➡️ ეკრანდამოკიდებულ ბავშვებში სხვადასხვა დარღვევა შეინიშნება, რაც მათ ქცევაშიც ვლინდება.
➡️ მშობლები გვიან აცნობიერებენ იმ მანკიერი დამოკიდებულების შესახებ, რის მაგალითსაც მოზარდებს თავადვე აძლევენ, ტელეფონების მუდმივად გამოყენებისას.
➡️ არასრულწლვნებშიც და ზრდასრულებშიც ციფრულ ტექნიკასთან მიჯაჭვულობის შედეგად, შეინიშნება ძილის დარღვევა, რაც პირდაპირ აისახება მათ ნერვიულ სისტემაზე.
👉 ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც რუსკა ბუზიაშვილი განიხილავს ფსიქოლოგთან და კიბერუსაფრთხოების ჰაბის წარმომადგენელთან, თემურ სამხარაძესთან ერთად, გადაცემაში "ნეოლაბი".
🎥 გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
💎 "მშობლების ნაწილი არასრულწოვან შვილებს თავად უწყობს ხელს სოციალურ ქსელებში დარეგისტრირდნენ და გამოაქვეყნონ ფოტოები, თუმცა ამ დროს, არსებული რისკებისა და საფრთხეების გაანალიზება თითქმის არ ხდება" - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებს განიხილიავს რუსკა ბუზიაშვილი, გადაცემაში "ნეოლაბი", კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთან, ლიკა ომაძესთან ერთად.
🎥 გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
💎 როგორ ვიმოქმედოთ ძალადობის შემთხვევეის დროს - ეს იყო შეხვედრის თემა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, ადგილობრივი ქალებისთვის გაიმართა.
👉 შეხვედრები შიდა ქართლის მასშტაბით, ევროკავშირის European Union in Georgia მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, Women's Fund in Georgia "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით მიმდინარეობს.
#EU4Georgia
#GCRT
"ნეომედი"-როგორ ვმართოთ რთული ქცევა?
💎 სკოლებში ფსიქოლოგთა ვიზიტები გრძელდება, თითოეული მათგანი განსხვავებული საჭიროებებითა და პრობლემებით ხასიათდება. შესაბამის რეკომენდაციებს სპეციალისტები ადგილზე გასცემენ, ნაწილს კი გადაცემაში "ნეომედი" აჟღერებენ. ეკა სუხიშვილის კითხვებს ამჯერად თეონა ნინიაშვილი პასუხობს, რომელიც ამავე დროს მენტალური ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრი ,,ნეირუმი"ს წარმომადგენელია.
📌 პროექტი მხარდაჭერილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
💎 "ფსიქოლოგები დღეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ სკოლებს" - ასეთია საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებები ნეო ტვ-ს პროექტზე, რომლის ფარგლებში სპეციალური შეხვედრები მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ეწყობა. ფსიქოლოგის შეხვედრა ამჯერად სსიპ ქ. გორის #8 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელიც ეფექტურ კომუნიკაციასა და კონფლიქტების დაძლევის შესაძლებლობებს ეხებოდა.
💎 გრძელდება გადაცემათა ციკლი "ალტერნატიული აზრი".
დღეს ვისაუბრებთ სექსტინგზე და ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეების თავიდან აცილების გზებსა და დამცავ მექანიზმებზე.
©️ გადაცემა მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI-ის მიერ საერთაშორისო ქსელ YSAFE-ს მხარდაჭერით, პროექტის ,,Youth for Youth" ფარგლებში.
🔊 გრძელდება გადაცემათა ციკლი "ალტერნატიული აზრი".
დღეს ვისაუბრებთ რთულად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე, რომლებსაც მუნიციპალურ თუ სახელმწიფო სერვისებზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხელი არ მიუწვდებათ.
📆 ახალი გადაცემა განთავსდება Neotv.ge -ზე, ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე.
©️ გადაცემა მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI-ის მიერ საერთაშორისო ქსელ YSAFE-ს მხარდაჭერით, პროექტის ,,Youth for Youth" ფარგლებში.
🔊 გრძელდება გადაცემათა ციკლი "ალტერნატიული აზრი".
დღეს ვისაუბრებთ ძალადობაგამოვლილ ქალებზე, მათ საჭიროებებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
📆 ახალი გადაცემა განთავსდება Neotv.ge -ზე, ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე.
©️ გადაცემა მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI-ის მიერ საერთაშორისო ქსელ YSAFE-ს მხარდაჭერით, პროექტის ,,Youth for Youth" ფარგლებში.
🔊 გრძელდება გადაცემათა ციკლი "ალტერნატიული აზრი".
დღეს ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიღმა არიან დარჩენილნი.
📆 ახალი გადაცემა განთავსდება Neotv.ge -ზე, ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე.
©️ გადაცემა მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI-ის მიერ საერთაშორისო ქსელ YSAFE-ს მხარდაჭერით, პროექტის ,,Youth for Youth" ფარგლებში.
💎 გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგთა ჯგუფი ამჯერად, სკრის საჯარო სკოლას ეწვია.
💎 ქართული ჟურნალისტიკის დღეს NEO TV-მ შეაჯამა პროექტის შედეგები, რომელიც TASO Foundation • ფონდი ტასოს მხარდაჭერით, შიდა ქრთლის რეგიონში, ევროინტეგრაციიის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. პროექტის მონაწილეებთან ერთად, ამ კონტექსტში საკუთარი საქმიანობის როლზე მოხსენებები გააკეთეს, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდული ორგანიზაციების და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
📌 პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები 15 სოფელში ჩატარდა, რომლებსაც ევროკავშირის თემაზე გადამზადებული ქალები უძღვებოდნენ.
