Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, TV/Movie Award, წერეთლის 114, Tbilisi.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის "საჩუქრის" ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინო

08/12/2024

ბერძენი რეჟისორის, ევა ნათენას სიტყვა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვაზე.
მისი ფილმი, "მკვლელი" ნაჩვენები იყო სექციაში "ოსკარის მაძიებლები"

Greek director Eva Nathena's speech at the closing ceremony of the Tbilisi International Film Festival.
Her film, "Murderess" was showcased in the "Oscar Contenders" section.

08/12/2024

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდროვიჩის სიტყვა თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვაზე.

The speech of Nicolas Sandrovich, Head of the Development and Cooperation Section of the EU Delegation to Georgia, at the closing of the 25th Tbilisi International Film Festival.

7 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანის" ფოიეში, თბილისის 25-ე კინოფესტივალის არასაზეიმო დახურვა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის ...
08/12/2024

7 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანის" ფოიეში, თბილისის 25-ე კინოფესტივალის არასაზეიმო დახურვა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის ჟიური და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.

ოქროს პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა ელენე ბურჭულაძის ფილმს "მამა, გამჟღავნებული"

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის კი მაკა გოგალაძის "რაც თავი მახსოვს" დაჯილდოვდა.
ამასთანავე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ანკა გუჯაბიძემ მოკლემეტრაჟიანმა ნამუშევარით "ბახმარო 2050" და გიორგი ქველიძემ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის - "იქ, სადაც სახლია"

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ოქროს პრომეთე მიიღო ტატო კოტეტიშვილის სრულმეტრაჟიანმა ნამშევარმა "წმინდა ელექტროენერგია", მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სექციიდან კი - ნუცა წიქარიძის მოკლემეტრჟიანმა ფილმმა "მცხუნვარე მზე".

სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები ევროკავშირის პრიზისათვის "ადამიანის უფლებები კინოში", მხატვრულ კატეგორიაში, პრიზი გადაეცა ტატო კოტეტიშვილის ფილმს "წმინდა ელექტროენერგია", დოკუმენტურში კი - ელენე მიქარებიძის "ლურჯ მოცვს".

დოკუმენტური კინოს ასოციაცია "დოკამ" ჯილდო გადასცა დოკუმენტური სრულმატრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულს, მაკა გოგალაძის ფილმს "რაც თავი მახსოვს"

თავისუფლება და სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს!  თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს!  Freedom and solidarity to Andro ...
06/12/2024

თავისუფლება და სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს!
თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს!

Freedom and solidarity to Andro Chichinadze!
Freedom and solidarity to the regime's prisoners!

02/12/2024

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციული კინოჩვენების ნაცვლად საპროტესტო მსვლელობით გაიხსნა. 30 ნოემბე.....

01/12/2024
01/12/2024

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა🇬🇪🇪🇺

01/12/2024

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული პანორამის გაუქმებილი სეანსების ბილეთების
დასაბრუნებლად გთხოვთ, გაითვალისწინეთ:

ონლაინ შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად მიმართოთ კინოთეატრების საინფორმაციო სამსახურს :ტელ 032 2555000;

კინოთეატრ ‘ამირანის’ სალაროში შეძენილი ბილეთების დაბრუნება შესაძლებელი იქნება კინოთეატრი “ამირანი”-ს სალაროში.

For refunds on canceled screenings of the Georgian Panorama at the Tbilisi International Film Festival, please note the following:

- For tickets purchased online, please contact the cinema's information service at: Tel. 032 2555000.

- For tickets purchased at the box office of "Amirani" Cinema, refunds can be processed at the "Amirani" Cinema box office.

01/12/2024
01/12/2024

ფესტივალის სექცია “ქართული პანორამის” ბილეთები დაბრუნდება.

ბილეთების დასაბრუნებლად დაუკავშირდით პლატფორმებს, რომლებზეც ბილეთები შეიძინეთ.

Tickets for the festival section "Georgian Panorama" are eligible for refunds.

To return your tickets, please contact the platforms where you purchased them.

