15/08/2023
📣როგორც ხედავთ, ჩვენს ქალაქში ტერმინალები და დამაბინძურებელი საწარმოები სოკოებივით მომრავლდა. ყველა მათგანი დასახლებებთან ძალიან ახლოსაა და საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანს.
❗️არსებულ კანონმდებლობსას და სტანდარტს კომპანიები არაფრად აგდებენ, ჯერ ხსნიან ობიექტებს და ნებართვებს მერე იღებენ კორუფციულად.
❗️️იქ მაცხოვრებლებს არაფერს უთანხმებენ, ჯერ განსახლებაში სისი თანხებით ატყუებენ, რატა ხმა არ ამოიღონ თავიდან, გაპროტესტების მერე ეუბნებიან: აქ იმდენი ფულია ჩაყრილი, ამას ვინ გააჩერებსო და აქციაზე გამოსულთ მერე პოლიციით უსწორდებიან.
❗️ირწმუნებიან, რომ ის ეკოლოგიური საფრთხის შემცველი არაა, მაგრამ უამრავი საწინააღმდეგო მაგალითი გვაქვს ფალიაშვილის, წავწავაძის თუ ჯავახიშვილისი ქუჩებზე. ტერმინალების შემოღობვით წააართვეს ხალხს ზღვაზე გასასვლელის დიდი ნაწილი.
❗️ასეთი მაღალი დაბინძურების ადგილებში, აუცილებლად უნდა იდგას ჰაერის უწყვეტი მონიტორინგის სადგური, რომელიც ევროკავშირის დირექტივაცაა და ის მუდმივად ჩართული უნდა იყოს air.gov.ge-ზე, სადაც ყველა ჩვენგანს შეუძლია თვალის დევნება თუ რა ხარისხის ჰაერს ვსუნთქავთ.
❗ვინაიდან, ძალიან კარგად უწყის ხელისუფლებამ და მისმა "დაკრიშულმა" არაკეთილსინდისიერმა ბიზნესმა, რომ პრობლემა რეალურია, ისინი გამიზნულად არ დგამენ აღნიშნულ საადგურს და არ აღასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
❗️ერთი მცდელობა ფიასკოთი დასრულდა. 5 თვე ამუშავეს სადგური ჯავახიშვილის ქუჩაზე და როცა ნახეს ძალიან მაღალი იყო PM10 da PM2,5 , მაშინვე რაღაცის მომიზეზებით ჩახსნეს. წაღებისას, დაგვპირდნენ, რომ დააბრუნებდნენ, თუმცა მას შემდეგ 10 თვეა გასული და სადგურზე საუბარი საერთოდ შეწყდა.
❗️მერე ხელისუფლება მტკიცებულებას ითხოვს (არადა, ამ მტკიცებულებას თავად უნდა ამზადებდეს), ჩვენ არ გვაქვს საზომი, რომელიც ამას გაზომავს და რომლის საფუძველზეც, სიმართლეს დავამტკიცებთ ყველა ინსტანციაში, არ მივცემთ საშუალებას დამაზიანებელი საწარმოები აგვიშენონ სახლებთან და მძიმეწონიანმა ტრაილერებმა 24 საათი გვაიძულოს არ გვეძინოს, დაგვებზაროს სახლები და დაგვმართოს სხვადასხვა დაავადება.
📣ვისაც განაღვლებთ საკუთარი და შვილების ჯანმრთელობა და მომავალი, მოაწერეთ ხელი პეტიციას. გახსენით ბმული და სულ 2 წუთს დაკარგავთ.
✅თუ არ იბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის, ჯანმრთელობას დაკარგავთ და შესაძლოა, სიცცოცხლის დათმობაც მოგიხდეთ.
გახსენით პეტიცია, გაეცანით ტექსტს და მოაწერეთ ხელი👉