ჰელფინგ ჰენდის ონლაინ რადიო „ჩემი ხმა“ არის პირველი მოხალისეთა რადიო, რომლის მიზანია ახალგაზრდებისათვის მედია სივრცის შექმნა, სადაც მოხალისეები ახდენენ საკუთარი ინიციატივების, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კრეატიული იდეების პოპულარიზაციას.
პერიოდულობით ხდება ჰელფინგ ჰენდის მოხალისეების რადიო ჟურნალისტებად მომზადება და გადაცემებზე მუშაობა. იმართება შეხვედრები და იგეგმება
კვირის გადაცემები. მოხალისეები ასევე სწავლობენ გადაცემების მონტაჟს და მონაწილეობენ რადიოსთვის მუსიკალური პროგრამების შექმნაში.
მიმდინარე რადიო გადაცემები:
1. „სოციალური რაკურსი“ - ხდება სოციალური პრობლემების გაშუქება, სხვადასხვა ექსპერტებთან ინტერვიუები და საკითხის გადაჭრის გზების შეთავაზება მსმენელისათვის.
2. „ჩემი დღიურები“ - აუდიო ჩანაწერები, რომელშიც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები საუბრობენ კონფლიქტზე და დღემდე არსებულ პრობლემებს. გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს.
3. „კულტურის დრო“ - გადაცემაში განხილულია კვირის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. ინტერვიუები მომღერლებთან, პოეტებთან და მწერლებთან.
4. მოხალისის ხუთი წუთი - მოხალისეთა ისტორიები, მათი მიღწევები და სირთულები
5. „კვირის საუბრები” - მოზარდების (და არა მარტო მოზრდების) დაინტერესება შემეცნებით-გასართობი თემებით. რუბრიკა „პროფესია“ მიზნად ისახავს მოზარდებს დავეხმაროთ მომავალი პროფესიის არჩევაში და მივაწოდოთ არსებული ინფრმაცია.
6. „უხილავი ბავშვები“ - გადაცემა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ.