ჭადრაკის სამეფო

ჭადრაკის სამეფო მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან

საიტი განკუთვნილია ჭადრაკის მოყვარულთათვის. გვერდზე გამოქვეყნებული იქნება საინტერესო ამბები სპორტის ამ სახეობაზე, მსოფლიოს ჩემპიონების ბიოგრაფიები, ორგანიზაციები და სხვა.

ბრაზილიის, ქალაქ ფლორიანოპოლისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგარზდულ ჩემპიონატზე, 14 წლამდელ გოგონათა შორის, მეცხრე ტურის შემ...
08/11/2024

ბრაზილიის, ქალაქ ფლორიანოპოლისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგარზდულ ჩემპიონატზე, 14 წლამდელ გოგონათა შორის, მეცხრე ტურის შემდეგ კესარია მგელაძე 7 ქულით მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს და ლიდერ დიანა ხაფიზოვას ქულით ჩამორჩება. მეათე ტურში ჩვენებური ლიდერს თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდება.
6 ქულა აქვს თეკლა კოღუაშვილს, რომელიც 18-ე ადგილზეა და მედლის შანსებს ისიც ინარჩუნებს.
ამავე ასაკის ვაჟებში ანდრია კვირიაშვილი 5 ქულით 41-ე ადგილს იკავებს.
მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს 16 წლამდელ გოგონებში მარიამ ცეცხლაძეს, რომელიც 6,5 ქულით მესამე-მეექვსე ადგილზეა. მარიამ კალანდაძე 21-ეა 5 ქულით.
ამავე ასაკის ვაჟებში ნიკოლოზ შამათავა 5 ქულით 31-ეა.
მედლის შანსი გვაქვს ბიჭებშიც, 18 წლამდელებში ლუკა კილაძე 6 ქულით მეცხრე-მეთხუთმეტე ადგილებს იკავებს და მესამეადგილოსნებთან ნახევარი ქულა აშორებს.
ამავე ასაკის გოგონებში მარიამ გვათუა 4,5 ქულით 26-ეა.

კლასიკური ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფილის მატჩებს, 1994 წლის ივლისს, ნიუ-იორკმა „ტრამპ-ტაუერში“ უმასპინძლა. ბო...
06/11/2024

კლასიკური ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფილის მატჩებს, 1994 წლის ივლისს, ნიუ-იორკმა „ტრამპ-ტაუერში“ უმასპინძლა. ბორის გულკოსა და ნაიჯელ შორტის პარტია 6 ივლისს დონალდ ტრამპმა გახსნა.

1913 წლის 4 მაისს ქალთა შორის მსოფლიოს მე-3 ჩემპიონი ელიზავეტა ბიკოვა დაიბადა. იგი ჩემპიონი პირველად 1953 წელს გახდა ლიუ...
04/11/2024

1913 წლის 4 მაისს ქალთა შორის მსოფლიოს მე-3 ჩემპიონი ელიზავეტა ბიკოვა დაიბადა.
იგი ჩემპიონი პირველად 1953 წელს გახდა ლიუდმილა რუდენკოს დამარცხებით. 1956 წელს მან ტიტული ოლგა რუბცოვასთან დაკარგა, მაგრამ ორი წლის შემდეგ დაიბრუნა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს შესძლო. საბოლოოდ ბიკოვამ ტიტული 1962 წელს ნონა გაფრინდაშვილთან დასთმო.
, #ქალებიჭადრაკში

Elisaveta Bykova, the third Women's World Champion, was born on this day in 1913.

She first claimed the title in 1953 by defeating Lyudmila Rudenko. In 1956, she lost the title to Olga Rubtsova but won it back two years later, becoming the first woman to do so.

