⭕„ღირსების ორდენს ყველანაირი ღირსება დაუკარგეს. ნოდარ მგალობლიშვილი მახსენდება, „ქვეყანაში, სადაც ღირსება წართმეული მაქვს, ამ ღირსების ორდენს არ მივიღებო“. მსგავს საქციელს ამათგან არ ველი“,- ამბობს ზურა ფარჯიანი.
📌ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ღირსების ორდენზე“ წარადგენს შსს-ს 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის არიან სანქცირებული პირები, რომელთაც „ადამიანის უფლებების შელახვაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა“.
⭕️ „ვართ ღრმა კრიზისში, ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულაა მთელს მსოფლიოში, ყოველივე დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გამოსვლა პოლიტიკური გზით ღრმა კრიზისიდან და ეს არის ახალი არჩევნები, ამიტომ მე რომელიც აქა ვარ და აქ ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, ვეპატიჟები მისი პარტიის კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდე ვის უნდა, ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს: მოდით ორბელიანების სასახლეში, მობრძანდით და მოვილაპარაკოთ, ოღონდ სალაპარაკო მხოლოდ ერთია - როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დროა", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
⭕️ "მოვიდეს ივანიშვილი სასახლეში, რადგან ის მართავს ყველაფერს, მე მზად ვარ რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა,
⭕🇬🇪🇪🇺 რუსთაველზე პროტესტი გრძელდება
🇬🇪🇪🇺"აქანა ევროპაა, სიმონ" იმერლების მარში
🇬🇪🇪🇺რუსთაველზე პროტესტს თსუ- ს სტუდენტების მარში შეუერთდა
⭕დემონსტრანტების მიერ შესრულებული აჭარული რუსთაველზე