ShotaNews

ShotaNews ახალი და ძველი საინტერესო და საჭირო ა?

🔴 გერმანიაში, ქ.მაგდენბურგში, საშობაო სოფელში მანქანა შევარდა.❗ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 11 ადამიანი, დაშავებული კი...
20/12/2024

🔴 გერმანიაში, ქ.მაგდენბურგში, საშობაო სოფელში მანქანა შევარდა.

❗ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 11 ადამიანი, დაშავებული კი 60-ზე მეტია.

🔴 მძღოლი დაიჭირეს. შემთხვევას მიენიჭა ტერორისტული აქტის სტატუსი.

🔴 ტერორისტი მამაკაცი ექიმია, რომელიც ცხოვრობს ბერნბურგში (Saale) და მუშაობს კლინიკაში. ის საუდის არაბეთიდან არის და 50 წლისაა.

ის გერმანიაში 2006 წლიდან იმყოფება და ექიმია იმ კლინიკაში, სადაც ახლა დაშავებულებიც გადაჰყავთ.

როგორც ამბობენ, მამაკაცი არ იყო ცნობილი როგორც ისლამისტი.

#გერმანია #მაგდენბურგი #ტერაქტი

❗BREAKING NEWS❗❗სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა.🔴 ჰამბურგის მ...
03/10/2024

❗BREAKING NEWS❗

❗სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა.

🔴 ჰამბურგის მთავარი სადგურიდან, 2 სტუდენტი მომაკვდინებელი ვირუსის, მარბურგის სიმპტომებით, კლინიკაში გადაიყვანეს.

🔴 საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულს ღებინება და გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდა.

🔴 გერმანული მედია წერს, რომ 26 წლის სტუდენტს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც იმ პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით, მარბურგის ვირუსი დაუფიქსირდა.

🔴 ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯანმომ ახალი ვირუსის, მარბურგის, შესახებ მონაცემები განაახლა.

🔴 2024 წლის 27 სექტემბერს რუანდას ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მარბურგის ვირუსული დაავადების (MVD) შემთხვევები.

🔴 2024 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადასტურებულია სულ 26 შემთხვევა, მათ შორის, 8 გარდაცვალება.

🔴 შემთხვევები რუანდას 30 რაიონიდან 7-ში დაფიქსირდა. დადასტურებული შემთხვევებიდან 70%-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკები არიან.

❗️რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია ვოლგოგრადში დასრულებულია - ინფორმაციას ტელეგრამარხი "რიბარი" ავრცელებს. კერძოდ:- მძევლ...
23/08/2024

❗️რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია ვოლგოგრადში დასრულებულია - ინფორმაციას ტელეგრამარხი "რიბარი" ავრცელებს. კერძოდ:

- მძევლები და სამართალდამცველები უვნებლად არიან
- ბოევიკები ლიკვიდირებულნი

🔻დღის პირველ ნახევარში ვოლგოგრადის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 2 უზბეკმა და 1 ტაჯიკმა პოლიციის ფორმაში გადაცმულებმა თავდასხმა მოაწყვეს - მოკლეს რამდენიმე ბადრაგი და რამდენიმეც დაჭრეს. ასევე დაშავდა დაცვის თანამშრომელი. მოთხოვნები იყო 2 მილიონი დოლარი და ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდოდნენ. თავდამსხმელები ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებად აჩვენებდნენ თავს.

ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს "ბაზა": გამტაცებლებმა ვიდეოში ახსნეს თავიანთი ქმედებები, როგორც შურისძიება მათთვის, ვინც მოსკოვში "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმა განახორციელა.

ასევე განაცხადეს, რომ არ მოითხოვენ ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს და მზად იყვნენ, დაჭრილი მძევალი სხვაზე გაეცვალათ.

