ბეჭდური და ონლაინ ჟურნალი iDo-ს იდეა და მიზანია საქორწილო საკითხების ორიგინალური და სიღრმისეული, არა ტრივიალური და ზედაპირული გაშუქება; ჟურნალი მკითხველის გზამკვლევია საქორწილო მოდის, სტილის, ეტიკეტის, ინტერიერის, დიზაინის, მოგზაურობის, ღონისძიებების ინდუსტრიაში. ჟურნალის შინაარსი მოიცავს დაკვირვებით და ინტერესით შერჩეულ თემებსა და ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ნიჭიერი ხელოვანების, ფლორისტ
ების, დეკორატორების, მხატვრების, მაღალი დონის პროფესიონალების გამოცდილებას, ცხოვრების წესს და სტილს, ტრადიციებს და პროგრესს; ეს არის საინფორმაციო კატალოგი განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული შემოთავაზებული ბრენდების, კომპანიებისა და საქორწილო მომსახურებების შესახებ. ჟურნალი “I do”, მისი რედაქტორების, ავტორების გუნდი, მკითხველს აცნობს და ურჩევს მხოლოდ ისეთ პროდუქციას, მომსახურებას ან მოვლენას, რომელიც ნამდვილად გამორჩეული, ფასეული და მნიშვნელოვანია.
ჟურნალს არ ჰყავს ერთი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფი (ნეფე-პატარძალი, ნეფე-პატარძლის დედ-მამა, მეჯვარე თუ ადამიანი, რომელიც უახლოეს მომავალში ქორწილში მიდის), არამედ თავის აუდიტორიად მოიაზრებს ყველას, ვინც ამ თემითაა დაინტერესებული. ჟურნალი “I do”-კატალოგი, გზამკვლევი, სახელმძღვანელო და შთაგონების წყარო
iDO is not your typical wedding and lifestyle magazine publication. Our magazine aims to be the guide through the world of wedding style, etiquette, décor, design, interior, travel and events; to deliver the newest trends to the reader. Magazine iDo is the wedding and event industry’s definitive online brand directory & style guide. We choose very carefully and care about the brands we promote, because we know what appeals to stylish readers. Our goal is to appeal to love of interiors, art, design & runway fashion to bring a new perspective to event planning. iDo-Wedding magazine that inspires