Talentarea Publishing • გამომცემლობა ტალანტარე

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • Talentarea Publishing • გამომცემლობა ტალანტარე

Talentarea Publishing • გამომცემლობა ტალანტარე We are ready to record your voice!

22/10/2024
10/10/2024

გაინტერესებთ, რომელმა ავტორმა იწინასწარმეტყველა თავის შემოქმედებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატება? მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ,,ზღაპრობანი’’ - დასკვნა კი თავად გააკეთეთ. წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ახლა უკვე ,,ბიბლუსის’’ ქსელსა და მაღაზია ,,ლატერნაში’’.

We are ready to record your voice!

30/04/2024

გაავრცელე მშვიდობის ელექსირი

06/04/2024



დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი წიგნის წარდგენის გაშუქებისათვის.

👀 For English Scroll Down👇🏻რა ჭირს სამყაროს? რა დაემართა? რომელი დაავადება დაატყდა თავს?სამყარო შეიშალა... ადამიანს მომა...
04/02/2024

👀 For English Scroll Down👇🏻
რა ჭირს სამყაროს? რა დაემართა? რომელი დაავადება დაატყდა თავს?
სამყარო შეიშალა... ადამიანს მომაკვდინებელი სენი შეეყარა, მის მოქმედებებს მხოლოდ სიძულვილი, სიხარბე, ანგარება, ბოროტება, შური და უარყოფითი ენერგია მართავს, მძვინვარებს დაუსრულებელი ომები... ამიტომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, სამყაროს მშვიდობა და სიყვარული სჭირდება. ამგვარ გარემოში თითოეული ადამიანის როლი გადამწყვეტია. ის უნდა დაფიქრდეს ცხოვრებაზე და შეეცადოს, რომ სამყაროს შეცვლა საკუთარი ცხოვრების ძირეული ცვლილებით დაიწყოს... მიიღოს ზომები მომაკვდინებელი სენის თავიდან ასაცილებლად...
„ციგრიტი“, გროტესკული თხზულება, რომელიც საყოველთაო დაავადებისგან განკურნების გზების ძიების შესახებ მოგვითხრობს, რამდენიმე წლის წინ გამოიცა. „ციგრიტის“ ახალი გამოცემა სამენოვანი წიგნია. თხზულება ინგლისურ და რუსულ ენებზე ითარგმნა და უცხოელი მკითხველისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. იგი დააფიქრებს მკითხველს თანამედროვეობის სენზე და მისგან განკურნების თავისებურ ხედვას წარმოგვიდგენს. ავტორი ამ წიგნით მშვიდობას უცხადებს მსოფლიოს და მკითხველსაც ამისკენ მოუწოდებს.
ავტორი: თამარ ნიკურაძე
რედაქტორი: ეთერ ჭურაძე
დიზაინი და დაკაბადონება: მანუჩარ გუნცაძე
გარეკანის ილუსტრაციები: დავით ტრაპაიძე

What is wrong with the world? What’s happening with it? Which disease did it get?
The world has gone crazy... Humankind has encountered a deadly illness. Its actions are governed only by hatred, greed, evil, envy and negative energy; endless wars are raging... Therefore, today, more than ever, the world needs peace and love. In such an environment, the role of each person is crucial; one should reflect on life and try to change the world by fundamentally changing his/her own life... take measures to prevent the deadly disease...
Tsigrit, a grotesque literary work about the quest for a cure for a common illness, was published a few years ago. The new edition of Tsigrit is a trilingual book, as it has been translated into English and Russian. Thus the book has been available for foreign readers. It will make the reader think about today’s illness and present a unique vision of healing from it. With this book, the author proclaims peace to the world and encourages its readers to do the same.
Written by: Tamar Nikuradze
Translated by: Tamar Nikuradze
Edited by: Geoffrey Gosby
Design and Typesetting by: Manuchar Guntsadze
Cover Illustrated by: David Trapaidze

Что не так с нашим с миром? Что с ним происходит? Что за болезнь его поразила?
Мир сошёл с ума... Человечество столкнулось со смертельным недугом. Людьми управляют ненависть, жадность, злоба, зависть, алчность и негативная энергия, бушуют бесконечные войны... Сегодня, как никогда, общество нуждается в мире и любви. В таких обстоятельствах решающую роль играет каждый из нас: мы должны задуматься о нашей жизни, коренным образом поменять ее, чтобы изменить мир и спасти его от смертельной болезни…
Несколько лет назад вышел в свет «Цигрит» — гротескное произведение о поисках лекарства от недуга, охватившего общество. Новое издание «Цигрита» – это книга на трех языках. Работа была переведена на английский и русский языки, став доступной зарубежным читателям. «Цигрит» заставляет читателя задуматься о современных пороках и предлагает уникальный взгляд на то, как от них исцелиться. Этой книгой автор призывает к миру во всем мире и предлагает всем остальным сделать то же самое.
Автор: Тамар Никурадзе
Перевод: Ирма Давитадзе
Редактор: Марина Борисова
Дизайн и верстка: Манучар Гунцадзе
Иллюстрации на обложке: Давид Трапаидзе

