Bravo Records

  • Home
  • Bravo Records

Bravo Records www.bravorecords.ge მუსიკალური ბიზნეს კომპანია / Record Label

"Bravo Records" is the first western-type of record label in Georgia, which incorporates recording studio, music publishing and other structures of record label. Company focuses on musicians' career management, development and copyright protection, creating, manufacturing and distributing of audiovisual products in Georgia and abroad. Address: 68 Kostava Street, 2nd Block, 0179, Tbilisi, Georgia
T

el.: +995 32 240 95 40
Email: [email protected]

“ბრავო რექორდსი” დასავლური ტიპის პირველი ქართული მუსიკალური ბიზნეს კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ხმის ჩამწერ სტუდიას, მუსიკალურ გამომცემლობას და ხმის ჩამწერ კომპანიას (Record Label). კომპანია განახორციელებს მუსიკოსის კარიერის მენეჯმენტს და განვითარებას, საავტორო უფლებების მართვას, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის შექმნას და გაყიდვებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 68, კორპუსი 2.
ტელ.: +995 32 240 95 40
ელექტრონული მისამართი: [email protected]

🎵 ანდრია გველესიანმა და ბენდმა The Boys "ბრავო რექორდსში" ჩაწერა მაია ბარათაშვილის სიმღერა "სადა ხარ". 🎙️ ვოკალი - ანდრი...
14/12/2025

🎵 ანდრია გველესიანმა და ბენდმა The Boys "ბრავო რექორდსში" ჩაწერა მაია ბარათაშვილის სიმღერა "სადა ხარ".

🎙️ ვოკალი - ანდრია გველესიანი
🎸 გიტარა - ვატუნა ზოიძე
🎹 კლავიში - გიორგი ბერკაცაშვილი
🎸 ბას გიტარა - ზურა შენგელია
🥁 დრამი - ქართლოს ჯანაშია
🎧 ხმის ინჟინერი: ალეკო ბერძენიშვილი

🔴 დუეტი "ჯორჯია" "ბრავო რექორდსში" წერს ცნობილი აფხაზურენოვანი სიმღერის - Irlas ქართულ ვერსიას. სიმღერის ქართული ტექსტი ...
12/12/2025

🔴 დუეტი "ჯორჯია" "ბრავო რექორდსში" წერს ცნობილი აფხაზურენოვანი სიმღერის - Irlas ქართულ ვერსიას. სიმღერის ქართული ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

🎵 მუსიკის ავტორი - ილდა კუჩუბერია
არანჟირება: ბორიკო შხიანი
მიქსინგი/მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილი

შეგახსენებთ რომ აფხაზურენოვანი სიმღერა Irlas "ბრავო რექორდსის" მიერ გამოშვებულ ალბომში - "ერთ სიმღერას ვმღერით" ერთ-ერთ ნაწარმოებს წარმოადგენს. 💿

🔴 თიკა ბალანჩინმა " ბრავო რექორდსში" ჩაწერილ სიმღერაზე Delusions ვიდეოკლიპი ოფიციალურად წარადგინა.🎬✨სიმღერას ასრულებენ თ...
11/12/2025

🔴 თიკა ბალანჩინმა " ბრავო რექორდსში" ჩაწერილ სიმღერაზე Delusions ვიდეოკლიპი ოფიციალურად წარადგინა.🎬✨

სიმღერას ასრულებენ თიკა ბალანჩინი და ლაშა თოფურია 🎤🎸
ტექსტისა და მუსიკის ავტორი — ლაშა თოფურია 🎶
არანჟირება — New One 🎛
მიქსინგი და მასტერინგი — ალეკო ბერძენიშვილი 🎧

Music / Lyrics Lasha TopuriaGuitar - Lasha TopuriaDrums - David Barnabishvili (Producer/Manager)Keys - John TitirashviliBass - Nika KhantadzeVideo By Makho K...

27/11/2025

🔴 2 იანვარს კინოეკრანებზე გამოდის უნიჭიერესი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ახალი, არაჩვეულებრივი ფილმი — „ლირიკა“. 🎥

ფილმის ტრეილერის მუსიკა სწორედ "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა, და მასზე იმუშავეს:

🎹 ბექა გოჩიაშვილი (კლავიში)
🎸 ალექს ბერძენიშვილი (ბას გიტარა)
🪘 დათო ჯაფარიძე (პერკუსია)
🎺 ჯონი თითარიშვილი (ტრომბონი)
🎷 კახა ჯაგაშვილი (საქსოფონი)
🎺 ლევან კემულარია (საყვირი)
🥁 ზაზა ცერცვაძე (დასარტყამები)

აღნიშნულ ფილმში მთავარ როლს უბადლოდ ასრულებს მიშა მესხი, რომლის შესრულებაც, მისი კინოკარიერის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.