დღეს, 19:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში", თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიისა და ტატო კოტეტიშვილის ...
01/12/2024

დღეს, 19:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში", თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიისა და ტატო კოტეტიშვილის ფილმის "წმინდა ელექტროენერგია" ჩვენების ნაცვლად, ფესტივალის გუნდი და ქართველი კინემატოგრაფისტები თავიანთ პოზიციას გაგაცნობენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც შევუერთდებით აქციის მონაწილეებს.

01/12/2024
Statement of the Tbilisi International Film FestivalThe Tbilisi International Film Festival team strongly condemns the v...
30/11/2024

Statement of the Tbilisi International Film Festival

The Tbilisi International Film Festival team strongly condemns the violent actions of the state against peaceful demonstrators participating in the ongoing rallies in Tbilisi and categorically distances itself from the declared policy of the "Georgian Dream" to suspend the process of joining the European Union, as well as condemns the inhuman and discriminatory laws adopted by the Georgian authorities.

We express our full support to the participants of the protest rallies and consider the Tbilisi Film Festival as an integral part of these rallies, because every film we show to our audience at the festival tells about the struggle for personal freedom, equality and justice.

The festival team, together with the Georgian filmmakers, took the painful decision to cancel the screening of Georgian films and to offer the films of the "Georgian Panorama" to the audience later, when the country returns to the European path. Due to commitments to our partners and sponsors, other sessions of the festival will take place according to the published schedule.

The 25th Tbilisi International Film Festival was scheduled to open on Sunday, December 1 at 7pm at the Amirani Cinema with Tato Kotetishvili's film "Holy Electricity". The film will not be screened, but all those who are interested in Georgian cinema and were planning to come to the festival opening are invited to the Amirani Cinema, where Georgian filmmakers will share their views on current events in the country.

The Tbilisi International Film Festival has always been and will continue to be a place for the protection of human rights, democracy, freedom of speech and expression.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადებათბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინა...
30/11/2024

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ამასთანავე გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და თბილისის კინოფესტივალს განვიხილავთ როგორც ამ აქციების შემადგენელ ნაწილს, რადგან თითოეული ფილმი, რომელსაც ჩვენს მაყურებელს ფესტივალზე ვუჩვენებთ, ადამიანის პიროვნული თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სიმართლისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს.

კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და „ქართული პანორამის“ ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას. ჩვენი პარტნიორების და სპონსორების წინაშე არსებული ვალდებულებების გამო ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილი იყო კვირას, 1 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე კინოთეატრ ამირანში ტატო კოტეტიშვილის ფილმით „წმინდა ელექტროენერგია“. ფილმის ჩვენება არ შედგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ქართულ კინოზე და ვინც აპირებდით მოსვლას ფესტივალის გახსნაზე, გიწვევთ კინოთეატრ ამირანში, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები გაგაცნობენ საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ადგილი.

29/11/2024
28/11/2024
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყო! ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ პლატფორმებზე - Tkt.ge,...
28/11/2024

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ პლატფორმებზე - Tkt.ge, Biletebi.ge და Kinoafisha.ge

ასევე კინოთეატრ "ამირანის" სალაროში.

Ticket sales for the Tbilisi International Film Festival have started!

You can purchase tickets on online platforms such as Tkt.ge, Biletebi. ge, and Kinoafisha.ge,

as well as at the box office of Amirani Cinema.

Kinoafisha.ge

27 ნოემბერს, კინოთეატრ "ამირანში", თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის დირე...
28/11/2024

27 ნოემბერს, კინოთეატრ "ამირანში", თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ და პროგრამერებმა, თიკო ნადირაშვილმა და გვანცა ქოიავამ, ისაუბრეს ფესტივალის წლევანდელ გამოწვევებზე, მხარდამჭერებსა და პარტნიორებზე, ჟურნალისტებს წარუდგინეს ჟიურის წევრები და მიმოიხილეს ფესტივალის პროგრამა.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ლი დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება.

Address

წერეთლის 114
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category