↘️”არქი რამადა ბათუმის” მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი, სადაც აშკარად ჩანს სავარაუდოდ ქარისგან დაზიანებული და გვერდით გადახრილი რკინის კონსტრუქციები.
❓რამდენად უსაფრთხო და ნორმალურია მსგავსი ფაქტი?
🌵 “კაქტუსმა” უკვე დაიწყო “არქის” საქმიანობის შესწავლა. ამ კომპანიის თანადამფუძნებელი კახა კალაძის ახლო მეგობარი და ყოფილი პარლამენტარი, ივლიანე წულაიაა.
წულაია ასევე მხარდამჭერია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტისა, რომელიც, ამოქმედების შემთხვევაში, ხელს შეუშლის მედიის თავისუფალ განვითარებას საქართველოში ➡️ https://shorturl.at/af014
გადაღების დრო: 20 მარტი, 11:57 საათი.
ადგილი: თბილისი.
ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილის წვის გამონაბოლქვი ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს და მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაცაა.
🌵
საქართველოში გასული წლის 4 სექტემბრიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის თანახმადაც ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების პატრონები ჯარიმდებიან.
2024 წლის 4 მარტის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 099 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ძველი, გაუმართავი ტრანსპორტია.
ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი ჰაერში აზოტის დიოქსიდს გამოყოფს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გადაღების ადგილი: თბილისი
20/02/2024
- - -
ავტომანქანის გამონაბოლქვი ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელია.
- - -
გასულ წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გზებზე ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლის თაობაზე.
ამ კანონის მიხედვით, ვიზუალური გამონაბოლქვი საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შემოწმდება.
გზებზე მანქანების გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამოწმებს.
- - -
#ბიომრავალფეროვნება
Sabuko • Society for Nature Conservation Carl von Amirgulashvili
საბუკო სკოლებისთვის / SABUKO for Schools
“რა არის მთავარი გამოწვევა? ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ, - ხმამაღლა ვიტყოდი, ალბათ ქვეყანას, - გვაქვს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებით, არის კვლევის, განათლების გაუმჯობესება და ცნობიერების ამაღლება. ეს დასტურდება კვლევით, რომელიც ბიომრავალფეროვნების კანონის რეგულირების შეფასების ფარგლებში გავაკეთეთ, სანამ ის წავა პარლამენტში, - ძალიან საინტერესო კვლევა მომზადდა. საქართველოს 10 ქალაქში 500 რესპონდენტი გამოიკითხა. მოსახლეობას მნიშვნელოვნად მიაჩნია ტყისა და წყლის რესურსები, ნარჩენების საკითხები, მაგრამ ბიომრავალფეროვნება, თითქოს ეს განყენებული [საკითხი] ყოფილიყოს, - არ არის ნახსენები [როგორც მნიშვნელოვანი]. ამის გაგრძელება არის, ალბათ, [დიდი ინ
რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემაში "მწვანე ზონა," ჟურნალისტ სოფო ძიგუასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის შესახებ მონაცემების მოგროვებაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობასა და ჰაერის დაბინძურების გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ექვსი დამაბინძურებლის - ორი ტიპის მყარი ნაწილაკის [PM 10 და PM 2.5], აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ნახშირბადის მონოქსიდის - კონცენტრაციების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ, სადაც მონაცემები ყოველსაათობრივად იცვლება 🔗 https://air.gov.ge
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე კონფერენციაზე #cop28dubai დუბაიში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა სააგენტოებმა სათბურის გაზების კვლევის და მონაცემების ახალი პორტალი წარადგინეს.
მონაცემთა ეს ახალი რესურსი მეცნიერებს, მთავრობების წარმომადგენლებს და საზოგადოებას დედამიწაზე მიმდინარე ცვლილებებზე მეტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება 🔗 earth.gov/ghgcenter
Video Credit: NASA - National Aeronautics and Space Administration
ENG below
ARENA for Journalism in Europe #climatearena
n-ost
კლიმატის კონფერენციაზე ვენაში, "კაქტუსის" უკრაინელმა პარტნიორმა, მარიანა ვერბოვსკამ, ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული წყალქვეშა სამხედრო ნავების გამოშვებული ხმოვანი დაბინძურების გავლენაზე შავი ზღვის ვეშაპისნაირებზე.
ამჟამად ქართველი და უკრაინელი, ასევე ბულგარელი, რუმინელი და თურქი, მეცნიერები ხმოვან ჩანაწერებს შიფრავენ, რათა დაადგინონ შესაძლო კავშირი ომის შემდეგ შავ ზღვაში ვეშაპისნაირებთა დაღუპვასა და წყალქვეშა ხმოვან დაბინძურებას შორის.
---
According to scientist from Eastern and Western Europe working on the issue of Black Sea cetaceans, Russia’s war against Ukraine is putting the entire Black Sea environment under significant threat, including, among others, chemical and acoustic pollution, oil and sewage water spills.
Our Media partner from Ukraine, Mariana Verbovska spoke about her experience of environment reporting after the war.
