რას ამბობს ქუჩაში გამოსული ხალხი?
მეთერთმეტე დღეა საქართველოს ქალაქები ხალხით ივსება. მოქალაქეები იკრიბებიან არალეგიტიმური ხელისუფლების იძულებისთვის - დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან 'ოცნების' ამომრჩევლისთვისაც კი, ევროპული კურსის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა
ამ წუთებში რუსთაველზე.
სპეცრაზმი საღამოს საათებიდან ამ დრომდე არაპროპორციული და უკანონო მეთოდების გამოყენების მიუხედავად, უშედეგოდ ცდილობს პროტესტის ჩახშობას.
📣 ამ წუთებში
ათასობით მოქალაქე წყლის ჭავლისა და დაშლისკენ მოწოდების მიუხედავად, ფეხს არ იცვლის
მწერალი ზურა ჯიშკარიანი ვარკეთილელებთან საუბრობს თავის პროექტზე ‘მე ვნახე ქალაქი’, რომელიც მეორე მიკროში, მეთვრამეტე კორპუსის სახურავზე დამონტაჟდა.
მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობს მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე ქეთი ჩართოლანი.
როგორია იდეალური საცხოვრებელი უბანი?
'ამ შენობების ვადა არის 80-100 წელი'
რა ექსპლუატაციის ვადა აქვს ვარკეთილის საცხოვრებელ კორპუსებს? - საუბრობს ვარკეთილის განაშენიანების ავტორი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე.
'ამ ტერიტორიაზე იყო ხევი და ჩვენი პროექტით, უნდა შეგვენარჩუნებინა' - მერაბ ბოლქვაძე
ვარკეთილის განაშენიანების ავტორი, მერაბ ბოლქვაძე იხსენებს პირველი მიკროს პარკისა და ახლანდელი ხევის პარკის განაშენიანების გეგმას, რომლის განხორცელების საშუალება არ მიეცათ.
”საქართველო და ქართველი ხალხი თავისი ჩვეულებებით, თავისი ადათებით, სახელმწიფო მოწყობით, არის ევროპელი და არა აზიური."
21 აგვისტო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა!
ინტერვიუ ჩაწერილია რადიო თავისუფლებასთან, 1968 წლის მაისში.
‘ჩვენი მიზანია, უნებლიედ ადამიანები ჩაერთონ ხელოვნებაში'
მეორე მიკროს მეთვრამეტე კორპუსის სახურავზე ზურა ჯიშკარიანის ტექსტი დამონტაჟდა და მინიმუმ ერთი წლით ჩვენი ყოველდღიური საცხოვრებლის ნაწილი იქნება. კიდევ ერთი პროექტი, რომელმაც მთელ ქალაქში ოთხი ფოტოგრაფის ნამუშევრები გამოფინა დიდ სარეკლამო ბანერებზე, ვარკეთილის მეტროსთან გამოჩნდა.
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის იდეის ავტორი და დირექტორი ლიკა ჭკუასელია. მას ვარკეთილში, მიმდინარე პროექტების შესახებ ვესაუბრეთ.
წაკითხვა აქ შეგიძლიათ 🖊
https://ishortn.ink/eu8Z3rgOX
Tamar Tsanava ვარკეთილში, 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელია 2011 წლიდან. წაიკითხეთ ჩვენი სტატია 👇
ishortn.ink/GSMgxbjLx
‘ყოველთვის ვცდილობ, ბავშვში დავინახო პირველ რიგში ის, რაც კარგად გამოსდის და დავუფასო, ამიტომ არასდროს ვყოფ მათ ხუთოსან და ათოსან მოსწავლეებად’. – გვიყვება თამარი, რომელსაც ვარკეთილის მეორე მიკროში, ღია გაკვეთილის ჩატარებისას ვესაუბრეთ.