ამბროლაურის ხმა

ამბროლაურის ხმა A community radio will be opened in Ambrolauri municipality, which will be equipped with the necessary
(4)

10/06/2024

სოფელი ბარი

ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “საგალობელი” კულტურის სამინისტროს ეგიდით, საგასტროლოდ საფრანგეთში- ლევილ...
08/06/2024

ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “საგალობელი” კულტურის სამინისტროს ეგიდით, საგასტროლოდ საფრანგეთში- ლევილის მამულში იმყოფება, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერით მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალზე.

საფრანგეთში, ლევილის მამულში გამართულ ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე ესწრებოდა.

8 -9 ივნისს, სენაკის სათემო განათლების ცენტრისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის - ,,თ...
08/06/2024

8 -9 ივნისს, სენაკის სათემო განათლების ცენტრისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის - ,,თბილისის პროექტთა ბიუროს"ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი - „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“

🔸ფესტივალზე მისულ სტუმრებს, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდათ.

🔸გაიმართა:

✔️ადგილობრივი მხატვრების და ხელსაქმის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა;

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა და დიდი მოწონება დაიმსახურა “ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი”-ს პროფესიული სასწავლო კურსების ნამუშევრებმა.

ტრენერები ნანიკო იარალიშვილი და მარინა სვანიძე მადლობას უხდიან “ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრს”:
-“Მადლობა საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორებს, მასპინძლებს, DVV International_ს, სენაკს და სენაკელებს, მათ სტუმრებს და რაც მთავარია ქალბატონ ნანა სოხაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. Დიდი პატივია ჩემთვის წარვადგინო ნანარტონი და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი სენაკის "ცოდნის ფესტივალზე". დიდი მადლობა იმ ემოციისთვის რომელიც არ დაიშურეთ ჩვენი ნამუშევრების მიმართ
ნამდვილად გავაფერადეთ დღევანდელი დღე..
"რაჭავ ჩემო თვალის ჩინო, შენ სრულიად საქართველოს უხდები"

06/06/2024

6-9 ივნისს, სომხეთის ქალაქ ერევანში ,იმართება ფესტივალი “საერთაშორისო გაზაფხული 2024” რომელიც ეძღვნება საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
ფესტივალზე ქართული ხელოვნების საპატიოდ წარსადგენად მიწვეულია ქ. ამბროლაურის დ.თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელები ,ხალხურ საკრავთა ორკესტრი “საპოვნელა” და ქორეოგრაფიული ანსამბლი “თი ემ სი”

ამბროლაურის ხმა დაესწრო წინასაგასტროლო რეპეტიციას და გთავაზობთ მზადების პროცესს.

05/06/2024

შევიჭყიტეთ რეპეტიციაზე 😃💫

🎸მიშო კობახიძე

ქალაქ ამბროლაურში, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სსიპ   N2 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრის და მშვიდობის კორპ...
01/06/2024

ქალაქ ამბროლაურში, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სსიპ N2 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრის და მშვიდობის კორპუსის მოხალისის ინიციატივით,”მაკ ჯორჯოასთან” თანამშრომლობით გაიმართა გასართობი ღონისძიება სსსმ და შშმ ბავშვებისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები როგორც ჩვენი რეგიონიდან,ასევე ტყიბულიდან და თერჯოლიდან.
ღონისძიებაში ასევე ჩაერთნენ მოხალისე ბავშვები სხვადასხვა სკოლებიდან.

15,000ლ საპრიზო ფონდით,ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღია...
31/05/2024

15,000ლ საპრიზო ფონდით,ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა

Spread the love 15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტ.....

27/05/2024

🥁

შოთა გოგობერიშვილი
სოფ. წესიდან 🏔️

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურიდან !!! 🏔️
26/05/2024

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურიდან !!! 🏔️

დღეს ამბროლაურის რაიონის სკოლებში “ბოლო ზარი” დაირეკება 🔔 ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტ...
20/05/2024

დღეს ამბროლაურის რაიონის სკოლებში “ბოლო ზარი” დაირეკება 🔔

ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას.

გვჯერა ბევრჯერ ასახელებთ რაიონს,კუთხეს და ქვეყანას!!!

ნიკორწმინდანიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე ...
12/05/2024

ნიკორწმინდა

ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში.
X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.

ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია.
აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
XVl საუკუნეში ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის დამადასტურებელია 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი:
„ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ.“
ნიკორწმინდის ტაძრის შესახებ შემორჩენილ ისტორიულ წყაროთა შორის უძველესია ე.წ. “ნიკორწმინდის დაწერილი”, რომლის მიხედვით XI საუკუნეში ნიკორწმინდა მდიდარი მონასტერი ყოფილა. მონასტერს ოცდაათზე მეტ სოფელში გააჩნდა ყმა-მამული. იმავე საბუთის მიხედვით ნიკორწმინდა რაჭის ერისთავების კახაბერიძეების საკუთრება იყო.
მიიჩნევა, რომ ნიკორწმინდის ტაძრის აგებისას რაჭის ერისთავი კაცხის ჯვრის წარწერაში მოხსენიებული რატი ბაღვაში უნდა ყოფილიყო.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.

ნიკორწმინდის ტაძარის სილამაზეს და დიდებულებას ქართველმა უდიდესმა
პოეტმა, გალაქტიონ ტაბიძემ მიუძღვნა ლექსი
ისტორია ასეთია : 1947 წრლს
პოეტი რაჭაში, კუტორტ შოვში ისვენებდა, კურორტის ხელმძღვანელობა ძალას არ იშურებდა პოეტის პატივსაცემად და მათ ნიკორწმინდელ დურგალს ვინმე ნიკოლოზ ვაჩაძეს პოეტისათვის მაგიდის გაკეთება სთხოვეს მუხის ხის ქვეშ, მოხუცი დურგალი თურმე მაგიდის კეთების პროცესში გატაცებით უყვებოდა პოეტს ნიკორწმინდის ტაძრის ჩუქურთმებზე, მათ სილამაზესა და სიდიადეზე, მოსმენილით მოხიბლული პოეტი დურგალს შეპირებია ამ მაგიდაზე აუცილებლად დავწერ რამეს ნიკორწმინდის ტაძარზეო და ასე შეიქმნა გენიალური ლექსი “ქებათა ქება ნიკორწმინდისა”

1 მაისს რაჭაში ქალაქ ონში ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კვირეულის მთავარ თემატიკას „ვიცავ ჩ...
02/05/2024

1 მაისს რაჭაში ქალაქ ონში ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კვირეულის მთავარ თემატიკას „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ წარმოადგენდა. კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ამავე სახელწოდების კონკურსი გაიმართა.

ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნით ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე ქრისტინა კობახიძე,ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდაშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ღონისძიების მნიშვნელობაზე და ბუნების დაცვის საქმეში თითოეული მოქალაქის, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობასა და წვლილზე ისაუბრეს.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და ნამუშევრები წარმოედგინათ თემაზე - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ესეს, ფოტოსურათის ან ნახატის სახით. კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსის ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ;

ეროვნული პარკების კვირეული დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (BMZ/ KfW) პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია „გოპას“ და „ეკოვიჟენის“ ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.

დღეს 24 აპრილს USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის  (პ...
25/04/2024

დღეს 24 აპრილს USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის (პედაგოგი ხათუნა ვაწაძე) მიერ განხორციელდა პროექტი "კლიმატის ცვლილება როგორც შესაძლებლობა".
პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების პირობებში, ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დანერგვას.

სკოლის ტერიტორიაზე დაირგო ზეთისხილის, ნუშის და ფისტას ნერგები. ინიციატივაში აქტიურად იყო ჩართული ნიკორწმინდის ეპარქიის სამღვდელოება , მეუფე ვახტანგი, მამა ლაზარე, მამა ელიზბარი, მამა იოანე რომლებმაც დალოცეს ეს შესანიშნავი წამოწყება, მასში მონაწილე პირები და თავისი წვლილიც შეიტანეს ამ სასიკეთო საქმეში.
პროექტი ასევე მხარდაჭერილი იქნა ადგილობრივი მეწარმეების და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილის ქრისტინა კობახიძის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის დავით მხეიძის მიერ.

24/04/2024

16 წლის რაჭველი ფერმერი ნიკოლოზ სანთელაძე სოფელი ჟოშხიდან

რაჭული დიალექტიდიალექტური თეალსაზრისით რაჭული დიალექტი ოთხ  კილოკავად იყოფა: რივნისთაური (ღები, ჭიორა), გლოლური, ზემორაჭ...
23/04/2024

რაჭული დიალექტი

დიალექტური თეალსაზრისით რაჭული დიალექტი ოთხ კილოკავად იყოფა: რივნისთაური (ღები, ჭიორა), გლოლური, ზემორაჭული და ქვემო რაჭული.

