ჟურნალი „ათიანი“ ნიჭიერი და პროფესიონალი ავტორების გამორჩეული, შინაარსიანი და საინტერესო ჟურნალია. ყოველი ნომერი მკითხველს სთავაზობს მიმოხილვებსა და კომენტარებს, განსხვავებული ხედვებისა და პოზიციების სტატიებს მოვლენათა აღწერის მაღალი ხარისხით.
„ათიანის“ ავტორები ერთგვარი all-star-ის (ყველა ვარსკვლავის) პრინციპით არიან შერჩეულნი. ქართულ სპორტულ მედიაში გამორჩეულად საინტერესო ჟურნალისტები ჰონორარულ
ი ანაზღაურების პრინციპით მუდმივად თანამშრომლობენ „ათიანთან“. ამ გამორჩეულებში გამორჩეულებს: გიო ახვლედიანს, (იგივე აკა მორჩილაძე), დათო ტურაშვილს, დათო კოვზირიძეს, ილია ბაბუნაშვილს, გიორგი დარჯანიას საავტორო გვერდები აქვთ დათმობილი.
„ათიანის“ რედაქცია მუდმივად ეცნობა საუკეთესო უცხოურ საფეხბურთო გამოცემებს და იზიარებს მათ საინტერესო სიახლეებს. ჟურნალში მუდმივადაა წარმოდგენილი თარგმანები მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებზე გამოცემული წიგნებიდან და საუკეთესო უცხოური ჟურნალებიდან: Champions, Four Four Two, FIFA Magazine, Kicker, France Football, Calcio, Don ballon.
„ათიანს“ ნახვის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის თავკაცმა - ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა მსოფლიოში სადღეისოდ საუკეთესო ჟურნალ Four Four Two-ს („ოთხი ოთხი ორი“) შეადარა, რაც ნამდვილად პატივი და აღიარებაა. „ათიანს“ ორჯერ ესაუბრა ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპული ფეხბურთის თავკაცი, მიშელ პლატინი, რომელმაც ჟურნალს მაღალი შეფასება მისცა.
ჟურნალის მუდმივმოქმედი რუბრიკები გთავაზობთ აქტუალურ ინფორმაციას ქართულ და მსოფლიო სპორტის სიახლეებზე, სპეციალისტთა და გულშემატკივართა პოლემიკას, ანალიტიკურ და პუბლიცისტურ მასალებს სპორტში მიმდინარე პროცესებზე, გულახდილ
„მრგვალ მაგიდებს“ საინტერესო სტუმრების მოწვევით, მოვლენათა ექსპერტულ ანალიზს, სპორტული სამყაროს ლეგენდარულ და პოპულარულ ვარსკვლავებთან შეხვედრას, მათ pro-ფ(ა)ილებს და ისტორიებს.
რეკლამაში მიღებული ტერმინია USP - „იუნიქ სფეშალ პროდაქტ“ - სწორედ ასეთი უნიკალური და გამორჩეული „პროდუქტია“ ჟურნალი „ათიანი“.