სიმღერის ავტორ-შემსრულებელთა ფესტივალი “სიონის ზარები”
საქართველოს კულტურის სამინისტრო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიცპალიტეტის გამგეობა ავტორ–შემსრულებელთა და მომღერალთათვის ატარებენ საავტორო სიმღერის ფესტივალს სახელწოდებით “სიონის ზარები””.
ფესტივალის მიზანია, გააცნოს მსმენელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სასიმღერო შემოქმედების ის პოტე
ნციალი, რაც ამ ეტაპზე არსებობს და რასაც შეიძლება მეტად გაეწიოს პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეთათვის გაიმართება წინასწარი შესარჩევი ტური 2012 წლის ივნისში ქ. თბილისში, სადაც მათ მიერ წარმოდგენილი იქნება ნაწარმოებები და საშემსრულებლო ხელოვნების ნიმუშები სამი სასიმღერო ნომინაციაში, კერძოდ:
1. საუკეთესო საავტორო სიმღერა;
2. საუკეთესო ახალი სიმღერა;
3. თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის საუკეთესო შესრულება.
ფესტივალის დასკვნითი ტური და გალა-კონცერტი ჩატარდება 2012 წლის 28 ივლისს თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, სადაც Fფესტივალის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრემიები, პრიზები და ჯილდოები.
საუკეთსო საავტორო სიმღერისათვის - დაწესებულია თეონა ქუმსიაშვილის სახელობის პრიზი 1000 ლარი.
საუკეთესო ახალი სიმღერისათვის დაწესებულია პრიზი - 500 ლარი;
თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის დაწესებულია 3 დღიანი დასვენება სასტუმროში “GOLD SIONI”, რომელიც მდებარეობს დაბა სიონში და დამსვენებელებს ზაფხულის გასატარებლად საუკეთესო პირობებს სთავაზობს.
ფესტივალის წესები და პირობები
ფესტივალში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სიმღერის ავტორ-შემსრულებლები, მომღერლები და მუსიკალური კოლექტივები;
საკონკურსოდ მიიღება ავტორის მიერ შექმნილი სიმღერა/საავტორო სიმღერა, რომელიც აქამდე არსად ყოფილა შესრულებული (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ან განთავსებული ინტერნეტსივრცეში ვიდეო/აუდიო ჩანაწერის სახით).
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, 2012 წლის 15 ივნისამდე განაცხადი უნდა წარმოდგინონ მხოლოდ იმ მომღერლებმა და მუსიკალურმა კოლექტივებმა, რომლებიც მათ მიერ წარმოდგენილი ნაწარმოების ავტორ-შემსრულებლებლად ან შემსრულებლებად ითვლებიან.
განმცხადებელს უფლება აქვს, მისი სურვილისამებრ, მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ ნომინაციაში.
განაცხადები მიიღება თიანეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში მისამართზე www.tianeti.org.ge…
განაცხადების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ გაიმართება ფესტივალის მონაწილეთა წინასწარი შესარჩევი მოსმენა, აღნიშნული თარიღის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მითითებულ ვებ-გვერდზე.
ფესტივალზე წარმოდგენილ ნაწარმოებებს და შემსრულებლებს 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეარჩევს სპეციალისტებისაგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური.
წინასწარი მოსმენის ეტაპის დასრულების შემდეგ, შეირჩევა ყველაზე მაღალრეიტინგული ავტორები და შემსრულებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დაბა სიონში, 28 ივლისს დაგეგმილ ფესტივალის გალა-კონცერტში, სადაც ამავე დღეს მოხდება ფესტივალის საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.
ფესტივალ “სიონის ზარების” მონაწილეების საყურადღებოდ!
2012 წლის 14 ივლისს, 11 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალგაზრდული თეატრის მცირე დარბაზში (ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზ. #99, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ) გაიმართება ფესტივალის მონაწილეთა მოსმენა ჟიურის მიერ.
მოსმენაზე შერჩეული იქნებიან მაღალრეიტინგული ავტორ-შემსრულებლები გალა-კონცერტში მონაწილეობის მისაღებად
ყველა მონაწილე უნდა გამოცხადდეს შემსრულებლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში თან იქონიოს ფონომასალა.
მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს ფესტივალი ვერ უზრუნველჰყოფს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ
595 221235 ქეთევან შარმიაშვილი; 593 903940 მარიამ ხუცურაული.
გისურვებთ წარმატებებს.
“სიონის ზარების” საორგანიზაციო კომიტეტი