📷 Bykova on a 2001 stamp of Yugoslavia
Credits: M. Kalezic

ბრაზილიის, ქალაქ ფლორიანოპოლისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგარზდულ ჩემპიონატზე, 14 წლამდელ გოგონათა შორის, მეექვსე ტურის შე...
04/11/2024

ბრაზილიის, ქალაქ ფლორიანოპოლისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგარზდულ ჩემპიონატზე, 14 წლამდელ გოგონათა შორის, მეექვსე ტურის შემდეგ კესარია მგელაძე 5,5 ქულით პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვთ კიდევ ორ მოჭადრაკეს, თუმ ჩვენებური დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. 3,5 ქულა აქვს თეკლა კოღუაშვილს, რომელიც 34-ეა.
ამავე ასაკის ვაჟებში ანდრია კვირიაშვილი 3,5 ქულით მეორმოცე ადგილს იკავებს.
16 წლამდელებში ნიკოლოზ შამათავა 4 ქულით მეჩვიდმეტეა. გოგონებში მარიამ ცეცხლაძე 4 ქულით მეთორმეტეა, ხოლო მარიამ კალანდაძე 28-ე, 3 ქულით.
18 წლამდელებში ლუკა კილაძე მეთორმეტე ადგილს იკავებს, ხოლო მარიამ გვათუა 3,5 ქულით მეცხრამეტეს.

ფიდეს ნოემბრის რეიტინგსიის სათავეში კვლავ მაგნუს კარლსენია, მეორეზე კი ფაბიანუ კარუანამ აინაცვლა. ვაჟთა საუკეთესო  ასეულ...
01/11/2024

ფიდეს ნოემბრის რეიტინგსიის სათავეში კვლავ მაგნუს კარლსენია, მეორეზე კი ფაბიანუ კარუანამ აინაცვლა.
ვაჟთა საუკეთესო ასეულში კვლავ არც ერთი ქართველია, მანდილოსებში კი 5 მოჭადრაკე გვყავს. ყველაზე წინ ნანა ძაგნიძეა, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს, 19-ეა ნინო ბაციაშვილი, 21-ე მერი არაბიძე, 35-ე ლელა ჯავახიშვილი, ხოლო ბელა ხოტენაშვილი 36. ქალთა რეიტინგს ჰოუ იფანი ლიდერობს.
თითო-თითო წარმომადგენელი გვყავს 20-წლამდელ ვაჟთა და გოგონათა ასეულში. ვაჟებში ნიკოლოზ კაჭარავა 39-ეა, ხოლო გოგონებში კესარია მგელაძე 84-ე.

სერბულ ვრნიაჩკა-ბანიაში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქალთა ჯგუფში მე-5 ტური გაიმართა და ერთმანეთს ნანა ძაგნ...
24/10/2024

სერბულ ვრნიაჩკა-ბანიაში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქალთა ჯგუფში მე-5 ტური გაიმართა და ერთმანეთს ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი დაუპირისპირდნენ. პარტია 45-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა.
ძაგნიძე სერბულ TAJFUN-ŠK Ljubljana-ის ღირსებას იცავს, ხოლო ბაციაშვილი რუმინული SuperChess Club-ის.
ჩემპიონატზე მესამე ქართველი, ბელა ხოტენაშვილიც გამოდის, იგი უნგრულ Garuda Ajka BSK-ში ასპარეზობს.

24/10/2024

1961 წლის 11 დეკემბერს ბაქოში სსრკს ჩემპიონატის მე-16 ტურში ბუხუტი გურგენიძე შავი ფიგურებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მიხაილ ტალლს დაუპირისპირდა. პარტია 35 სვლა გაგრძელდა და ტალის გამარჯვებით დასრულდა.

