Beka Ejibishvili • ბექა ეჯიბიშვილი

Beka Ejibishvili • ბექა ეჯიბიშვილი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Beka Ejibishvili • ბექა ეჯიბიშვილი, Tbilisi.

თუ მიზანი გაქვს, მისკენ მიმავალ გზასაც იპოვნი 🚀
15/09/2024

თუ მიზანი გაქვს, მისკენ მიმავალ გზასაც იპოვნი 🚀

როგორ შევაჩერო თანამშრომელთა მასიური გადინება კომპანიიდან ? როდესაც კომპანიებისთვის შიდა HR პოლიტიკის კვლევას ვატარებ, პ...
16/07/2024

როგორ შევაჩერო თანამშრომელთა მასიური გადინება კომპანიიდან ?

როდესაც კომპანიებისთვის შიდა HR პოლიტიკის კვლევას ვატარებ, პროცესში ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება.

მთავარი კითხვები, რაც მოკლე პერიოდში მარტივად მეხმარება ამ პრობლემების გადაჭრაში არის :

1) რა სურს კომპანიას ?

2) რას ითხოვს დასაქმებული ?

ამის გარკვევის შემდეგ, ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით გვარდება ყველა პრობლემა.

სულ ეს არის...

მადლობა ბიჭებო ყველაფრისთვის🇬🇪❤️
30/06/2024

მადლობა ბიჭებო ყველაფრისთვის🇬🇪❤️

28/06/2024

მიდის სანახავად, მიდიიის !!!

მხოლოდ საქართველოში შეიძლება : ❌ისე დაიწყოს ადამიანმა მუშაობა, რომ ანაზღაურება რამდენი აქვს, არ იცოდეს ! ❌ ისე დადიოდეს ...
08/06/2024

მხოლოდ საქართველოში შეიძლება :

❌ისე დაიწყოს ადამიანმა მუშაობა, რომ ანაზღაურება რამდენი აქვს, არ იცოდეს !

❌ ისე დადიოდეს სამსახურში, რა პოზიციაზე მუშაობს არ იცოდეს !

❌ხელშეკრულებაზე ჰქონდეს ხელი მოწერილი ისე, რომ ასლი კი არა, წაკითხულიც არ ჰქონდეს!

❌იმუშაოს კვირაში 7 დღე, არასამუშაო საათებში ისე, რომ პროტესტის გრძნობა არ ჰქონდეს !

❌გაატაროს წლები კომპანიაში და შვებულება არ / ვერ გამოიყენოს !

✅ რამდენადაც იცი შენი უფლებები, იმდენად სცემ საკუთარ თავს პატივს და შესაბამისად გიფასდება შრომაც !

14/04/2024

თუ, კვირა დღესაც კი სამსახურის საქმეებით გაწუხებენ მშვენიერია, რადგან :

ორშაბათიდან შეგიძლია ახალი სამსახური ეძებო!

წერტილი.

01/04/2024

აღარ მოდის ახალი თაობა 800 ლარად, კვირაში 60 საათი სამუშაოდ !

წავიდნენ, იმუშავეს, ისწავლეს, შეადარეს და ჩამოვიდნენ...

აქ, ისევ არაფრის მომცემი ვაკანსიის ტექსტები დახვდათ;

გასაუბრებაზე HR სპეციალისტის ნაცვლად, ცეკას მეორე მდივანი და მისი მდივანი შეხვდათ ;

ხალხს თავზე ენგრევა ბიზნესი და ისევ იმ აზრზე არიან, რომ " ვისაც უნდა იმუშავებს"

5-10 წელში, ნამდვილად მხოლოდ ის იმუშავებს, ვისაც სურვილი ექნება, მაგრამ ეს "ვისაც" მხოლოდ თქვენ იქნებით, თქვენსავე "კომპანიაში" )))

წერტილი.

