დღის კოდი
გადაცემა გადის ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 16:30-18:00 (წამყვანები - ნინო იაკობიძე, დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, დავით ანდრიაძე, პარასკევს - ნინუცა ორჯონიკიძე, ლიკა ევგენიძე, ნიკუშა ლობილაძე)
გადაცემის მიზანი - სატელევიზიო სივრცეში სრულიად ახალი სივრცის შექმნა, სადაც უახლესი, თუ მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, მოისმინოს კვალიფიციური მსჯელობა როგორც კულტურის სხვადასხვა დარგის, ასევე მომიჯნავე სფეროების შესახებ. კულტუროლოგია, როგორც მეცნიერება, მოიცავს კულტურის, ხელოვნების, ისტორიის და სხვა დარგების სწავლებას, აგრეთვე მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას. გადაცემის წამყვანები, რომლებიც არიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, სტუმრებთან ერთად განიხილავენ იმ აქტუალურ, საინტერესო, შემეცნებით საკითხებს, რაც ამ სფეროს სხვადასხვა მიმართულებით წარმოადგენს.