ნაზი პაიკიძე აშშ-ს ქალთა პირველობაზე
23/10/2024

ნაზი პაიკიძე აშშ-ს ქალთა პირველობაზე

21/10/2024

ძველად როდესაც საქართველოში ქალს ათხოვებდნენ, მზითვის უგრძეს სიას, სადაც ოქრო-ვერცხლი, ფარჩა, ქაშანური, ფაიფური, აბრეშუმი, სტავრა და სხვა რამ უამრავი ჩამომწკრივებულიყო გრძელ, ხელნაწერ ფურცელზე, თავში ყოველთვის ედგა მზითვისათვის მოულოდნელი ორი სიტყვა: ჭადრაკი და „ვეფხისტყაოსანი“.
ჭადრაკი იმიტომ, რომ, თუ იმის არსს ვერ ამოიცნობდი ამ რთულსა და ხვანჯიანობით სავსე წუთისოფელში, ცხოვრება გაგიჭირდებოდა.
„ფარშევანგი“ აკა მორჩილაძე

19/10/2024

ჭადრაკის მიმზიდველობა მხოლოდ იმაში მდებარეობს, რომ თავის სტრატეგიას ორი სხვადასხვა გონება სხვადასხვანაირად ავითარებს, რომ ამ სულიერ ბრძოლაში შავებმა არ იციან შესაბამისი მანევრები თეთრებისა, ნიადაგ ფიქრობენ გამოიცნონ, გზა მოუჭრან, ასევე თეთრებიც თავის მხრივ ცდილობენ შავების იდუმალი განზრახვის გამოცნობას, წინ გასწრებასა და უკუგდებას. როდესაც შავებისა და თეთრების თამაშსაც ერთი და იგივე ადამიანი წარმართავს, რაღაც სულელური ვითარება იქმნება. ერთი და იგივე გონებამ ერთსა და იმავე დროს უნდა იცოდეს კიდეც და არც უნდა იცოდეს, როგორც თეთრების პარტნიორმა სრულიად უნდა დაივიწყოს, რაც რამდენიმე წუთის წინ, როგორც შავების პარტნიორმა მოისაზრა. ამგვარი გაორებული აზროვნება გულისხმობს ცნობიერების გახლეჩას, ტვინის ფუნქციის მონაცვლეობით აღგზნებასა და ჩაქრობას, ისე როგორც ეს მექანიკურ აპარატში ხდება. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჭადრაკის თამაში ისეთივე პარადოქსია, როგორც საკუთარ ჩრდილზე გადახტომა
„საჭადრაკო ნოველა“ - შტეფან ცვაიგი