ღები და ჭიორა მჭიდროდ უკავშირდება სვანეთს და ამიტომ მათში სვანური სუბსტრატიც ხელშესახებია. გლოლურს ემჩნევა აღმოსავლურ ქართულ დიალექტებთან ურთიერთობის კვალი, ლექსიკაში ვლინდება ოსურთან კონტაქტიც. ქვემორაჭულს ორ თქმად ყოფენ — ქვემო რაჭის მთიანი ნაწილის მეტყველება, რომელიც ახლოს დგას ზემორაჭულთან და უკავშირდება ზემოიმერულსაც და კოლხეთის დაბლობებში მობინადრე რაჭველების მეტყველება, რომელიც ახლოს დგას ლეჩხუმურთან.
საკუთრივ რაჭულის თავისებურებანი ყველაზე უკეთ ჩანს ზემორაჭულში.

რაჭულში გავრცელებულია ქვე - ქე და ჭი (

ბლოshyგეshyრი ნანა აროshyშიshyძე nana_inthefarm მეshyუღshyლესshyთან ერshyთად მაshyღალმთიshyან რაshyჭაshyში, სოshyფელ ღებshyში ცხოვshyრობს სოციალურ ქ...

ლიხეთი  სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (თემში შემავალი სოფლები...
23/04/2024

ლიხეთი

სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (თემში შემავალი სოფლები: აბარი, ურავი). ლიხეთი ზღვის დონიდან 820 მეტრზე მდებარეობს, ამბროლაურიდან 16 კილომეტრი.
სოფელი შედგება
ორი ნაწილისაგან: ჭალა (ლეხუნის მარჯვენა ნაპირი) და
ზედა უბანი.
მოსახლეობა ძირითადად ლუხუნის მარჯვენა
მხარესაა.
ამ სოფლის ზემოთ, ლუხუნის ხეობაშივე, არის
აბარი და ურავი.
ლიხეთი წყაროებში პირველად
მოიხსენიება XVIII ს-ში. სოფლის ტერიტორიაზე
აღმოჩენილია ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხი,ფეოდალური ხანის მადნის სადნობი ღუმელი. ლიხეთის
მახლობლად შემორჩენილია "მეჭვრეთის" სამონაზვნო
კომპლექსის ნანგრევები. (VIII-IX სს.) ლიხეთი ასევე ნახსენებია გიულდენშტედტის
მოგზაურობის წიგნში(1772წ).
ისტორიულ წყაროებში ცნობილი მეჭვრეთის ეკლესია,რომელიც იდგა ლიხეთის აღმოსავლეთ მდებარე დაბალ მთაზე, დაანგრიეს 1929 წელს

📷 ნინო მელაშვილი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო...
21/04/2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები შემდეგ თემებში: ნიკორწმინდა,ნამანევი,ჭელიაღელე,ხოტევი,ველევი,ჭრებალო,ხვანჭკარა,სადმელი,ბუგეული,ლიხეთი, ურავი, წესი,კვაცხუთი,სხვავა, კრიხი,ზნაკვა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობის, ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები, დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვის საფუძველზე სარგებლის მიღებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და პროცესში ჩართული პირებისგან მიეღოთ კომპეტენტური პასუხები.

საინფორმაციო შეხვედრები რომელიც 2 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შედგა.

შეხვედრებში აქტიურად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრი.

სპირიდონ ვაწაძედაბადების ადგილი: სოფელი ღვარდია,ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.მისი მამა, იოსები, მღვდელმთავარი, სვანეთის ეპ...
18/04/2024

სპირიდონ ვაწაძე

დაბადების ადგილი: სოფელი ღვარდია,ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
მისი მამა, იოსები, მღვდელმთავარი, სვანეთის ეპისკოპოსი გახლდათ.
სპირიდონი პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც, 1881 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ ის თბილისის ნიჟნეგოროდის პოლკის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი იყო. სულ ცოტა ხანში საუკეთესო ექიმის სახელი მოიხვეჭა. ის ჯერ პოლკოვნიკი გახდა, შემდეგ კი გენერალი.მალე, როდესაც გრიგოლ ორბელიანმა თბილისში კავკასიის ექიმთა საზოგადოება დააარსა, სპირიდონ ვაწაძე პრეზიდიუმის წევრად აირჩია. ამის შემდეგ, სპირიდონ ვაწაძის სახელი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა, ნიკოლოზ მეორის ყურამდეც მივიდა და იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ტუბერკულოზით დაავადებული ძმის მკურნალობა სპირიდონ ვაწაძისთვის დაუვალებია.