⚖ #გარემოსდაცვითი #მართლმსაჯულება საქართველოში:
სასამართლო განხილვის არაგონივრული დრო [წლების განმავლობაში გაწელილი საქმეები] და სპეციალიზებულ მოსამართლეთა ნაკლებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემებია კვლევის “გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” მიხედვით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა, სამაგიდე კვლევისა და 27 სიღრმისეული, ნახევრად-სტრუქტურირებული ინტერვიუს სახით 🔗 https://shorturl.at/ckrSU
მკვლევრებს “კაქტუსმაც” გაუზიარა ორი სასამართლო საქმის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს საჯარო უწყებებმა არ მოგვაწოდეს გარემოსდაცვითი ინფორმაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის ბოლოს ვიჩივლეთ, მაგრამ მოსამართლე ხატია არდაზიშვილმაც არ დააკმაყოფილა გარემოსდაცვითი
#კლიმატისცვლილება
Video assemblage credit ©️ NASA - National Aeronautics and Space Administration
2023 წლის ზაფხულში ზღვის ზედაპირის გლობალურმა ტემპერატურამ რეკორდულ დონეს მიაღწია.
NASA-ს განცხადებით, ტემპერატურის მატების მიზეზია ათწლეულების განმავლობაში ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის დათბობა და ახალი კლიმატური ფენომენი - ელ-ნინო | El Niño, - და მისი ბოლოდროინდელი მოხშირება.
მომატებულმა ტემპერატურამ დამატებითი სტრესი მიაყენა მარჯნის რიფებს ფლორიდის, კუბისა და ბაჰამის კუნძულებზე. ამის შედეგად, მარჯნის რიფების გარშემო წყალი პერიოდულად თეთრდებოდა და განგაშს იწვევდა სანაპიროებზე.
მარჯანი კარგად უძლებს ტემპერატურის მცირე რყევებს, მაგრამ ცუდ დღეში ვარდება, როცა მოულოდნელად განსაკუთრებით ან დაცხება ან აცივდება. ამ დროს ის გამოდევნის წყალმცენარეებს, რომლებიც გარშემო ხარობენ.
უცაბედი გაუფე
#მინისსაამქრო #შრომისუსაფრთხოება #გარემოსდაბინძურება
მოქალაქე გიორგი ფრიდონიშვილმა მეორე ვიდეოც მოგვაწოდა, რომელიც თბილისში მინის საამქროს მუშაობას ეხება.
ამ ვიდეოზე ჩანს შენობის გარე ფასადი. გიორგის თქმით, ეს ის შენობაა, სადაც ადამიანი მინას ნიღბის გარეშე ამუშავებდა და რომელიც ამ ვიდეოს უშუალოდ წინ არის გამოქვეყნებული.
მილი, რომელიც ამ ვიდეოში ჩანს, იმავე შენობიდან გამოდის, სადაც ადამიანი სახიფათო სამუშაოს თავდაცვის საშუალებების გარეშე ასრულებდა.
ამ საწარმოს მფლობელის დადგენის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტითან გავარკვევთ, ოდესმე შემოწმებულა თუ არა ამ საწარმოს მუშაობის გარემოს მიმართ უსაფრთხოება.
#მინისსაამქრო #შრომისუსაფრთხოება #გარემოსდაბინძურება
ეს ვიდეო მოქალაქე გიორგი ფრიდონიშვილმა მოგვაწოდა.
მისი თქმით, ეს ვითარება თბილისში, ერთ-ერთ მინის დამამუშავებელ საწარმოში ხდებოდა: ამ საწარმოში მინის ბოლოებს ადამიანი ისე ამუშავებდა, რომ არც ნიღაბი ეკეთა და არც ყურებისა და თვალების დამცავი საშუალება 😷🫁👁
ამავე დანადგართან მიკრულია გამაფრთხილებელი სტიკერი, რომ იქ მომუშავე ადამიანს ნიღაბიც უნდა ეკეთოს და ყურებისა და თვალების დამცავიც.
დანადგართან ისმის გაბმული ხმაური, ხოლო მისი მუშაობის დროს შენობის შიდა ატმოსფეროში მინის ნაწილაკები იფრქვევა.
შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office შრომის უსაფრთხოების ალიანსი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
NASA-ს ეს ჩარტი აჩვენებს ზაფხულის ტემპერატურულ ანომალიებს ყოველწლიურად, 1880 წლიდან მოყოლებული, დღემდე.
2023 წლის ჩვეულებრივზე ცხელი ზაფხული აგრძელებს დედამიწაზე ატმოსფეროს ტემპერატურის ზრდის მზარდ
ტენდენციას.
დედამიწაზე ატმოსფერული ტერმპერატურის ზრდა, ძირითადად, ადამიანის საქმიანობით არის გამოწვეული - ატმოსფეროში სათბურის გაზების [ნახშირორჟანგი, მეთანი, სხვ.] გამოფრქვევით.
©️ NASA Earth Observatory image by Lauren Dauphin, based on data from NASA’s Goddard Institute for Space Studies.