💉 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას მიიღებს mpox ვაქცინის პირველ დოზებს, იაპონიისა და შეერთე...
20/08/2024

💉 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას მიიღებს mpox ვაქცინის პირველ დოზებს, იაპონიისა და შეერთებული შტატების დაპირებების შემდეგ, რათა დაეხმარონ მას მისი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვა კონგოს ჯანდაცვის მინისტრმა ორშაბათს (19 აგვისტო).

#მაიმუნისყვავილი #პანდემია #კონგო

❗ტაილანდში 191 Mpox პაციენტის ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადგინა, რომ ვირუსები არის Clade 2 შტამიდან, წარმოდგენილია რვა ქვ...
20/08/2024

❗ტაილანდში 191 Mpox პაციენტის ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადგინა, რომ ვირუსები არის Clade 2 შტამიდან, წარმოდგენილია რვა ქვევარიანტით, სამეფოში უმეტეს შემთხვევაში გვხვდება C.1 ქვევარიანტი, განაცხადა ორშაბათს სამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტმა.

#მაიმუნისყვავილი #პანდემია

🔴❗"მპოქს"-ის, იგივე "მაიმუნების ყვავილის" გავრცელების რისკის წინააღმდეგ, აზერბაიჯანმა ზომები გააძლიერა. ამის შესახებ ინფ...
20/08/2024

🔴❗"მპოქს"-ის, იგივე "მაიმუნების ყვავილის" გავრცელების რისკის წინააღმდეგ, აზერბაიჯანმა ზომები გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ავრცელებს. აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, აეროპორტებსა და სხვა გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

🔴 „ინფექციის საეჭვო ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება ჯანდაცვის სამინისტროსთან, TƏBIB-სა (ტერიტორიული სამედიცინო ერთეულების მართვის ასოციაცია) და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად.“ - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

🔴 შეგახსენებთ, რომ აფრიკის ქვეყნებში mpox-ის სწრაფად გავრცელების გამო, 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

#მაიმუნისყვავილი #პანდემია

 #მაიმუნისყვავილი   ⚜️მაიმუნის ყვავილი/Mpox (ვაქცინა ჯერჯერობით საქართველოში არ გვაქვს)- გადაცემის გზები: ცხოველიდან ადა...
17/08/2024

#მაიმუნისყვავილი

⚜️მაიმუნის ყვავილი/Mpox (ვაქცინა ჯერჯერობით საქართველოში არ გვაქვს)- გადაცემის გზები: ცხოველიდან ადამიანზე, ადამიანიდან ადამიანზე.

1. ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა - შეიძლება დავინფიცირდეთ ინფიცირებული ცხოველების სხეულის სითხეებით, ან ნაკბენით, ასევე ველური ცხოველების უმი ხორცის მომზადებით.

2. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა - პირდაპირი კონტაქტი - ინფიცირებულ წყლულებთან, ნაწიბურებთან ან სხეულის სითხეებთან კონტაქტით; მაგ: ინფიცირებულ ადამიანთან ნებისმიერი სახის ახლო კონტაქტის საშუალებით. გადაცემას შესაძლოა ხელი შეუწყოს რეციპიენტის კანის ან ლორწოვანი გარსის დარღვევამ.
ასევე ვრცელდება კანის ან ლორწოვანი გარსების დაზიანებებიდან (მაგ., სქესობრივი და/ან ახლო ინტიმური კონტაქტის დროს) მჭიდრო კონტაქტი ინფექციურ მასალასთან მიჩნეულია შეძენის მთავარ რისკფაქტორად.
შემთხვევების უმრავლესობაში ინფექციას გადასცემდნენ სიმპტომ გამოვლენილი ინფიცირებულები, მაგრამ აღწერილია შემთხვევები როდესაც სიმპტომების გამოვლენამდე 1-4 დღით ადრე ხდებოდა გადაცემა.
• არაპირდაპირი გადაცემა ინფიცირებული ნივთებით - გადაცემა შეიძლება მოხდეს ნივთებთან კონტაქტით, რომლებიც დაბინძურებულია ინფიცირებული მასალით საყოფაცხოვრებო ან პაციენტის მოვლის გარემოში, როგორიცაა ტანსაცმელი ან თეთრეული, რომელიც დაბინძურებულია ინფექციური მასალით სხეულის სითხეებიდან ან წყლულებით. ერთ-ერთ მოხსენებაში, რომელმაც გამოიკვლია რესპირატორული იზოლირებული ოთახები, ვირუსული დნმ აღმოჩნდა ოთახებში, აბაზანაში, შესასვლელ ოთახებში და ხელშეუხებელ ზედაპირებზე (მაგ., საწოლიდან >1,5 მეტრზე), ასევე ჯანდაცვის მუშაკებზე PPE-ზე.
• რესპირატორული სეკრეტები (სუნთქვისას გამოყოფილი ნაწილაკები) - უცნობია თუ რა დონეზე გადაეცემა მაიმუნის ყვავილი რესპირატორული სეკრეტებით (ქეისები გვაჩვენებს რომ ინფიცირებულების კანის დაზიანებებში უფრო მეტი მაიმუნის ყვავილოს დნმ აღმოჩნდა ვიდრე ყელის ნიმუშებში) - თუმცა 2022-ში ჩატარებულ კვლევებით ითვლება, რომ საწოლის გაზიარება, წვეთოვანი გადაცემა ინფიცირების გზაა.
• ვერტიკალური გადაცემა - დედიდან ნაყოფზე (ორსულები) - ვირუსს შეუძლია გადაკვეთოს პლაცენტა და გამოიწვიოს თანდაყოლილი მაიმუნის ყვავილი, თუმცა გადაცემის რისკი ტრიმესტრების მიხედვით უცნობია, 4 ორსული ქალის რეპორტში ვნახეთ რომ ერთმა გააჩინა ჯანმრთელი ბავშვი, 2 ჰქონდა სპონტანური აბორტი 1 ტრიმესტრში(დაკარგა ბავშვი) და 1 აღენიშნა ნაყოფის სიკვდილი მკვდრადშობადობასთან ერთად - ნაყოფს აღენიშნებოდა დიფუზური მაკულოპაპულური გამონაყარი კანზე (რაც ახასიათებს ვერტიკალურ გადაცემას). მრავალ ქვეყანაში გავრცელებისას პერინატალური გადაცემის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ორსულობა ყოველთვის არ სრულდებოდა მაიმუნის ყვავილის ნაყოფზე გადაცემით.
• პერკუტანეური ინოკულაცია - გადაცემა ხდებოდა ნემსის წვერით, ტატუირებით და პირსინგით.
• გადაცემა სხვა სხეულის სითხეებით - ჯერჯერობით საბოლოოდ ცნობილი არ არის გადადის თუ არა ვირუსი: სათესლე სითხით, საშოს სითხით ან სხვა სხეულის სითხეებით, თუმცა მაიმუნის ყვავილის დნმ აღმოაჩინეს სათესლე სითხეში (სპერმა).

©Eka kvirkvelia

16/08/2024

🔥 გლდანი მოლის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარია

🔴 ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები

🔴 ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

#ხანძარი #გლდანი #გლდანიმოლი

❗BREAKING NEWS❗😷 შვედეთში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის (mpox-ის) უფრო მძიმე შტამის პირველი შემთხვევა. ეს არის აფრიკის ქვ...
16/08/2024

❗BREAKING NEWS❗

😷 შვედეთში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის (mpox-ის) უფრო მძიმე შტამის პირველი შემთხვევა. ეს არის აფრიკის ქვეყნების გარეთ გამოვლენილი პირველი შემთხვევა ვირუსის მიმდინარე აფეთქების ფონზე.

🔴 ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, ეს დიაგნოზი დაუსვეს ადამიანს, რომელიც სტოკჰოლმში მკურნალობდა მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა აფრიკის რეგიონში, სადაც ვირუსის ეს შტამი ვრცელდება.

