ჟურნალი "დროება" - Journal "DROEBA"

  • Home
  • ჟურნალი "დროება" - Journal "DROEBA"

„დროება“ — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. დაარსდა 1866 წლის 4 მარტს თბილისში. 1866-1874 წლებში — კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.
„დროებამ“ განაგრძო „საქართველოს მოამბის“ საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნები

ს განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა პრობლემებს.
„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.
„დროებამ“ ღრმა კვალი გაავლო ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, პეტრე მელიქიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, დავით მიქელაძე, კირილე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ანტონ ფურცელაძე და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთლი (1866-1869), ს. მესხი (1869 წლის 17 აპრილიდან 1873 წლის ივლისამდე, 1874 წლის ოქტომბრიდან 1883 წლამდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 წლის ივლისიდან 1874 წლის ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880-1881), ი. მაჩაბელი (1883 წლიდან). გამომცემლები — სტეფანე მელიქიშვილი (1866-1882), გიორგი ქართველიშვილი (1883 წლიდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება“ დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.

25/07/2022

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჟურნალი "დროება" - Journal "DROEBA" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share