29/01/2025
საბა, 30 წლის სთენდ აფ კომიკოსი, რომელიც უკვე 9 წელია ეტლით გადაადგილდება, აუდიტორიას საკუთარი ცხოვრების შესახებ ისტორიებს კომიკური მონოლოგების საშუალებით უზიარებს. ფილმში მისგან მოვისმენთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის გადალახვაც უწევთ საქართველოში ეტლით მოსარგებლე ადამიანებს.
რეჟისორი: ნინიკო ლეკიშვილი
MAC Georgia-სთან თანამშრომლობით Chai Khana წარმოგიდგენთ მოკლე ფილმებს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც ერთობლივი კონკურსის ფარგლებში მომზადდა. მოკლე ფილმები ასახავს გამორჩეულ ისტორიებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრებას გვაზიარებს.
კონკურსის ფარგლებში ჯამში 38 ფილმი მომზადდა, რომელთაგანაც მეორე ეტაპზე გადასული 15 ფილმი ეტაპობრივად გამოქვეყნდება Chai Khana-ს პლატფორმაზე. სამი გამარჯვებული ფილმი კი, 2025 წლის იანვარში დასახელდება.
-----
Saba, a 30-year-old stand-up comedian who has been in a wheelchair for 9 years, shares his life stories with the audience through comic monologues. In the film, we will hear from him about the challenges that wheelchair users in Georgia have to overcome.
Filmmaker: Niniko Lekishvili
Chai Khana, in partnership with MAC Georgia, presents films created through a joint competition. These films highlight inspiring stories about the lives of people with disabilities and their families. A total of 38 films were created as part of the competition; 15 were selected to be published on the Chai Khana platform. The three winning films will be announced in January 2025.