Radio WW

Radio WW ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW მედია პლატფორმაა ქალთა გაძლიერების მიმართულებით.

29/05/2025

13:00 გამოშვება

29/05/2025

11:00 გამოშვება

🟣 ახალი შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში სათემო პლატფორმების გასაძლიერებლად!„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ კულტურ...
28/05/2025

🟣 ახალი შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში სათემო პლატფორმების გასაძლიერებლად!

„შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს.

სათემო პლატფორმები დამოუკიდებელ და კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ხელს შეუწყობენ:
🔹 მდგრადი თანამშრომლობის განვითარებაში
🔸 შემოქმედთა თემში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში
🔹 შემოქმედი თემის საჭიროებების გაცნობიერებასა და მათ ადვოკატირებაში
🔸 კულტურული ცხოვრების ინოვაციური გზით გამოცოცხლებაში

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ივნისი, 2025, 17:00
მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს: https://bit.ly/4krE6T4
***
🟣 New Opportunity to Empower Community-Driven Platforms across Georgia!

Creative Compass Georgia with the EU support launches a new opportunity to strengthen and to support Cultural and Creative Industries (CCI) in the regions of Georgia.

Community-Driven Platforms encourage independent creative and cultural organisations to:
🔹 Foster multi-stakeholder collaboration
🔸 Identify current challenge of the cultural and creative community
🔹 Advocate for possible answers to the needs of the cultural and creative community
🔸 And, thereby, to (Re-)vitalize the cultural life

Deadline is: 17 June, 2025, 17:00
For detailed information, check the link below: https://bit.ly/4krE6T4
Goethe-Institut Georgien

✨31.05✨ Festival Agenda - ბოლნისის ღვინის ფესტივალის დღის წესრიგი👇🍷
28/05/2025

✨31.05✨ Festival Agenda - ბოლნისის ღვინის ფესტივალის დღის წესრიგი👇🍷

28/05/2025

⭕️რადიო WW ყველა იმ ადგილს ესტუმრა, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით ქართული საქმე გაგეთდა .

⭕️დღეიდან უნდა გესაუბროთ ყველაზე საინტერესო ამბებზე.

⭕️ექვს ფილმს, ექვს ამბად დავყოფთ და გიჩვენებთ, რატომ გვინდა ქართველებს ევროკავშირი.

⭕️გიჩვენებთ ბოლო, რამდენიმე წლის მანძილზე რისი გაკეთება და მხარდაჭერა შეძლო ევროკავშირმა ჩვენთვის , ჩვენი შვილებისთვის, ბებია ბაბუებისა და ახალგაზრდებისთვის.

⭕️ამბავს დმანისის მხარდაჭერის სახლიდან დავიწყებთ, სადაც რადიო WW CENN-ის მედია ტურის საშუალებით მოხვდა

⭕️„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული ა...
28/05/2025

⭕️„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს.

⭕️ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ“ — გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი

⭕️ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია  და ბოლნისის კულტურის ცენტრი 1-ელ ივნისს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გიწვევ...
28/05/2025

⭕️ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია და ბოლნისის კულტურის ცენტრი 1-ელ ივნისს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გიწვევთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

დღის წესრიგი:

⭕️11:00-15:00 – კოსტიუმირებული მსვლელობა ზღაპრის გმირებისა და დრამერების მონაწილეობით;

⭕️11:00-15:00 – საპნის ბუშტების შოუ;

⭕️11:00-15:00 – ქიმიური შოუ;

⭕️11:00-15:00 – სახის მოხატვა;

⭕️11:00-15:00 – ბავშვთა გასართობი სივრცე: ატრაქციონები, საქანელები, ბატუტი;

⭕️13:00 – ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ საესტრადო ანსამბლის „იმედი“ კონცერტი.

წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

⭕️"გუშინ "წინააღმდეგობის პლატფორმას" ევროპარლამენტის აქ ჩამოსულ მისიასთან (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის მისია) ჰქონდ...
28/05/2025

⭕️"გუშინ "წინააღმდეგობის პლატფორმას" ევროპარლამენტის აქ ჩამოსულ მისიასთან (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის მისია) ჰქონდა შეხვედრა და მათთან ერთად კიდევ გავიარეთ აქაური მდგომარეობა: დემოკრატიული უკუსვლა;

⭕️დაჭერები; სინდისის პატიმრების მდგომარეობა დღეს; პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი, რომელიც ახალ ტალღას ნიშნავს და ასევე, გავიარეთ პლატფორმის შექმნა - თუ რამდენად პასუხობს ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებს, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც დაანახებს მათ და საზოგადოებას, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზად არის, ჩაიბაროს არჩევნებიც, ძალაუფლებაც და ვაკუუმი არ იქნება ამ ქვეყანაში არასდროს მას მერე, რაც ჩამოიშლება დღევანდელი ხელისუფლება-ძალისუფლება. ჩამოშლის პროცესს, რყევების პროცესს ჩვენ დღეს ვხედავთ კიდევ უფრო ნათლად" - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

⭕️"ძალიან კარგი, რომ ივანიშვილის მარიონეტებს პოლიტიკურ არარაობებად თვლიან და არ ხვდებიან, პირობების დასაყენებლად. ⭕️ძალი...
28/05/2025

⭕️"ძალიან კარგი, რომ ივანიშვილის მარიონეტებს პოლიტიკურ არარაობებად თვლიან და არ ხვდებიან, პირობების დასაყენებლად.

⭕️ძალიან კარგი, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას პირადად ივანიშვილს აკისრებს შეერთებული შტატები.

⭕️ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენი ბარტყიც არ უნდა გადააგდოს ბიძინამ პროტესტის და დასავლური წნეხის კლანჭებიდან თავდასაღწევად, ვერ დაუძვრება - ის პირადად აგებს პასუხს შექმნილ კრიზისზე.

⭕️ეს დიდებულია.

⭕️P.S. დღევანდელი წერილით ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას მხოლოდ პირადი ქონება ადარდებს - სანქციები მომხსენით, თორემ დაკომპლექსებული ვარ და ვერ გხვდებითო.

⭕️ახლა, როდესაც დონალდ ტრამპ ჯუნიორის მიწვევით ვაშინგტონში, ტრამპის წინასაინაგურაციო წვეულებაზე ვიყავით, გიგას დაუდასტურეს, რომ ივანიშვილის ძალისხმევა მხოლოდ პირადი სანქციების მოხსნისკენაა მიმართული და ამ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია". - წერს პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო: ტაბულა

⭕️ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს საელჩოს ეხმაურება და წერს, რომ "ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვ...
28/05/2025

⭕️ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს საელჩოს ეხმაურება და წერს, რომ "ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია". ოცნების საპატიო თავმჯდომარის წერილს პარტია ავრცელებს.

⭕️"დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც "ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა.

⭕️ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით.

⭕️ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერმინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია.

⭕️გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.

⭕️წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი "იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)

⭕️ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს.

⭕️ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

⭕️იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია.

⭕️შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერმინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას." - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

⭕️აშშ-ის საელჩოს განცხადება პარტია “ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის შესახებ⭕️ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან...
28/05/2025

⭕️აშშ-ის საელჩოს განცხადება პარტია “ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის შესახებ

⭕️ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს.

Statement Regarding United States Engagement with Georgian Dream Party

Bidzina Ivanishvili has refused to meet with Ambassador Dunnigan to hear a message from the Trump Administration. At Secretary Rubio’s request, on May 22 Ambassador Dunnigan asked for a meeting with Bidzina Ivanishvili to communicate a message from the Administration and to again relay specific steps the Georgian government can take to show it is serious about resetting its relationship with the United States. It is our hope that the Georgian government sincerely wishes to return to 33 years of partnership and friendship with America and the American people.

⭕️რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის სანაცვლოდ რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მათ შორისაა აღ...
28/05/2025

⭕️რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის სანაცვლოდ რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მათ შორისაა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა.

⭕️სააგენტო Reuters-ი სამ ინფორმირებულ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის მოთხოვნაა დასავლეთის ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, რაც ოფიციალურად ნიშნავს ალიანსში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების გამორიცხვას.

Address

Bolnisi
1100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Radio WW posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Radio WW:

Share

Category