06/07/2023
ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ იგი გულნატკენია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. ამიტომ, პროტესტის ნიშნად საელჩოს კარი გამოიჯახუნა და გასაღები არავის დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად და თბილისში დასაბრუნებლად, რათა მან კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.