მის სახელს უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ მედიცინაში და არამარტო.

პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებები.

მისი თაოსნობით ავლაბარში (ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე) გაიხსნა 20-საწოლიანი ინფექციური ბარაკი;

1904 წელს თბილისში პირველმა ჩამოაყალიბა ტუბერკულოზთან მებრძოლი მრავალპროფილური 53-კაციანი კომისია;

1908 წელს მისი უშუალო ინიციატივით ქალაქის საბჭოში დაისვა საკითხი სასწრაფო დახმარების სამსახურის შექმნის თაობაზე, რასაც 1911 წელს მოჰყვა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის გახსნა.

17/04/2024

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი პროექტის შესახებ “ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას”

ტრენინგები გაიმართა სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე: ,,დაცული ტერიტორიები და ბიომრავალფეროვნება”, ,,ადამიანის უფლებები გ...
17/04/2024

ტრენინგები გაიმართა სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე: ,,დაცული ტერიტორიები და ბიომრავალფეროვნება”, ,,ადამიანის უფლებები გარემოს დაცვის სფეროში”

Spread the loveმიმდინარე წლის 15 და 16 აპრილს,ამბროლაურსა და ონში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი – ,,ვიცავ ჩემი ქვეყნი...

დღეს ამბროლაურის რაიონის  სოფელ ჭრებალოში, მოსახლეობის ინიციატივით ,სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით დაირგო ბლის ნერგ...
10/04/2024

დღეს ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში, მოსახლეობის ინიციატივით ,სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით დაირგო ბლის ნერგები🍒რაშიც ჩართული იყო როგორც სოფლის მოსახლეობა და ადგილობრივი ბიზნესი ისე სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში მცხოვრები ჭრებალოელები და ერთობლოვი ძალითა და ორგანიზებით ძალიან კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი,
ამ ყველაფრის განხორციელებაში დიდი წვილი შეიტანეს ჭრებალოს სკოლის მოსწავლეებმა და ეკო კლუბის წევრებმა, ბევრი ასეთი ინიციატივა ყველა სოფელს და მთელს რეგიონს 🍒

ზნაკვა სოფელი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთა...
08/04/2024

ზნაკვა

სოფელი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ზნაკურის (რიონის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 850 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. წყაროებში პირველად
მოიხსენიება XI ს-ის ბოლოს შედგენილ "ნიკორწმინდის იადგარში". ამ საეკლესიო-სამართლებრივ წყაროში “ზნაკუა" მოიხსენიება ცხრაგზის: "წორბელმან შემოსწირა ზნაკუას გლეხი..." “ზნაკუას შევქმენ სასაწნეხლოს ქვითკირი..." “ზნაკვსა თავსა ხვდილიანმან შემოსწირა მიწაჲ სანახევროჲ; მოწამე არიან
კაცნი"
ზნაკვასა და ზნაკვის ხევს
ასახელებს ვახუშტი ბაგრატიონიც: "ამ ბარეულს ზეით
[რიონს] მოერთვის სამხრიდამ ზნაკვის ხევი... ზნაკვას არს ციხე შენი და მაგარი. ამ ზნაკვის ხევს ზეით მოერთვის რიონს ჩრდილოდამ სადმელის-ხევი" "გიულდენშტედტის მოგზაურობაში" ზნაკვა
დასახელებულია რიონის მარცხენა მხარის სოფლებს შორის ზნაკვაში შემორჩენილია საშინდიის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები და ფეოდალური ხანის ციხე- დარბაზი. იგი შუა საუკუნეებში
იდგა სოფელში, რომელსაც ეწოდებოდა ზნაკვის აგარა, ანუ ქვედა აგარა.
სოფელი შედგება სამი
ნაწილისაგან: ზედა ზნაკვა, შუა ზნაკვა, ქვედა ზნაკვა.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 212 ადამიანი,ხოლო 2014 მონაცემებით 126.
ერთერთი გამორჩეული სოფელია თავისი სილამაზით,ხოლო მდინარე ზნაკვულაზე რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერია.