🔴 არსებობს mpox ვირუსის ორი ქვეტიპი. ითვლება, რომ შტამი I (clade I), რომელიც ენდემურია ცენტრალურ აფრიკაში, იწვევს უფრო მძიმე ავადმყოფობას და უფრო მეტ სიკვდილიანობას.

🔴 2022 წლის გლობალური აფეთქება გამოწვეული იყო II შტამით, რომელიც ენდემურია დასავლეთ აფრიკაში.

🔴 ამასთან, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ დასძინა, რომ პაციენტი, რომელიც ქვეყანაში მკურნალობს ვირუსის გამო, "არ იმოქმედებს ზოგადი პოპულაციის რისკზე".

🔴 შვედეთში ადრე დაფიქსირდა mpox-ის სხვა შტამის 300-მდე შემთხვევა, რომლებიც დაკავშირებული იყო ვირუსის 2022 წლის გლობალურ გავრცელებასთან.

#მაიმუნისყვავილი

❗ BREAKING NEWS❗🔴 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბ...
15/08/2024

❗ BREAKING NEWS❗

🔴 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა!

🔴 ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ჩუტყვავილა გავრცელდა.

😷 აფრიკაში გავრცელებული მაიმუნის ჩუტყვავილა ახლო კონტაქტით გადადის. მას გრიპის მსგავსი სიმპტომები და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს.

❗გუშინ მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 17,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

#მაიმუნისყვავილი #ჯანმო

14/07/2024

❗BREAKING NEWS❗

❗პენსილვანიის შტატში, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპს ესროლეს.

❗სნაიპერული შაშხანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, ტრამპს ააცილა და მის ზურგს უკან მყოფი ერთ-ერი მხარდამჭერი შეიწირა, 2 კი მძიმედ დაიჭრა.

👉🏻 თავად ტრამპი, ყურის არეში მსუბუქად დაიჭრა.

🔥საიდუმლო სამსახურმა, ტრამპზე თავდამსხმელი მოპირდაპირე შენობის სახურავზე მოკლა.

🔴 ამჟამად ტრამპი საავადმყოფოში იმყოფება.

👉🏻 მომხდარი უკვე დაგმო ბაიდენმა და მოუწოდა მთელს ამერიკას გაერთიანებისკენ, რათა დაგმონ თავდასხმა ტრამპზე,

👉🏻 ბაიდენმა დაანონსა ისიც, რომ უახლოეს პერიოდში თავად დაურეკავს დონალდ ტრამს და გაესაუბრება.

🔴 თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ ქრუკსია. მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

#თავდასხმა #აშშ

❗დაღესტანში მოკლულთა შორის არის 6 პოლიციელი და ერთი მღვდელი. ლიკვიდირებულია 2 ტერორისტი.🔴 ფოტოზე მართლმადიდებელი მღვდელი...
23/06/2024

❗დაღესტანში მოკლულთა შორის არის 6 პოლიციელი და ერთი მღვდელი. ლიკვიდირებულია 2 ტერორისტი.

🔴 ფოტოზე მართლმადიდებელი მღვდელია, რომელიც დერბენტის ეკლესიაში 40 წელზე დიდხანს მსახურობდა. მას ყელი გამოჭრეს.

🔴 გარდაიცვალა ასევე ეკლესიის დაცვის წევრი, რომელმაც ტერორისტები ეკლესიაში არ შეუშვა. წირვაზე დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა. ტერორისტების შეკავება დაცვამ გაზის იარაღით სცადა, თუმცა სროლის შედეგად, ისიც მოკლეს.

🔴 სამაგიეროდ, მრევლიდან ყველამ მოასწრო მიმალვა ან გაქცევა და არავინ დაშავებულა.

🔴 ქუჩებში ამ წუთებშიც ინტენსიური შეტაკებებია.

#ტერაქტი #დაღესტანი

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when ShotaNews posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share