✅წიგნის შეძენა ან გამოწერა შესაძლებელია „ლატერნას“ წიგნის მაღაზიებში.
👉🏻გადადით შემდეგ ბმულზე:
You can buy the book here:
Вы можете купить книгу здесь:
http://laterna.ge/index.php?cat=42&show=32333

ედგარ ალან პოს "რჩეული ლექსების" წარდგენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მთარგმნელი ლელ...
13/12/2023

ედგარ ალან პოს "რჩეული ლექსების" წარდგენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მთარგმნელი ლელა ებრალიძე

ედგარ ალან პოს პოეტური კრებულის თარგმანის პრეზენტაციასიხარულით გაცნობებთ, რომ 8 დეკემბერს, პარასკევს, 18.00 საათზე, თსუ ...
04/12/2023

ედგარ ალან პოს პოეტური კრებულის თარგმანის პრეზენტაცია
სიხარულით გაცნობებთ, რომ 8 დეკემბერს, პარასკევს, 18.00 საათზე, თსუ I კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება ჩვენი წიგნის, ედგარ ალან პოს პოეტური კრებულის თარგმანის, პრეზენტაცია. წიგნის მთარგმნელია ლელა ებრალიძე.

გთხოვთ გვეწვიოთ!
https://www.tsu.ge/ka/faculty/%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/news/%E1%83%94%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

🥰
25/07/2023

🥰

📣 ეს პატარა წიგნი დაგეხმარებათ, თქვენს თავში აღმოაჩინოთ ის ძალა, რომლითაც სირთულეებს მარტივად გაუმკლავდებით; თქვენს გონებასა და წარმოსახვის უნარს ხომ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ცხოვრების „თამაშის“ დროს... წარმატების პრინციპიც ამაში მდგომარეობს - გამოვიყენოთ ჩვენივე უნარები ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად.
Talentarea Publishing • გამომცემლობა ტალანტარე
📚 ნაშრომი ეკუთვნის ფლორენს სკოველ შინს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე წიგნის ილუსტრატორსა და მეტაფიზიკოს ქალს, რომელზეც დიდი გავლენა მოახდინა მოაზროვნისა და მწერლის, რალფ უოლდო ემერსონის, ფილოსოფიამ. ნევილ ლანსელოტ გოდარდთან, ერნესტ ჰოლმსთან და ნაპოლეონ ჰილთან ერთად სკოველ შინი ამერიკის შეერთებულ შტატებში „ახალი აზროვნების“ მოძრაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

📚 შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა ჩვენს ვებ-გვერდზე 👉👉 https://bit.ly/3KgTySe და ისარგებლეთ მიწოდების სერვისით
📚 ან გვესტუმრეთ მაღაზიაში 👉👉 ც. დადიანის N7, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", II სართული, ოთახი ა201

ტალანტარეს კიდევ ერთი საჩუქარი მკითხველს! 🎁ედგარ ალან პოს პოეზიის სრულყოფილებას ახალი ქართული თარგმანები მთელი სისავსით ...
22/07/2023

ტალანტარეს კიდევ ერთი საჩუქარი მკითხველს! 🎁

ედგარ ალან პოს პოეზიის სრულყოფილებას ახალი ქართული თარგმანები მთელი სისავსით განგაცდევინებთ. 🥰

ლელა ებრალიძის მიერ თარგმნილი რჩეული ლექსების ღირსება ის არის, რომ თარგმანი გადმოსცემს ედგარ პოს პოეზიის მშვენიერებას, ადამიანურ განცდებს, სიყვარულს, სევდას, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს...

კრებულში შევიდა 2️⃣5️⃣ ლექსი, რომელთა უმრავლესობა ქართულად პირველად ითარგმნა! 🤩

„რჩეულ ლექსებში“ შეხვდებით მთარგმნელის შენიშვნებს, სადაც განხილულია ყველა ლექსის შექმნის ისტორია, სტრუქტურა, მეტაფორის, ალუზიისა და სხვადასხვა მინიშნების განმარტება. ეს ყველაფერი ქმნის სრულყოფილ სურათს! 🌝

წიგნის მხატვრულ ღირებულებას კითხვისას თავად აღმოაჩენთ. ✨✨

👉🏻წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: http://laterna.ge/?cat=41&show=31420&fbclid=IwAR1URPNYGR3TBdqsKXHyADrp3FWDYU1HN3ShDiA73ZUcMxfnfDw6qtLviaY