#კლიმატისცვლილება
©️ NASA - National Aeronautics and Space Administration
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის [NASA] ახალი მონაცემების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში მსოფლიოში ატმოსფეროს ტემპერატურამ ახალ რეკორდებს მიაღწია და გამოიწვია ტყის ხანძრები კანადასა და ჰავაიზე, სითბური ტალღები სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში; ეს მოვლენები კი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, ექსტრემალურ ნალექებს გამოიწვევს იტალიაში, საბრძნეთსა და ცენტრალურ ევროპაში.
NASA ატმოსფეროს ტემპერატურის მონაცემებს აგროვებს პროექტის #GISTEMP ფარგლებში, რომლის დროსაც შესაბამის მონაცემებს იღებენ ათეულობით ათასი მეტეოროლოგიური სადგურიდან მსოფლიოს მასშტაბით, ასევე წყლის ზედაპირის ტემპერატურის მონაცემებს ზღვებიდან და ოკე
ასე გამოიყურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები დავით ხომერიკის საცხოვრებელი ადგილი სტიქიის შემდეგ.
ვიდეო გადაღებულია დღეს - 09/09/2023
🎥 თამო მორგოშია
სოფელი მედანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.
ვიდეოს გადაღების თარიღი - 09/09/2023
დრო - 14:30 საათი.
აქ წვიმს და ქარია.
უფრო ზუსტი მონაცემები ქარის სიჩქარეზე, ნალექების რაოდენობასა და ჰაერის ტემპერატურაზე ამ ლოკაციაზე არ აქვს სახელმწიფო უწყების - გარემოს ეროვნული სააგენტოს - ვებ-გვერდს - meteo.gov.ge-ის.
Meteo.gov.ge არის სამთავრობო ვებ-გვერდი, სადაც გროვდება მონაცემები საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფეროს ტემპერატურაზე, ნალექების რაოდენობასა და ქარის სიჩქარეზე, მაგრამ არა მხოლოდ 🔗 http://meteo.gov.ge
Credit: NASA’s Goddard Space Flight Center | Conceptual Image Lab
მზის აქტივობისას მიმდინარე ამოფრქვევებს და აფეთქებებს თან სდევს მზის ენერგეტიკული ნაწილაკების წარმოშობა მზის ზედაპირზე.
მზის ენერგეტიკული ნაწილაკები [Solar energetic particles (SEPs)] მაღალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკებია, რომლებიც, ძირითადად, ელექტრონებისა და პროტონებისგან შედგება და მზის მოქმედებით არის აჩქარებული.
მზის ქარში მოძრავ ენერგეტიკულ ნაწილაკებს ხელოვნური თანამგზავრების დაზიანება და ასტრონავტების ჯანმრთელობისთვის საფრთის შექმნაც კი შეუძლიათ.
ამ დამუხტულ ნაწილაკებს საკმარისი ენერგია აქვთ თანამგზავრის ან კოსმოსური ხომალდის შიგნით შესაღწევადაც კი. თანამგზავრის დამცავ შრესთან [კედლები] მიახლოებისას ენერგეტიკულად დამუხტული ნაწილაკები ძლიერ ელექტრულ ველს წარმოქმნიან, რომელიც ელექტრულ განმუხტვას იწვევს და შე
Credit: Dale Cruikshank, NASA
NASA Moon
NASA Sun Science
დაბნელება | Eclipse ხდება მაშინ, როდესაც ერთი ციური სხეული - მთვარე ან მზე - სხვა ციური სხეულის ჩრდილში გადადის და ის ჩვენი თვალთახედვიდან დროებით იკარგება.
დედამიწიდან მზისა [როცა დედამიწა მთვარის ჩრდილში გადადის და მზე ქრება დედამიწის პერსპექტივიდან] და მთვარის დაბნელების [როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში შედის] დანახვაა შესაძლებელი.
არსებობს მზისა და მთვარი სრული და ნაწილობრივი დაბნელება 🔗 https://www.nasa.gov/mission_pages/sunearth/the-heliopedia#Spicules
NASA-მ დღეს თანამგზავრ TEMPO-ს მონაცემები გამოაქვეყნა.
2023 წლის აპრილში გაშვებული TEMPO [Tropospheric Emissions: Monitoring of Pollution] პირველი თანამგზავრია, რომელიც ჰაერის დაბინძურებას საათობრივად და მაღალი გარჩევადობით გაზომავს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.
პირველ რუქებზე ნაჩვენებია აზოტის დიოქსიდისა და მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია დიდ ქალაქებსა და სატრანსპორტო კვანძებთან ახლოს.
TEMPO ასევე ზომავს აეროზოლებს, წყლის ორთქლის კონცენტრაციას, კვალ გაზებს და ასე შემდეგ.
ეს ვიზუალიზაცია აჩვენებს TEMPO-ს ექვს სკანირებას, რომელიც შესრულებულია დილის 11:15-დან საღამოს 17:15-მდე, 2023 წლის 2 აგვისტოს.
ახლო ხედები ფოკუსირებულია სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ზე: ლოს-ანჯელესიდან ლას-ვეგასამდე; მექსიკის ყურის სანაპირო - ჰიუსტონიდან ახალ ორლეანამდე; და ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს შორის შტატთაშორისი დერეფნის ტერი