
01/07/2025
გაიგეთ მეტი - https://agrogaremo.ge/abreshumi_akhmeta_2025/
🐛 საქართველოში ერთ დროს მყარად ფეხზე მდომი და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგი, მეაბრეშუმეობა, გამოღვიძებას ახლაღა იწყებს. სფეროს ადვოკატირებას კი ახლადშექმნილი მეაბრეშუმეთა ასოციაცია ცდილობს. მათ გეგმებსა და დარგის პერსპექტივაზე სასაუბროდ “აგრო სიახლეები” მეაბრეშუმე ქალბატონებს პირდაპირ რთველში ესტუმრა. ახმეტაში, ზემო ალვანში, გვიმასპინძლა დარიკო ქელეხაძის ოჯახმა. აბრეშუმის პარკების ცეხებიდან გადმოხსნა – მოკლედ ასე აიხსნება ეს ულამაზესი სანახაობა, რომელსაც აბრეშუმის თეთრი ოქროს რთველს უწოდებენ.