ვუსურვებთ ფილმს და მის რეჟისორს — Rezo Gigineishvili — წარმატებულ პრემიერას! 🎥

🔴 ამ დღეებში „ბრავო რექორდსში“  "ნია სტუდიოს" მოსწავლეებმა ორი სიმღერა ჩაწერეს.✨️ ინოლა გურგულიას პოპულარული სიმღერა „მო...
25/11/2025

🔴 ამ დღეებში „ბრავო რექორდსში“ "ნია სტუდიოს" მოსწავლეებმა ორი სიმღერა ჩაწერეს.

✨️ ინოლა გურგულიას პოპულარული სიმღერა „მოვალ“ (ახლებური არანჟირებით, აკაპელა ვერსიით) და ცნობილი სოულჰიტი BEN E KING-ის STAND BY ME.
🎬 უახლოეს პერიოდში სიმღერაზე „მოვალ“ გადაღებულ იქნება მუსიკალური კლიპი, რომელიც ჩვენ გვერდზე დაიდება.

🎧 „ბრავო რექორდსში“ მიმდინარეობს ბენდი New One-ის ახალი სიმღერის ჩაწერა! 💫სიმღერის სახელწოდებაა Delusions — დუეტს ასრულე...
11/11/2025

🎧 „ბრავო რექორდსში“ მიმდინარეობს ბენდი New One-ის ახალი სიმღერის ჩაწერა! 💫

სიმღერის სახელწოდებაა Delusions — დუეტს ასრულებს თიკა ბალანჩინი და ლაშა თოფურია 🎤🎸
ტექსტისა და მუსიკის ავტორი - ლაშა თოფურია,
არანჟირება კი შესრულებულია New One-ის მიერ. 🎶

მალე.. Delusions — სადაც რეალობა და ილუზია ერთმანეთს ხვდება მუსიკის ენაზე.🔥

🎙 „ბრავო რექორდსში“ ჯგუფი „ბანის“ ახალი სიმღერა იწერება!ქართული ეთნოფოლკ ჯგუფი „ბანი“ მუშაობს ახალ კომპოზიციაზე სახელწოდ...
29/10/2025

🎙 „ბრავო რექორდსში“ ჯგუფი „ბანის“ ახალი სიმღერა იწერება!

ქართული ეთნოფოლკ ჯგუფი „ბანი“ მუშაობს ახალ კომპოზიციაზე სახელწოდებით „ლომისა“.
სიმღერის მუსიკის ავტორია გიორგი ნიკოლაძე, ხოლო ტექსტის ავტორი — ამირან ჭიღლაძე.

🎶 ჯგუფი „ბანი“ დაარსდა 2011 წლის 2 იანვარს. 2016 წელს მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალზე ჩინეთში, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მეორე ადგილი დაიკავეს. იმავე წელს გამოსცეს პირველი ალბომი — „ესაა მთელის სამყარო“, ხოლო 2018 წელს ჯგუფმა შვეიცარიაში გამართა წარმატებული კონცერტები.

👉 ჯგუფის შემადგენლობა:
მათე ფირცხელავა — სოლისტი, პირველი ხმა
რაულ ბიწაძე — სოლისტი, მეორე ხმა
გელა გოგიშვილი — დასარტყამი ინსტრუმენტები, მეორე ხმა
გიორგი ნიკოლაძე — ბასი, მეორე ხმა
ბესო კვიციანი — კლავიში, ბანი
ბესო მეტრეველი — გარმონი
ბექა მიქაძე — დრამი, ბანი

#ბანი #ლომისა #ახალისიმღერა #ქართულიამუსიკა

🔴 "თბილისური კვარტეტი" "ბრავო რექორდსში"  კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერების პოპურს წერს.კვარტეტის რეპერტუარშია ქალაქური...
11/09/2025

🔴 "თბილისური კვარტეტი" "ბრავო რექორდსში" კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერების პოპურს წერს.

კვარტეტის რეპერტუარშია ქალაქური ჟანრის კომპოზიციები. თბილისური კვარტეტი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებსა და კონცერტებში, სატელევიზიო შოუებსა და გადაცემებში; ჯგუფის სიმღერები ჟღერს საქართველოს წამყვან რადიოსადგურების ეთერებში.

კვარტეტს გამოცემული აქვს მუსიკალური ალბომი.
თბილისური კვარტეტის წევრები არიან: რატი მეზვრიშვილი (ტენორი), ილია ბახუაშვილი (ტენორი), დაჩი ბახუაშვილი (ბარიტონი) და ლუკა ანთიძე (ბანი). 🎼🎵🎙

🔴 პოპულარული ჯგუფი "ქიმერა" ბრავო რექორდსში ჩაწერილ თავის ახალ სიმღერაზე - Orange Rain გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს. ა...
29/08/2025