მთარგმნელი: ლელა ებრალიძე
რედაქტორები: ოთარ მათეშვილი, ეთერ ჭურაძე
დამკაბადონებელი: მალხაზ ფაღავა
გარეკანის დიზაინი: მანუჩარ გუნცაძე

📍„ეს ის წიგნია, რომლის წაკითხვაც თქვენს ბავშვებს სწორედ ახლა სჭირდებათ“✨მეგობრობა, სიკეთე, შრომისმოყვარეობა, ურთიერთგაგე...
10/05/2023

📍„ეს ის წიგნია, რომლის წაკითხვაც თქვენს ბავშვებს სწორედ ახლა სჭირდებათ“

✨მეგობრობა, სიკეთე, შრომისმოყვარეობა, ურთიერთგაგება... ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს თანამედროვე ბავშვის საჭიროებები, პოზიტიური, ჰუმანური აღზრდის მეთოდები, მიდგომები და სხვა მარადიული ღირებულებები, რომლებიც, მიუხედავად ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა, დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში.🌟

📌ნინო ველის (გვალია) „ზღაპრობანი“ სწორედ ასეთი ფასეულობებით გამსჭვალული ზღაპრების კრებულია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მშობელმა თუ ბავშვმა.

👉წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე: http://laterna.ge/index.php?cat=23&show=27627 #.ZGh0MHZRVSt
15.00 ლარის ნაცვლად ახლა უკვე 11.90 ლარად.

📕ავტორი: ნინო ველი
🖊 რედაქტორი: ეთერ ჭურაძე
🖌დიზაინერი: ნატალია ავალიანი
📝გამომცემლობა: ტალანტარე

📘ქართულ ლიტერატურაში შეიქმნა ახალი პერსონაჟი - სიკეთის დედოფალი, რომელიც ლეგენდებში დაიბადა და ბევრ კარგ მიზანს ემსახურე...
09/05/2023

📘ქართულ ლიტერატურაში შეიქმნა ახალი პერსონაჟი - სიკეთის დედოფალი, რომელიც ლეგენდებში დაიბადა და ბევრ კარგ მიზანს ემსახურება💥💥

🖇️გამომცემლობა „ტალანტარემ" გამოაცხადა კონკურსი სახელად - „დაწერე ლეგენდა სიკეთის დედოფლის შესახებ“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 46-მა ლეგენდამ, მათგან კი შეირჩა 4 ნამუშევარი. პროექტის მიზანი იყო, ქართულ ზღაპრულ ლიტერატურასა და ლეგენდებში შექმნილიყო პერსონაჟი, სახელად - სიკეთის დედოფალი, რომელიც, ასევე, ფონდის სახით ჩამოყალიბდებოდა და დაეხმარებოდა ადამიანებს, რომელთაც დახმარების ხელი სჭირდებოდათ.

👸🏼 სიკეთის დედოფალი არის მხატვრული პერსონაჟი, რეალობის ნაწილი, რომლის არსებობის საფუძველსაც საინტერესო ლეგენდები ქმნის. სიკეთის დედოფალი ქველმოქმედია და მისი მიზანიც ქველმოქმედებას უკავშირდება. დედოფლის სურვილია, ხელოვნების გზით ხალხის გულებამდე მიიტანოს სიკეთე, რომელიც გამრავლდება და კარგ შედეგს გამოიღებს, რადგან ადამიანების ერთმანეთისადმი ზრუნვა მთელ სამყაროს გაალამაზებს✨

📍„ტალანტარეს“ მიერ გამოცემული ეს წიგნი არაკომერციული მიზნით შეიქმნა, ანუ „სიკეთის დედოფლის" გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდა ქველმოქმედებას❤️

🔗წიგნი - „სიკეთის დედოფალი“ აერთიანებს 4 ლეგენდას ქართულ და ინგლისურ ენებზე: მედეა ფაღავას „უსახელო ქვეყანა“, ლევან ლორიას „პეპლისფრთებიანი სპილო“, ნინო ზედგინიძის „სურვილების ხე“, მარი თაბაგარის „მედალიონი“.