📷
აჩი მურუსიძე

მუხლი  სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (წესის თემი), მდებარეობს...
06/04/2024

მუხლი

სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (წესის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი
წყაროებში პირველად მოიხსენიება
XVII ს-ში.
შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის
ეკლესიის ნანგრევები.
მუხლი ვახუშტი ბაგრატიონის
"აღწერაში" არაა დასახელებული, მაგრამ დატანილია მის
რუკებზე.
მუხლის სახელწოდებაზე არსებობს ლეგენდა: „ერისთავი წამოსულა სანადიროდ და
აქ დაუსვენია, ჩაუმუხლია“; „გაუვლია მოხუცს, დაღლილი ყოფილა, უფიქრია, ცოტა ხანს ჩავიმუხლებ და
მუხლებს დავასვენებო. მართლაც, ჩაუმუხლია და
კარგადაც დაუსვენია. შინ მისვლისას უთქვამს, რა კარგი
ჩასამუხლი ადგილიაო“.
სინამდვილეში მუხლი ეწოდება
მდინარის ან გზის მკვეთრ მოსახვევს. ამ შემთხვევაში კი მუხლი დარქმევია რიონის ხიდიდან ჩონიშისაკენ მიმავალი გზის მკვეთრი მოსახვევის გამო აგლაძეების უბანში. 2005 წელს მუხლში ცხოვრობდა 10 გვარის მატარებელი
26 კომლი.
შედარებით მრავალკომლიანი გვარებია
კაციტაძე და აგლაძე

აღდგომელა გლოველიუძლიერესი რაჭველი ვაჟკაცი, ცნობილი და დაუძლეველი თამადა, შქმერელი აღდგომელა გლოველი მეოცე საუკუნეში ცხო...
31/03/2024

აღდგომელა გლოველი

უძლიერესი რაჭველი ვაჟკაცი, ცნობილი და დაუძლეველი თამადა, შქმერელი აღდგომელა გლოველი მეოცე საუკუნეში ცხოვრობდა. მასზე საოცარი თქმულებებია შემორჩენილი.

აღდგომელა საზანოში მიდიოდა თურმე, იქ ღვინოს ყიდულობდა ხოლმე. გზად ზოდელ კაცს დამგზავრებია, გვარად გიორგაძეს, რომელსაც ღვინო მიჰქონდა გასაყიდად ფუთნახევრიანი ტიკით. აღდგომელას ლაპარაკი გაუბამს, გაუცვნიათ ერთმანეთი და მერე უკითხავს, რამდენია შენი ღვინო და როგორ ჰყიდიო? ფუთნახევარიაო, უთქვამს გიორგაძეს. ჰოდა, მე მომყიდე ბარემ, ფულიც მაქვს აგერ ჯიბეში და თან ძალიან მოწყურებული ვარო. ზოდელს უთქვამს, წყურვილის მოსაკლავად ისე დაგალევინებ, შე კაცოო. არა, მე წყურვილს ცოტა არ მომიკლავს, ეგ ტიკი სულ უნდა დავცალო, ჯობია მომყიდოო. ზოდელს გასცინებია, შენ თუ ამას სულ დალევ, არაფერი მინდა შენი, ღმერთმა შეგარგოსო. კარგიო, უთქვამს აღდგომელას, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოსო, უთქვამს და მიუყუდებია პირზე ტიკი, დაუყვანია ნახევრამდე, ერთი შეუსვენებია, მეორე სადღეგრელოთი ღვინის პატრონი და თავისი თავი უდღეგრძელებია, დაუცლია ტიკი და დაკეცილი მიუცია პატრონისთვის.
გაკვირვებულა ზოდელი, ბოლოს უკითხავს, თამადობა თუ გეხერხებაო? გამორჩეული თამადა ვარო, გასცინებია აღდგომელას. მაშინ ერთი სათხოვარი მაქვს, ამ შაბათს შვილის ქორწილი მაქვს, ახალ მოყვრებს ცნობილი თამადა მოჰყავთ, აბაშიძე, თუ კარგად ითამადებ და იმასაც დაათრობ, ორი ცხენის საპალნე ღვინოს გაგატან რაჭაშიო. კარგიო, უთქვამს აღდგომელას, იმასაც დავათრობ და ქორწილის შემდეგ დამატებით ერთ ჩაფ ღვინოსაც დავცლიო. მართლაც დათქმულ დღეს სტუმრებია ოჯახს, კარგადაც უთამადნია, აბაშიძეც დაუთვრია და ბოლოს ყველას გასაკვირად ერთი ჩაფი კიდევ დაუყოლებია... მასპინძელს აუკიდნია ორი ცხენისთვის დათქმული საპალნე და სტუმარს მადლიერებით დამშვიდობებია.

