02/12/2021
ჩვენს გონებებში სახლი ყველასთვის სხვადასხვაგვარია, მაგრამ დაახლოებით ერთნაირ ემოციას წარმოშობს. ადამიანები სახლებში ერთმანეთს მივიპატიჟებთ ხოლმე, ვშლით სუფრას, ან ვცდილობთ სტუმარს წყურვილი მოვუკლათ და ეს ერთგვარ სიამოვნებას გვანიჭებს. ამ ყველაფერში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა, დიალოგია, რომლის დროსაც გაზიარება ხდება. დიალოგი, რომელიც ძიების საუკეთესო მექანიზმია, შემდეგ ახალ ენერგიას წარმოშობს. ენერგია, როგორც საწვავი, რომელიც გჭირდება, რომ არ გაჩერდე. ამ წინასიტყვაობით ვიწყებთ სვლას ახალ ბილიკზე, რომელიც ჯერ არ ვიცით საით წაგვიყვანს, მაგრამ ვიცით, რომ გზა გრძელი და საინტერესო იქნება.
In our minds home is different for everyone, but it creates approximately the similar emotion. Sometimes we invite each other at home, set the table, or we try to quench the thirst of our guests, and it provides us with some sort of pleasure. The most important thing in all of this is the communication, the dialogue, when the sharing takes place. Dialogue, which is the best mechanism for exploring, generates new energy. Energy, like the fuel, is necessary to keep you going. With this preface we begin a journey on a new path, that we don’t know yet where it will lead us, however we know that the road is going to be long and interesting.