💡იდეის ავტორი: თამარ ნიკურაძე
🖊რედაქტორი: ეთერ ჭურაძე
🖌ილუსტრატორი: დავით ტრაპაიძე
🖍დამკაბადონებელი: მანუჩარ გუნცაძე
📝გამომცემლობა: ტალანტარე

03/05/2023

➡️ ტ ა ლ ა ნ ტ ა რ ე განახლებულ გუნდთან ერთად თქვენთვის იწყებს სხვადასხვა საინტერესო წიგნის გაზიარებას 💥💥💥

📍 როგორც მოყვარულმა ან უკვე გამოცდილმა მწერალმა, დროა, იმოქმედო! დაბეჭდე შენი ტექსტები ჩვენთან და თქვი შენი სიტყვა ქართულ მწერლობაში!
🔗„თუ გსურს შეცვალო სამყარო, აიღე კალამი და წერე“ - მარტინ ლუთერ კინგი.
💪🏼 ჩვენი მიზანია, შენთან ერთად ვთქვათ ახალი სიტყვა ლიტერატურულ სამყაროში!

🖇️აქციე ჰობი პროფესიად!

✔️ვინ იცის, იქნებ, ერთ დღეს მკითხველის საყვარელი ავტორი გახდე❗❗❗

,,წიგნს, რომელმაც მე გამამდიდრა, შენი გამდიდრებაც შეუძლია" - ამბობს ამ წიგნის ერთ-ერთი მკითხველი.❗წიგნი, რომელიც გახდება...
03/05/2023

,,წიგნს, რომელმაც მე გამამდიდრა, შენი გამდიდრებაც შეუძლია" - ამბობს ამ წიგნის ერთ-ერთი მკითხველი.
❗წიგნი, რომელიც გახდება შენი შთაგონების წყარო!
„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ - ანდაზა, რომელიც ფლორენს სკოველ შინის წიგნის, „ცხოვრება თამაშია - როგორ ვიცხოვროთ“, ჩვენეული დედააზრია✨✨
✅ავტორი მოგვითხრობს, როგორ შეიძლება მივაღწიოთ კეთილდღეობასა და წარმატებებს ცხოვრებაში. შინი გვირჩევს, ავიმაღლოთ თვითრწმენა, ცხოვრებას დადებითი თვალით შევხედოთ და პოზიტიურად ვიაზროვნოთ💥
📘წიგნში ავტორისეული ხედვა და მსოფლმეხდველობა დასაბუთებულია ადამიანების ისტორიებითა და თვით შინის ცხოვრების ეპიზოდებით, შეგონებებითა და ბრძნული გამონათქვამებით, რომლებიც წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს🔥

წიგნის შესაძენად გადადი ბმულზე: http://laterna.ge/?cat=55&show=27628 #.ZFNi0XZBzIU
15.00 ლარის ნაცვლად, 11.90 ლარად

📕ავტორი: ფლორენს სკოველ შინი
🖊 რედაქტორი: თამარ ნიკურაძე
✍️მთარგმნელი: ეთერ ჭურაძე
🖌დიზაინერი: ნატალია ავალიანი
📝გამომცემლობა: ტალანტარე

📍 ნიკო ლორთქიფანიძემ, მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XX საუკუნის ქართული პროზის განვით...
02/05/2023

📍 ნიკო ლორთქიფანიძემ, მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარებაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა მისმა მინიატურებმა ✨✨

➡️ მინიატურების ინგლისურენოვანი თარგმანი მსოფლიოში ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ✔️🔥

🌟"ტალანტარეს" თარგმნილი და გამოცემული ეს გენიალური შემოქმედება კარგად წარმოაჩენს ქართველი მინიმალისტი მწერლის დაფარულ ემოციასა და სიღრმეს, რომელთაც უცხოენოვანი მკითხველიც სათანადოდ აღიქვამს და შეიყვარებს❤️‍🔥

✍️მთარგმნელი: ეთერ ჭურაძე
🖌დიზაინერი: ნატალია ავალიანი
📝გამომცემლობა: ტალანტარე

პაემანზე ნიკოსთან აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - ში!
29/04/2022

პაემანზე ნიკოსთან აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - ში!

09/02/2022

გადაცემის სტუმრები: თამარ ნიკურაძე და მარი კეჭაყმაძე

ზღაპრობანი სტუმრად ბიბლიოთეკაში 🥰 #ზღაპრობანი  #ნინოველი  #ბიბლიოთეკა  #ტალანტარე  #მარიკორინთელი  #თამარნიკურაძე       ...
20/05/2021

ზღაპრობანი სტუმრად ბიბლიოთეკაში 🥰
#ზღაპრობანი #ნინოველი #ბიბლიოთეკა #ტალანტარე
#მარიკორინთელი #თამარნიკურაძე

22/04/2021

https://fb.watch/51ydj3q68Y/
#ნიკოლორთქიფანიძე #მინიატურები
#ციგრიტი


in Expert

Address

ბათუმი, გორგილაძის ქ. 50
Batumi

Telephone

+995555967178

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Talentarea Publishing • გამომცემლობა ტალანტარე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Talentarea Publishing • გამომცემლობა ტალანტარე:

Videos

Share

Category