სად იქნები 5 წლის შემდეგ კი არასად იყავი 5 წლის წინ და სად ხარ დღეს...აი, ეს კითხვა უნდა დავუსვათ გასაუბრებაზე მოსულ კან...
06/03/2024

სად იქნები 5 წლის შემდეგ კი არა

სად იყავი 5 წლის წინ და სად ხარ დღეს...

აი, ეს კითხვა უნდა დავუსვათ გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატებს !

02/03/2024

იცოდით, რომ ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადებულია "მენეჯერის" პოზიციაზე ?

იცით რატომ? ეს სიტყვა ასოცირდება რაღაც მაღალთან, მთავართან, მმართველთან...

ყველა კმაყოფილია...

დამსაქმებელი ნაკლებს იხდის ხელფასში, ხოლო დასაქმებული მენეჯერია)

არ აქვს მნიშვნელობა რის მენეჯერია, მთავარია მენეჯერია და მაგარია...

ამიტომ გვაქვს ასეთი პოზიციები :

მოლარე-მენეჯერი ;

უსაფრთხოების მენეჯერი ;

დიასახლის - მენეჯერი ;

და ა.შ.

26/02/2024

რა საჭიროა უნივერსიტეტი, თუ კურსდამთავრებულის ცოდნის დონე, ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს???

კვირა საღამოა, წესით უნდა ვისვენებდე, მაგრამ ცარიელ ოფისში შემოვრჩი და ვფიქრობ : ცხოვრებაში რამდენ ადამიანს უთქვამს ჩემთ...
25/02/2024

კვირა საღამოა, წესით უნდა ვისვენებდე, მაგრამ ცარიელ ოფისში შემოვრჩი და ვფიქრობ :

ცხოვრებაში რამდენ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ რაღაც არ შემეძლო, არ ღირდა, არ მეცადა, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი მოტივაციას უფრო მმატებდა, ვჯიუტდებოდი...

და რა წავაგე ცდით?

არც არაფერი, რაც უფრო მეტჯერ დავმარცხდი, უფრო მეტად ვუახლოვდებოდი წარმატებას, თუმცა ამას ახლა ვაანალიზებ!

თუ, 100-დან 1 შანსი გაქვს, არ იცი ის მერამდენე ნომერი იქნება შენი წარმატების კალათაში, მაგრამ თუ 99-ჯერ დამარცხდები, ზუსტად იცოდე, რომ მომდევნო ნაბიჯი წარმატების მომტანია!

„2022 წელს, გასაუბრებაზე მოვიდა 21 წლის გოგონა, ნული გამოცდილებით, თუმცა უზომოდ მოტივირებული...ჩინური ენის ბოლო საფეხურზ...
09/01/2024

„2022 წელს, გასაუბრებაზე მოვიდა 21 წლის გოგონა, ნული გამოცდილებით, თუმცა უზომოდ მოტივირებული...

ჩინური ენის ბოლო საფეხურზე იყო, როგორც გავიგე სახლში დამოუკიდებლად სწავლობდა და პოზიციაც შესაბამისი დაიკავა - ჩინური ენის პედაგოგის დამხმარე.

თავის 6 და ძმას უვლიდა, სწავლობდა, მუშაობდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა, თუმცა არასოდეს შეუწყვიტავს მიზნისთვის ბრძოლა!

როდესაც გუნდთან ერთად ვსაუბრობდი მომავალზე, ხშირად ამბობდა, რომ მისი მიზანი ჩინეთში წასვლა და კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობა იყო, რასაც სხვები სკეპტიკურად უყურებდნენ...

4 იანვარს მივიღე ფოტო ჩინეთიდან წარწერით:
"თუ გაფრენა გინდა, ჯერ სწრაფად სირბილი უნდა ისწავლო და არ გაჩერდე, სანამ ჰაერში არ აფრინდები!" -

ბექა ეჯიბიშვილი, აკადემია „ბრეინ ჰაუსის" დამფუძნებელი, HR პროფესიონალი.

Address

Tbilisi

Telephone

+995568282373

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Beka Ejibishvili • ბექა ეჯიბიშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share