05/11/2023
ადგილი, სადაც სულ დარია
დილის ჰარმონიული დასაწყისი,ალბათ, მთელ დღეს განაპირობებს, განსაკუთრებით ჰარმონიულია დილა დებ მალუტაშვილებისთვის.
ფერადოვანი, ნათელი, თბილი და, რა თქმა უნდა, ყველასთვის ღია✨
როცა გვერდით ჩაუვლი უმალვე იქცევს შენს ყურადღებას ვიტრინებზე დაწყობილი უამრავი ყვავილი, მათგან მომავალი სურნელი, რომელიც გაზაფხულში გაბრუნებს და რამდენიმე წუთი გარემომცველ ატმოსფეროს წყდები🌸
დიდი ხნის მერე რეალობად ქცეული ჯადოსნური სამყარო, რომელიც კარს ფერადოვანი ყვავილების, ქართული ღვინის და განსხვავებული ხელნაკეთი ნივთების სალონში გაგიღებთ კარს🌸💗
ესაა "დარი".
ანა და თამარ მალუტაშვილების სალონი.
თამარი თითქმის 20 წელია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობს და მისთვის ყველაზე ძვირფასია ადამიანური ურთიერთობების ფასი.. თუმცა, ერთ მომენტში იგრძნო, რომ რაღაც სხვა საქმისთვის უნდოდა მოეკიდა ხელი. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. სურვილი და ცხოვრებისული ეტაპი- რაიმეს შეცვლისა, დებთან ერთად მოვიდა და ამიტომ, ბევრი არ უყოყმანიათ რა უნდა ეკეთებინათ.
"-ყვავილები მახარებს ყველაზე მეტად. რაც ცნობიერება მაქვს, სულ მინდოდა ყველა ყვავილი ჩემი ყოფილიყო" - აღნიშნავს თამარი და თან ბედნიერად ავლებს თვალს საყვარელ სივრცეს, რომელიც ორივემ საკუთარი ხელით შექმნა - სარემონტო სამუშაოები, დიზაინი, ავეჯის გაწყობა. ამიტომ, აქ შემობიჯება მათთვის სხვა სამყაროში შესვლას ნიშნავს.
გამვლელების კომპლიმენტები მათთვის ყველაზე დიდი სტიმული და მოტივაციაა, რომ თავდაუზოგავად აკეთონ ეს საქმე.
- ანა, 10 საათი ხდება, უკვე გავიდეთ,- ყოველ საღამოს ამას ვეუბნები. სულ ოთხჯერ თუ გავედით ამ დროს, საქმეს ისე შევყვებით ხოლმე.
დებს ძალიან ბევრი ერთგული მეგობრის შეძენა უნდათ, მეგობრისა და არა მომხმარებლის.
"ჩვენთან ცუდ ამინდშიც დარია..."- ეს დარის მთავარი სლოგანია.
"ჩვენ გვინდოდა სიახლე" - გვეუბნება ანა და სწორად ესაა, რაც "დარს" ჩვენთვის მოაქვს... თანამედროვეობა შერწყმული ქართულ კულტურასთან და ადამიანურ ინდივიდუალიზმთან.
ანა თავად განსხვავებული სფეროებითაა დაინტერესებული, სურს "ცხოვრებების გამრავალფეროვნება", ამისათვის "დარი" შესანიშნავი საშუალებაა🌸💗
ანისა და თამარის საქმიანობაში თანამშრომლობა და ერთმანეთის დახმარება ყველაფერია: "მცირე ბიზნესების დახმარებასაც ვცდილობთ ასე და მათი ძალისხმევით შექმნილი ნივთების პოპულარიზაციას"✨
თუმცა, ეს არაა მხოლოდ, "დარი" არა მარტო ქართული კულტურით, არამედ მისი ლიტერატურითაც საზრდოობს... ამიტომ
ყველაფერთან ერთად რაც ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს და გულგრილს არავის დატოვებს პატარა ბარათებია... ქართველი მწერლების შემოქმედებიდან, მაგ., წაიკითხავთ "ადამიანი ადამიანისთვის დღეა" და სწორედ ესაა ის, რაზეც აგებულია "დარის" საქმიანობა... ანაც ასე გვიხასიათებს მას:
"თუნდაც ცუდი ამინდი იყოს გვსურს ადამიანი "დარში" მოვიდეს... ისაა ხალისიანი, თბილი"☀️
მართლაც, იდეიდან რეალობამდე დიდი გზაა გადებული, მაგრამ დიდებულება მოაქვს ჩვენს სწრაფვას მიზნებისკენ🕊️
და ყვავილების სალონთან ჩავლილს თქვენ რამდენჯერ გიოცნებიათ: ნეტავ, ყველა ყვავილი ჩემი იყოსო? 🎀🌸🌼
რუბრიკა: "იდეიდან რეალობამდე"
დარი.Dary