💎 "მშობლებთან კომუნიკაციის სირთულე, გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, აგრესიული ფონი და ინტერნეტმიჯაჭვულობა" - ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც 2 დღის განმავლობაში მოზარდები, პედაგოგები და მშობლები აჟღერებენ.
ფსიქოლოგები NEO TV-ს პროექტის ფარგლებში, შეხვედრებს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე, კონკრუსის წესით შერჩეულ 10 საჯარო სკოლაში ჩაატარებენ.
📌 პროექტის მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია
💎 მე-5 საჯარო სკოლაში მენტალური ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრი ,,ნეირუმი"ს ფსიქოლოგი, თეონა ნინიაშვილი მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ცალ-ცალკე შეხვდა, მოზარდებისთვის დამახასიათებელ აქტუალურ საკითხებზე პრეზენატცია გააკეთა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა.
👉 გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, მსგავსი სახის შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 10 საპილოტე სკოლაში ჩატარდება.
💎 "სოციალურ ქსელებში უფროსი ასაკის კაცები სკოლის მოსწავლე გოგონებს ეკონტაქტებიან, სთხოვენ ფოტოების გაგზავნას, შემდეგ კი აშანტაჟებენ.
სამწუხაროდ, უსიამოვნო შემთხვევებზე არ ფიქრობენ მშობლები მაშინ, როდესაც არასრულწლოვან შვილებს სოციალური ქსელების მოხარების ნებას აძლევენ. უფრო მეტიც, საკუთარი პროფილის შექმნაში ხშირად თავადვე ეხმარებიან",- ამ საკითხების განხილვას ეთმობა გადაცემა "ნეოლაბი" - რუსკა ბუზიაშვილთან ერთად, რომლის სტუმარია, GMG -ს კიბერუსაფრთხოების ჰაბის წევრი, ნათია სიდამონიძე.
სამუშაო შეხვედრა საპილოტე სკოლების წარმომადგენლებთან
💎 გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლა ფსიქოლოგთა შეხვედრებს უმასპინძლებს. NEO TV-ს საპროექტო იდეას მხარი დაუჭირა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლის ფარგლებშიც დღეს, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 👇
📌 ფსიქოლოგთა ვიზიტების გრდა, საპილოტე სკოლებში დაგეგმილია ონლაინუსაფრთხოებაზე ტრენინგების ჩატარებაც, რომელთა შესახებაც მომხსენებლები უფრო ვრცლად, გადაცემებში "ნეოლაბი" და "ნეომედი" ისაუბრებენ.
💎 "ბავშვებს ვასწავლით უფლებებს და არ ვახსენებთ მოვალეობებს" - გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში ფსიქოლოგები მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს შეხვდებიან და ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამის რჩევებს გაუზიარებენ.
❓ როდის სჭირდება მოზარდს ფსიქოლოგის დახმარება და როგორ ვმართოთ გაჯეტებზე დამოკიდებული თაობის ქცევა - ამ საკითხებს ეთმობა გადაცემა "ნეომედი" - ეკა სუხიშვილთან ერთად, რომლის სტუმარია ფსიქოლოგი, ანა ხუტიაშვილი.
📌 გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
💎 27 თებერვალი, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეა. გადაცემა "ფაქტიც" ამ თარიღის აღნიშვნას ეძღვნება.
❓რა როლი აქვს არასამთავრობო სექტორს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და ევროინტეგრაციისთვის და რატომაა მნიშვნლოვანი ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.
👉 ამ საკითხებს განიხილავს გადაცემის წამყვანი, ნინო ჩიბჩიური, სტუდიის სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელი გორში, დაკო მურადაშვილი.
👉 თანაწამყვანები: ნათია სიდამონიძე და მარიამ გაბლიშვილი
📌 გადაცემა მომზადებულია TTASO Foundation • ფონდი ტასო მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
💎 "ნეოლაბი" დაბრუნდა!
გადაცემა ამჯერად ახალი თაობის ონლაინ უსაფრთხოების თემებს ეთმობა.
❓რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, როდესაც არასრულწლოვან შვილებს სოციალური ქსელების შექმნაში ეხმარებიან
❓როგორ შეუძლია მშობელს, შვილის ონლაინ სივრცეში გაკონტროლება
❓როგორ ჩავანაცვლოთ ინტერნეტმიჯაჭვულობა სასარგებლო შესაძლებლობებით
👉 ამ საკითხებს განიხილავენ GMG-ს კიბერუსაფრთხოების ჰაბის კურსდამთავრებულები, რუსკა ბუზიაშვილი და ხატია ხაბაშვილი, გადაცემაში "ნეოლაბი"
#გორისმუნიციპალიტეტისმერია
💎 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხარისხი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე - ამიტომ აუცილებელია, რომ ეს საკითხი საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს - ამ საკითხს დაეთმო გადაცემა "ფაქტი", რომელიც TASO Foundation • ფონდი ტასოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მზადდება.
🎙️ სტუდიის სტუმარი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთევან ბებიაშვილი.
📌 წამყვანი: ნინო ჩიბჩიური
👉 თანაწამყვანები: ხატია ხაბაშვილი და შორენა ბიჭიკაშვილი.
💎 NEO TV - 2 წლისაა 🎊
🎉 მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად! 🙏