აღდგომელას სახელი და საქმენი ცნობილი იყო ხალხში. ჩვენში ვინმე ბევრ ღვინოს ან თუნდაც წყალს რომ დალევდა, ეტყოდნენ ხოლმე, რა იყო, შე კაცო, აღდგომელა ხომ არა ხარო?..

📷 სკამზე: ცნობილი მსმელი და თამადა აღდგომელა გლოველი

წყარო:სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები და ფეისბუქ ჯგუფები

ხოტევი სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი  ზღვის დო...
30/03/2024

ხოტევი

სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად გაუვლია მეფეს:იგი ციხეში შესულა და თავადებისათვის უკითხავს: "ხო ტევიხართ ამ ციხეშიო?" ამის შემდეგ დაურქმევიათ თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე, შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე გავრცელებულა.წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში შედგენილ წერილობით ძეგლში "ნიკორწმინდის დაწერილი".
ხოტევს ვიყიდე გაბოშისაგან მიწაჲ და მივეც ფასი" სოფელი ხოტევი ისტორიულად წულუკიძეთა სათავადოში, საწულუკიძეოში შედიოდა. იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. 1650-1652 წწ. იმერეთსი ელჩობის დროს ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: „სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ.“ XIX საუკუნეში აქ ერთხანს რაჭის ადმინისტრაციის ცენტრი იყო. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ციხის ნანგრევები.

p.s თუ რაიმე სხვა საინტერესო ინფორმაციას ფლობთ სოფელზე დაგვიწერეთ კომენტარებში, ასევე გაგვიზიარეთ რომელ სოფელზე გსურთ დავდოთ შემდეგი საინფორმაციო პოსტი.

29/03/2024

საქართველოს განვითარების პლატფორმა საქართველოს მუნიციპალიტეტში„USAID- “ ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს - „ პროექტს პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ეფექტურად წარმართონ 2024 “. მონაწილეობითი ბიუჯეტირება წლისთვის პროექტის მიზანია რამდენიმე რაიონში, მათშორის ონში,მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება.
პროექტის ხელმძღვანელი ბატონი თენგიზ შერგელაშვილი მოგვაწოდებს ინფორმაციას ზოგადად პროექტზე და უშუალოდ ონში ჩატარებულ სამუშაოებზე ამ მიმართულებით.

კოსტა მაისურაძე  კოსტა მაისურაძე დაიბადა 1881 წელს ონის რაიონის სოფელ ცხმორში. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. სხვადასხვა დ...
28/03/2024

კოსტა მაისურაძე

კოსტა მაისურაძე დაიბადა 1881 წელს ონის რაიონის სოფელ ცხმორში. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის – იოსებ ცერაძე, მიტრუა ყასაბი, თედო ლილოელი, გრიგორ კამიშჩევი, კლემენს ბული, პავლე ზაგარიუკო, ალიოშა გრამილოვი, კაზბეკ გარა და სხვები. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების საამახსოვრო ჯილდოები და ქამრები.
1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ.რაჭველი ფალავანი ათ კილოგრამამდე წონის მოოქრულ საფალავნო ქამარს ატარებდა, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლეს - მარიას გადაუცია მისთვის ერთ-ერთი დიდი გამარჯვების შემდეგ. ვერავინ შეძლო მისთვის ამ ქამრის შეხსნა.

32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით რომ აისროდა, ხან კისრით იჭერდა და ხანაც მკერდს შეაგებებდა ხოლმე.

სოფელ ცხმორის ახლოს, ლერწუანში იმართებოდა დღესასწაულები. ერთხელ, ზეიმზე, კოსტა მაისურაძეს რკინის კეტი დაუხვევია მარჯვენა ხელით მარცხენა მაჯაზე. ამ სანახაობით გაოგნებულები აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ. ერთ მათგანს ლექსიც გამოუთქვამს:
ეს რკინა ისე დავგრიხე,ვით მოზელილი თასმაო,მაყურებელი კვირობდა:შეხედეთ, კოსტამ რა ქნაო.”

