ქალაქის ახალი ამბები

ქალაქის ახალი ამბები ზოგადი სიახლეების გვერდი

14/01/2025
14/01/2025

საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ჩვენი ეროვნულობის, სარწმუნოების, ღირსების, სამშობლოს დაცვის და გამარჯვების სიმბოლო!

დღეს სახელმწიფო დროშის დღეა, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს. ეკუთვნის ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ფიზიკური თავისუფლების ხარჯზე იცავს სამშობლოს! დღეს ისინი არიან ჩვენი მედროშეები ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე!

ყოველთვის ამაყად ვატაროთ, ჩვენი გამარჯვების ნიშნად!

©️MOSE

13/01/2025
10/01/2025

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების 11 მონაწილეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. “ქართული ოცნება” მათ ტყვეობაში ამყოფებს.

აუცილებელია, ევროკავშირმა და აშშ-მა მიიღონ ზომები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებს როგორც ინსტრუმენტს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და უდანაშაულო ადამიანების დასაკავებლად.

საქართველო ახლა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. ამ კრიზისიდან კი ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა!

01/01/2025
26/12/2024

ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ სრულიად ებრაელ ერს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ებრაელს.

გისურვებთ, რომ ეს დღე ყოფილიყოს მშვიდობის და კეთილდღეობის მომტანი თითოეული თქვენგანისათვის.

ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება, რომელიც ებრაელ და ქართველ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს სამაგალითოა და ის აუცილებლად გაგრძელდება თავისუფალი, ევროპული, ძლიერი საქართველოს პირობებში!

22/12/2024

სალომე შეუჩერებელი ✌️✊✊✊🇬🇪🇪🇺

დღის კახური ბანერი 🤣🤣🤣
22/12/2024

დღის კახური ბანერი 🤣🤣🤣

22/12/2024

5 წლის წინ, 22 დეკემბერს, მე და ბადრიმ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური პარტია დავაფუძნეთ.

რა გახდა პოლიტიკაში ჩვენი შემოსვლის მიზეზი ბევრჯერ მისაუბრია და ამაზე აღარ შევჩერდები. ამჯერად, “ლელო საქართველოსთვის” გუნდის თითოეულ წევრს და მხარდამჭერს მინდა მადლობა გადავუხადო ამ 5 წლის მანძილზე ერთად ბრძოლისთვის, ერთად შრომისთვის და დღევანდელი დღისთვის!

“ლელო”, დღეს უკვე ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველო”, ახლა იმ 4 პროევროპულ ძალას შორისაა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ნდობისა და გამარჯვების მანდატი მისცა.

ჩვენ ვიბრძვით ძლიერი საქართველოსთვის, მისი ეროვნული ინტერესებისთვის, ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!

ჩვენ ვიბრძვით თითოეული ადამიანის უფლებისთვის, როგორც მთავარი ღირებულების!
ვდგავართ პროტესტში - ყველგან, სადაც სიმართლეს ესვრიან, სადაც ძალადობენ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა და იცავენ მის ღირსებას ქუჩაში.

ჩვენ, ისევე როგორც თითოეული მშვიდობიანი დემონსტრანტი, დღეს ვითხოვთ ახალ არჩევნებს და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე გვაქვს ვალდებულება ეს მოთხოვნა ბოლომდე გავიტანოთ!

თავისუფლება და თავისუფალი ადამიანები - ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი პარტიაშიც და მთელ ქვეყანაშიც, რომელსაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი უპირისპირდება.

ჩვენ გვყავს რეჟიმის პატიმრები, მათ შორის ჩვენი ვეფხია კასრაძე, რომელსაც მხოლოდ იმის გამო სჯიან, რომ მთელი ცხოვრება ოკუპანტს ებრძვის და მამა-პაპის კერას არ აციებს ერგნეთში. ვეფხო ნამდვილი “ლელოელია” და ის აუცილებლად, უახლოეს მომავალში იქნება თავისუფალი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა მალე გათავისუფლდება ივანიშვილისგან!

ეს დღეც მალე დადგება! - ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! ჩვენ ვართ ერი - დაბადებული გამარჯვებისთვის!

21/12/2024

ია მაგარია 😁❤️🇬🇪🇪🇺🤟

21/12/2024

ვიკრიბებით გალაკტიონის ხიდზე 28 დეკემბერს, 15:00 საათზე❗️

ბრძოლა გრძელდება ✌️

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქის ახალი ამბები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share