19/02/2024
მცირე ინფორმაცია იტალიის ერთ-ერთ კულტურულ ძეგლზე.
👇🏻
კოლოსეუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა იტალიის(აპენინის)ნახევარკუნძულზე. ანტიკური ეპოქის მონუმენტური ნაგებობა რომის ისტორიულ ცენტრში, "მარადიული ქალაქის" შუაგულში მდებარეობს. გაგაოცებთ მისი დიდებულება და ძლიერი ენერგეტიკა, მოგნუსხავთ და სურვილს გაგიჩენთ, ხელით შეეხოთ ტრავერტინის მასიურ კედლებს. სახელწოდება კოლოსეუმი (კოლისეუმი) მოდის ლათინური სიტყვიდან "colosseus", რაც უზარმაზარს ნიშნავს. ასე მიიჩნევდნენ მას რომაელები ჩვენი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე, როდესაც შენობების უმრავლესობის სიმაღლე ათ მეტრს არ აღემატებოდა. თანამედროვე ტურისტები ამფითეატრის ზომებს სხვაგვარად აღიქვამენ, ვინაიდან ცათამბჯენებმა მასშტაბის ჩვენეული აღქმა შეცვალეს. მაგრამ კოლოსეუმის განსაკუთრებულობას მისი კედლების სიმაღლე კი არ განაპირობებს, არამედ ის კულტურული და ისტორიული წვლილი, რომელიც მან ცივილიზაციის განვითარებაში შეიტანა.
👇🏻
სიტყვა "კოლოსეუმის" წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ამფითეატრის გვერდით ნერონის ქანდაკება დადგეს, რომელიც იქ იმპერატორის "ოქროს სახლიდან" გადმოიტანეს, თავი მოხსნეს და მზის ღმერთად - ჰელიოსად - გადააკეთეს. ის ან ბარბაროსებმა გაანადგურეს 410 წელს, რომის დარბევისას, ან მიწისძვრამ იმსხვერპლა. კიდევ ერთი ვერსიით, ამ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში მაგიური სექტების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ამფითეატრში შესვლამდე თითოეულ მათგანს ეკითხებოდნენ: "Colis Eum?" - "ემსახურები მას (ეშმაკს)?" მესამე ვერსიით, ვინაიდან რომაულ დიალექტზე ამფითეატრს Colosseo კი არა, Coliseo ჰქვია, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის Collis Isaeum-დან გაჩნდა ("ბორცვი, რომელზეც ისუემი დგას - ეგვიპტური ღმერთის, ისიდას, ტაძარი). ქალღმერთის ტაძარი მართლა იდგა ამფითეატრთან ახლოს, პალატინის ბორცვზე.
👉🏻ძველ რომში კოლოსეუმს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ის იყო იმპერატორების, სენატორებისა და მდაბიოების, პლებეებისა და პატრიციების, ქალაქელებისა და სოფლელების თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა როგორც გლადიატორთა სასტიკი, სისხლიანი ორთაბრძოლები, ისე მასობრივი გასართობი და სპორტული ღონისძიებები.