კოსტას უფროსი ძმა, ნესტორ მაისურაძე ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს: "კოსტა თბილისში პირველად რომ ჩავიყვანე, 16 წლისა თუ იქნებოდა. პურსაცხობში დამხმარე მუშად დაიწყო მუშაობა. ერთ საღამოს მცხობელები შინ რომ გაკრეფილან, საცხობში მარტო დარჩენილ ჩემ ძმას დილისთვის ცომი მოუზელია და როცა სახლში წასასვლელად გამზადებულა, კარის ჩასაკეტი ბოქლომი ვერსად უპოვია, მაგრამ კოსტა არ დაბნეულა. იქვე ახლოს იდო ვეებერთელა, დაახლოებით 200 კილოიანი ქვა. კოსტას ეს ქვა აუწევია და საცხობის კარზე მიუყუდებია. დილით მოსულან პურის მცხობელები, დაჯაჯგურებიან ამ ქვას, მაგრამ ვერასდიდებით ვერ დაუძრავთ. ამასობაში კოსტაც გამოჩენილა, ერთი გაუცინია, დასძგერებია ქვას და თავის ადგილას გადაუდვია".

კოსტას დაც მოჭიდავე ყოფილა. სამწუხაროდ, მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. თუმცა, ამბობენ, რომ ძმის მსგავსად, ისიც ძლიერი იყო და ბევრ კაცს სჯობნიდა ჭიდაობაში. ფალავნის შთამომავლების შესახებ სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

სამწუხაროდ კოსტა ახალგაზრდა გარდაცვლილა. ამბობენ, ბაქოში 1918 წელს ერთ-ერთ ტურნირზე ჩასულს ტიფი შეეყარაო.

მანუჩარ მაჩაიძე იუბილარია, ვულოცავთ დაბადების დღეს ჯანმრთელობას და ბედნიერ წელთა სიმრავლეს ვუსურვებთ!!!თბილისის „დინამოშ...
25/03/2024

მანუჩარ მაჩაიძე იუბილარია, ვულოცავთ დაბადების დღეს ჯანმრთელობას და ბედნიერ წელთა სიმრავლეს ვუსურვებთ!!!

თბილისის „დინამოში“ ბევრ ვარსკვლავს უთამაშია, მაგრამ მათ შორის რამდენიმემ გუნდში გამორჩეული კვალი დატოვა. ერთ-ერთი ლეგენდარული კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძეა, რომელიც დღეს 75 წლის გახდა.

მანუჩარ მაჩაიძე დაიბადა 1949 წლის 25 მარტს ქალაქ ამბროლაურში,სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტაშკენტის „ფახთაქორის“, მოსკოვის „სპარტაკის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი,საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად.

1949 წელს ამბროლაურში დაბადებული მაჩაიძე თბილისის „დინამოში“ 1967-1980 წლებში თამაშობდა და ოთხი სეზონის მანძილზე გუნდს კაპიტნობდა. საინტერესოა, რომ ის „დინამოს“ ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანია — ამ პერიოდში გუნდი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი 1971, 1972, 1976 (გაზაფხული-შემოდგომა), ორჯერ კი თასის გამარჯვებული (1976, 1979).
მაჩაიძე 1980 წელს გადავიდა ტაშკენტის „ფახთაქორში“ 1981 წელს – მოსკოვის „სპარტაკში“ 1981-1982 წლებში კი ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. 4 მატჩი ჩაატრა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ამდენივე — ოლიმპიურ ნაკრებში.

მანუჩარ მაჩაიძეს ბევრი დასამახსოვრებელი გოლი გაუტანია. ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით კარგად ახსოვს მისი გოლი „არარატის“ კარში, რომელიც 1971 წელს ერევანში გაიტანა.

მაჩაიძის ანგარიშზეა დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ კარში გატანილი ულამაზესი გოლიც, რომელიც 1977 წლით თარიღდება. საბჭოთა ჩემპიონატის შეხვედრა თბილისში გაიმართა, ნოდარ ახალკაცის გუნდმა 5:1 მოიგო. მცველის მოგერიებულ ბურთს მაჩაიძე საჯარიმო მოედანთან დაეუფლა და კარიდან გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო. ასე გახდა ის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლის ავტორი

მეშინია... 🗻ეს სოფლები:ეს ლიქოკი, ეს არხოტი, ცარიელა ეს პარტახი საიგავო, მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი სხვა არავინ მოვ...
24/03/2024

მეშინია... 🗻

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

მურმან ლებანიძე

Address

M. Kostava 39
Ambrolauri
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამბროლაურის ხმა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ამბროლაურის ხმა:

Videos

Share


Other Ambrolauri media companies

Show All