ჩვენი მისიაა შევქმნათ სამოქალაქო ღირებულებებზე ორიენტირებული, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, საზოგადოებისთვის სასარგებლო, გაწონასწორებული ანალიტიკური რადიო მაუწყებლობა. "რადიო ქალაქისთვის" პრიორიტეტი საზოგადოებრივი აზრია. სწორედ ამიტომ, ვქმნით მაღალი ხარისხის, ქალაქზე ორიენტირებულ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს.
საინფორმაციო გამოშვება საათში ერთხელ (11:00
- 8:00) ქვეყანაში და ჩვენს საზღვრებს
გარეთ მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნეს და კულტურული
სიახლეები. დღის ყველაზე ცხელი წერტილებიდან რესპონდენტების
პირდაპირი ჩართვები. ყველაზე ობიექტური და დაბალანსებული
ინფორმაცია რადიო ქალაქის მსმენელისთვის
როგორ ვითარდება მოვლენები, რომლებიც დღის თემად იქცა. სტუდია - ნინო ჟიჟილაშვილთან, ვახო სანაიასთან და სოფო კვინტრაძესთან ერთად, ყველაზე აქტუალურ, ცხელ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს განიხილავს. მშვიდი და გაწონასწორებული დებატები. რომელშიც ქვეყნის პირველი პირები, ლიდერები, სხვადასხვა პარტიის წევრები, პარლამენტარები იღებენ მონაწილეობას.
გადაცემა გადის ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა და მეორდება დღეში ერთხელ
ქრონომეტრაჟი: 60 წთ
ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად
რა არის ევროპა? რატომ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი და როგორ
მიმდინარეობს ევროპული გზისკენ სწრაფვის პროცესები. სოფო ზურაბიანი სტუმრებთან ერთად განიხილავს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ სიახლეებს, პრობლემებს და საინტერესო ფაქტებით უპირისპირდება საზოგადოებაში არსებულ, ევროპასთან დაკავშირებულ მცდარ წარმოდგენებს.
გადაცემა გადის ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს.
ქრონომეტრაჟი: 30 წთ
“ქალაქი ამბობს”
ყველაზე ინტერაქტიული პროექტი „ქალაქი ამბობს“ პრობლემებზე თუ
სიახლეებზე, რომელიც თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ირგვლივ ხდება.
გადაცემაში მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
შორენა ცხოვრებაშვილთან სტუმრად გამგებლები,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქალაქის მთავრობის
წევრები ყველაზე აქტუალურზე საუბრობენ. რადიო ქალაქი გრძნობს
ქალაქის ხმას და სხვებისგან ითხოვს იგივეს.
ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს
ქრონომეტრაჟი: 35 წთ
ისტორია
ლაშა გაბუნიას აუდიო-ბლოგი „ისტორია“ საგანმანათლებო შემეცნებით-მუსიკალური გადაცემაა, რომელშიც
მცირე დროში მოთხრობილია ცნობილი კომპოზიციების, ალბომების, მუსიკალური ინსტრუმენტების და
მოვლენების შესახებ. ავტორი გვიყვება ცნობილი ქართული სიმღერების, მოვლენების თუ ჩანაწერების ისტორიებსაც, რომელიც გამოარჩევს მას მსგავსი ფორმატის რადიოპროგრამებისგან. ეს ისტორიები ფართო საზოგადოებას არ სმენია. მაგალითად, ისტორია, თუ როგორ დაიწერა ბითლზის სიმღერა Back In The USSR,
რომელშიც პოლ მაკარტნი საქართველოსაც ახსენებს.
„ქალაქის“ ეთერშია ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს.
ქრონომეტრაჟი 5- 10 წთ
მოგვისმინეთ:
თბილისი FM 101.9
გორი FM 103.0
ბათუმი FM 101.0
ქუთაისი FM 104.5
ზუგდიდი FM 101.9
თელავი FM 105.5