🔴 პოპულარული ჯგუფი "ქიმერა" ბრავო რექორდსში ჩაწერილ თავის ახალ სიმღერაზე - Orange Rain გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს. ამ კლიპის გადასაღებად ჯგუფის წევრებს 18 საათიანი გზის გავლა მოუხდათ ავტომობილით. კლიპი თურქეთში, კერძოდ კი კაპადოკიის უნიკალური და მისტიური პეიზაჟების ფონზეა გადაღებული, რამაც ვიდეოს განსაკუთრებული ხასიათი და ატმოსფერო შესძინა.
ჯგუფი "ქიმერა" 2013 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ჯგუფის გიტარისტი - დათო ძიძიგურია. სახელწოდება "ქიმერა" ბენდის წევრებს გაზეთ "სითი ნიუსის" რედაქტორმა, ინგა სიორიძემ შესთავაზა, რადგანაც ქიმერას ფიგურა, სწორედ ამ გაზეთის ლოგოზე იყო გამოსახული. ამასთან ერთად, მან ჯგუფის წევრებს თავად ქიმერას მახასიათებლები დაუკავშირა, რის შედეგადაც ბენდის წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ბენდისთვის სახელად "ქიმერა" ეწოდებინათ.
სიმღერის Orange Rain მუსიკა ეკუთვნის "ქიმერას" წევრს გიგა მელქაძეს, ხოლო ტექსტი შექმნეს გვანცა ბერუაშვილმა და ირინა კომახიძემ. აღსანიშნავია, რომ გვანცა დათო ძიძიგურის მეუღლეა, ხოლო ირინა — გიგა მელქაძის მეუღლე.
"ბრავო რექორდსის" სახელით შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მართლაც ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს ❤✌🎤🎧🎼🎹

Chimera • ქიმერა

მუსიკა - გიგა მელქაძეტექსტი - გვანცა ბერუაშვილი / ირინა კომახიძეHappy Dreamers Productionრეჟისორი & პროდიუსერი - სერგო ეგოიანიოპე....

🎬 თიკა ფაცაციამ “ბრავო რექორდსში“ ჩაწერილ სიმღერაზე ვიდეოკლიპი წარაგდინა.18 წლიანი პაუზის შემდეგ გუშინ „კავეა სითი მოლში...
08/07/2025

🎬 თიკა ფაცაციამ “ბრავო რექორდსში“ ჩაწერილ სიმღერაზე ვიდეოკლიპი წარაგდინა.

18 წლიანი პაუზის შემდეგ გუშინ „კავეა სითი მოლში“ შედგა თიკა ფაცაციას ახალი ვიდეოკლიპის პრემიერა – „ბედნიერების მჯერა“.🌟

📌 https://www.facebook.com/share/v/12MZkp4JdtZ/

🎶 კომპოზიტორი – რუსა მორჩილაძე

✍️ ტექსტი – ირინა სანიკიძე და თიკა ფაცაცია

🎻 ორკესტრი – ნიკოლოზ რაჭველი

🎥 რეჟისორი – მახო ყიფშიძე

🎨 კრეატიული დირექტორი – აჩიკო სოლოღაშვილი

ნახეთ თიკა ფაცაციას დიდი დაბრუნება 👇

#თიკაფაცაცია #ბედნიერებისმჯერა #ბრავორექორდსი #კლიპისპრემიერა #ქართულიმუსიკა

tikapatsatsia

კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეგაორკესტრება ნიკოლოზ რაჭველი და სიმფონიური ორკესტრიტექსტი ირინა სანიკიძე და თიკა ფ...

🎬 ნატალია ნაყოფიამ „ბრავო რექორდსში“ ჩაწერილ ახალ სინგლზე მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. კომპოზიცია – „Tavidan“ – არტისტი...
07/07/2025

🎬 ნატალია ნაყოფიამ „ბრავო რექორდსში“ ჩაწერილ ახალ სინგლზე მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. კომპოზიცია – „Tavidan“ – არტისტის ახალი ნამუშევარია

👉 მუსიკა და ტექსტი: ნატალია ნაყოფია
🎸 გიტარა: საბა კასრაშვილი
🎛 პროდიუსერი: ბორიკო შხიანი
🎧 ჩაწერა და მიქსინგი: ალეკო ბერძენიშვილი

👉 მოუსმინეთ სინგლი “Tavidan” უკვე ონლაინაა!

#ნატალიანაყოფია #თავიდან #ახალისიმღერა

ნატალია ნაყოფია - "თავიდან" Official Music VideoListen to Tavidan ➔ https://ffm.to/tavidanDiscover Natalia’s Music ➔ https://ffm.to/natalianakopiaFollow Nata...

ბექა ბროლაძე "ბრავო რექორდსში" ახალ ტრეკზე მუშაობს. სიმღერის ტექსტი და მუსიკა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის.🎙 ბექ ვოკალი -...
01/07/2025

ბექა ბროლაძე "ბრავო რექორდსში" ახალ ტრეკზე მუშაობს. სიმღერის ტექსტი და მუსიკა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის.
🎙 ბექ ვოკალი - დათუნა ლაზარიშვილი

🌟 სიმღერის თემა ბედნიერებასა და სიყვარულს ეძღვნება — იმ ნათელ განცდებს, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.

🎼 არანჟირება — ბორიკო შხიანი
🎧 მიქსინგი და მასტერინგი — ალეკო ბერძენიშვილი

მოემზადეთ ახალი ჰიტისთვის — მალე!



Broladze

Address

მერაბ კოსტავას 68

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bravo Records posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Bravo Records:

  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share