თსუ მულტიმედია ცენტრი TSU Multimedia Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ მულტიმედია ცენტრი TSU Multimedia Center

თსუ მულტიმედია ცენტრი TSU Multimedia Center სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფ
(3)

Address

ჭავჭავაძის გამზირი #8
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ მულტიმედია ცენტრი TSU Multimedia Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თსუ მულტიმედია ცენტრი TSU Multimedia Center:

Share

ცენტრის შესახებ

🔷 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრი, როგორც ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, წარმოადგენს პრაქტიკულ სამუშაოზე მორგებულ მრავალფუნქციურ სასწავლო ცენტრს. ცენტრის მიზანია აკადემიური ცოდნისა და უახლესი სტანდარტების პრაქტიკული გამოცდილების შერწყმა, სტუდენტებში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათი განვითარების ხელშეწყობა; მულტიმედია ცენტრის ბაზაზე არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის კომბინაცია საშუალებას აძლევს სტუდენტებს, დაეუფლონ თანამედროვე მულტიმედიურ ტექნოლოგიებს და მომზადებული შევიდნენ შრომით მედიაბაზარზე.

🔷 მიზანი: ევროპული სტანდარტების პრაქტიკულ ელემენტზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და განვითარება; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და უნივერსიტეტის პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფა; სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მასალებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის პოპულარიზაცია მულტიმედიურ პლატფორმაზე.

🔷 ამოცანები: ცენტრის რესურსის ჩართვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესში სწავლების თანამედროვე და ეფექტური შესაძლებლობების გამოყენებისთვის; ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის ხელშეწყობა - სალექციო კურსზე დაფუძნებული მედიაპროდუქციის შექმნა, სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ვიზუალიზება და სხვა; სტუდენტთა ჩართვა ცენტრის საქმიანობაში; მედიაარქივის შექმნა, განახლება, განვითარება; საგანმანათლებლო - პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება.