელია 72%, შუადღეს რადიოს უსმენს გამოკითხულთა მხოლოდ 27%. კვლევის შედეგად მიღებული რეიტინგი 27 % ია