
02/02/2025
▪️ 2 თებერვალს, თბილისში, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში მირქმა, იგივე უფლის ტაძრად წარდგენის დღესასწაული აღინიშნა.
▪️ წმ. წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ტაძრის წინამძღვართან, მამა ზურაბ კაკაჩიშვილთან და ადმინისტრაციის კანცლერთან, მამა აკაკი ჭელიძესთან ერთად აღავლინა.
▪️ ლიტურგია ტრადიციულად ეზოდან დაიწყო, სადაც მირქმის მოზაიკის წინ, ეკურთხა სანთელი, ნათლის სიმბოლო.
სანთელი, ქრისტეს სახარების ჭეშმარიტი ნათლით, სამყაროს გაბრწყინებისა და განწმენდის ნიშანია. უფლის ტაძრად წარდგენის დღესასწაულზე, სანთლის კურთხევისას უფლისადმი ლოცვა აღევლინება და გვახსენებს, რომ როგორც ანთებული სანთლის შუქი ფანტავს ღამის სიბნელეს, ასევე ჩვენც, სულიწმინდის შუქით განათებულები ცოდვის სიბნელეს უნდა განვერიდოთ.
📷 ფოტო: ნათია ხითარიშვილი