21/07/2022
📣 მოგესალმებით!
⏳ დაიწყო ნაწარმოებების მიღება ანდამატის ახალი, რიგით V ნომრისათვის 🔥
📕 ჟურნალი, როგორც მოგეხსენებათ, მოიცავს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს: პოეზია, პროზა, ესე, პუბლიცისტიკა, ნარკვევი, თარგმანი (მხატვრული, სამეცნიერო), მხატვრობა, ფოტოგრაფია და იბეჭდება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა შემოქმედება.
🔔 მასალის გამოსაგზავნად გასათვალისწინებელია ტექნიკური დეტალები:
📍 დასაბეჭდად გამოგზავნილ მასალას თან დაერთოს ავტორის სახელი-გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი, ფოტოსურათი, მცირე ბიოგრაფია-დოსიე და საკონტაქტო მონაცემები.
📍 გამოგზავნილი ლიტერატურული ნაშრომი წარმოადგენდეს Word დოკუმენტში sylfaen შრიფტით (ზომა 12) აკრეფილ ტექსტს. ნაშრომი წარმოდგენილი იყოს მაქსიმალურად დახვეწილად, ორთოგრაფიული და სხვა მსგავსი ტიპის შეცდომების გარეშე.
📍 ფაილის გამოგზავნის შემდეგ ყურადღება მივაქციოთ მიღების დადასტურებას.
📍 ყველა ავტორი ნომრის დაბეჭდვამდე აუცილებლად მიიღებს შეტყობინებას ნაწარმოებების შერჩევა-არშერჩევის თაობაზე.
📍 ნაშრომები არ რეცენზირდება.
📧 მასალების გამოგზავნა შეიძლება, როგორც ფეისბუქ ვებ-გვერდზე, ასევე მეილზე: [email protected]
🎯 წარმატებებს გისურვებთ!