08/11/2024
გრძელდება სტატიების კონკურსი სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მე-10 (დეკემბრის) საიუბილეო ნომრისთვის!
🟢 სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა – 2024 წლის 15 ნოემბერი.
🟢ჟურნალი „სამართლის მაცნე“ გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ პერიოდული გამოცემა.
🟢ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434.
🟢რეფერირება
ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები რეფერირდება ინსტიტუტ „ტექინფორმის” (https://techinformi.ge) გამოცემაში „ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ)”.
🟢ინდექსირება და იმპაქტ-ფაქტორი
ჟურნალს მინიჭებული აქვს DOI -ს უნიკალური კოდი 10.15350/26679434.
ჟურნალი ინდექსირდება 21 საერთაშორისო ბაზაში და მინიჭებული აქვს 2 იმპაქტ-ფაქტორი.
ჟურნალი შესულია არაერთ საერთაშორისო გლობალურ სამეცნიერო და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების საბიბლიოთეკო ბაზებში.
🟢ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ჟურნალის ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com
🟢ჟურნალი არის ღია წვდომის და გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
🟢ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უსასყიდლოა.
🟢კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჟურნალის ვებგვერდს:
https://heraldoflaw.com/.../grdzeldeba-statiebis.../