18/10/2024

უცხოპლანეტელი, ჭადრაკის უკანასკნელი რომანტიკოსი - ასე მოიხსენიებენ პლანეტის მერვე ჩემპიონ მიხაილ ტალს.
იგი 1936 წლის 9 ნოემბერს რიგაში დაიბადა და მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე 1960 წელს გახდა. ტიტული მხოლოდ ერთი წელი შეინარჩუნა, მაგრამ მიუხედავად ამ მცირე დროისა, ჭადრაკში მაინც საერთო კერპად დარჩა.
ფენომენალური ნიჭი, გამოანგარიშების საოცარი სისწრაფე, ინტუიცია და იმპროვიზაციის უნარი ტალს უძლიერესი დიდოსტატების დამარცხებაში ეხმარებოდა. არავითარი წესი და თეორია, ტალი მხოლოდ საკუთარი აზროვნებით მოქმედებდა. „არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან მინდა შეიძლება!“ - ასეთი იყო მერვე ჩემპიონის პოზიცია.
50-იანი წლების ბოლოს მწვრთნელები მოსწავლეებს მიხაილ ბოტვინიკის პოზიციური თამაშების მკაცრ წესებს ასწავლიდნენ. ტალიმ ყურად არ იღო მათი რჩევები, ჭადრაკის გენიოსებს თავისი ტაკტიკით სულ შავი დღე აყარა და მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო რევოლუცია. ტალი მძიმე მომენტებში არც ისე ხშირად იყენებდა რჩეულთა მითითებებს და თავისი ჭკუით აგრძელებდა თამაშს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმატებით მთავრდებოდა. ეს იყო მისი ფანდი, რითაც ატყუებდა მოწინააღმდეგეებს.
„ტალის მეტოქეებს სულ მოსაგები პოზიცია ჰქონდათ... თუმც მხოლოდ პარტიის გარჩევისას“ - იხსენებენ დიდოსტატები. ცხოვრებაში ტალი რბილი, დელიკატური და ზრდილობიანი ადამიანი იყო, აი დაფასთან კი ნამდვილ მხეცად გადაიქცეოდა. ყველა წესს არღვევდა, აკეთებდა შეწირვებს მარჯვნიდან, მარცხნიდან, მოწინააღმდეგეს თავგზას აუბნევდა და ბოლოს შუაზე გახლეჩდა. ცხოვრებაშიც ნაკლებად ჯდებოდა ჩარჩოებში, თამაშობდა, ქალებში ერთობოდა, სვავდა, ეწოდა და დროს ატარებდა.
ყველას გული სწყდება, რომ ასეთი გენიოსი, მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთი წელი იყო. 1960 წელს მოსკოვში ტალმა ბოტვინიკს 12,5:8,5 მოუგო და ტიტული აართვა. მომდევნო წელს კი მას ჯანმრთელობა გაუუარესდა, სუსტად იყო და მატჩ-რევანშში 8:13 დამარცხდა. მომდევნო წლებში ავადმყოფი ტალი კვლავაც უჯდა დაფას და ჯანმრთელ მეტოქეებს სულ ბდღვირი ადინა, თუმც ავადმყოფობამ მაინც თავისი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონიც თანდათან დასუსტდა.
ავადმყოფობის მიუხედავად, ტალი ცხოვრებას არ გაექცა, მაინც აგრძელებდა თამაშს და ცდილობდა, ხალხში ყოფილიყო. მას იმდენად უყვარდა ჭადრაკი, რომ სიკვდილის პირას მისულიც არ თმობდა. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მძიმე ავადმყოფი კლინიკიდან გაიპარა და ჟურნალისტთა სახლში ბლიცტურნირზე გამოვიდა. სამწუხაროდ თავისი ჩვეული თამაში ვეღარ აჩვენა.
გენიალური მოჭადრაკე 1992 წლის 28 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა.
სერიოზული დებიუტები ტალს არ დაუტოვებია, იგი ყოველთვის პრაქტიკის ადამიანი იყო და თეორიებს დიდად არ დაგიდევდათ. სამაგიეროდ მან მრავალი კომბინაცია შემოგვინახა და ამით ჭადრაკში თავისი ფურცელი ჩაწერა.

17/10/2024

ბუკიას ბაღი

"გიგანტური ჭადრაკი" ბორჯომში ღამით, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის ტერიტორიაზე
16/10/2024

"გიგანტური ჭადრაკი" ბორჯომში ღამით, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის ტერიტორიაზე

15/10/2024

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვააააართ! 🇬🇪❤️🤍

ნოემბერში გადამწყვეტი მატჩები გველოდება 😍

"გიგანტური ჭადრაკი" ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის ტერიტორიაზე
15/10/2024

"გიგანტური ჭადრაკი" ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის ტერიტორიაზე

10/10/2024

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 60 წლის იუბილეს ულოცავს, ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დიდოსტატს, გიორგი გიორგაძეს!

10/10/2024

ალბერტ აინშტაინი და რობერტ ოპენჰაიმერი ერთმანეთს, საჭადრაკო დაფასთან, 1933 წელს ნიუ-ჯერსიში, პრინსტონის უნივერსიტეტში შეხვდნენ. აინშტაინი თეთრებით თამაშობდა და რუი ლოპესის დებიუტი აირჩია, ოპენჰაიმერმა კი მორფის დაცვით უპასუხა. პარტია 24-ე სვლაზე აინშტაინის გამარჯვებით დასრულდა.

09/10/2024

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჭადრაკის სამეფო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category

Nearby media companies


Other Magazines in Tbilisi

Show All